სხვა ქათამი, რომელიც აშშ-ში იმდენივე ღირს, რამდენიც ჩვენთან მეორადი ავტომობილი 2017, 16 ივნისი, 18:29 უმრავლესობისთვის, ქათმის კვერცხი თეთრი და ყავისფერი არის. გარდა ამ ორი ფერისა, როგორც გაირკვა, მაღაზიების თაროებზე შეიძლება ბუნებრივად ცისფერი და მწვანე ფერის ნაჭუჭიანი ქათმის კვერცხიც ეწყოს, რომელიც სხვა კვერცხებისგან, მხოლოდ ფერით და გაორმაგებული ფასით განსხვავდება. გარდა ხსენებული ფერის კვერცხისა, არის კიდევ შავი კვერცხიც, მაგრამ იქიდან გამოჩეკილი წიწილები იმდენად ძვირია, რომ ერთი ან თუნდაც ორი კვერცხის ფასად, ნამდვილად არავინ გაყიდის. როგორც გაირკვა, შავი კვერცხი ქათამმა გენეტიკური მუტაციის გამო დადო, რომლიდანაც სრულიად შავი წიწილები გამოიჩეკნენ. აშშ-ში და ევროპაში, ნახშირივით შავი ქათამი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ, მაგ., ინდონეზიაში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სამწუხაროდ, ფერის გარდა, ეს ფრინველი, ჩვეულებრივი ქათმებისგან, არაფრით განსხვავდება. შავი კანის და ხორცი მიუხედავად, მას გემოც ისეთივე აქვს, როგორიც აქაურ ქათმებს. 494 10-ს მოსწონს
|