x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
,,კათარზისის" ცნება არისტოტელეს პოეტიკაში

image რა დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნებას?
რომ არა ფილმები, სპექტაკლები და სხვა ხელოვნების პროდუქტი, ალბათ, სამყარო ბევრად მოსაწყენი იქნებოდა. მათ შეუძლიათ შეცვანოლ ადამიანის მთელი დღე პოზიტივით ან ნეგატივით. კომედია კარგ განწყობაზე გვაყენებს, დრამა სევდას გგვრის, ტრაგედია აღშფოთებას და სიბრალულს იწვევს ჩვენში.


განსაკუთრებით საინტერესოა არისტოტელეს შეხედულებები პოეზიის რაობაზე, რომელსაც თავის ნაშრომში “პოეტიკაში“ განიხილავს. არისტოტელე შეეცადა ჩაეტარებინა პოეტური ანალიზი, რათა აღმოეჩინა ხელოვნების ანუ “ტექნეს“ რაობა. არისტოტელეს აზრით, ხელოვნება არის მიბაძვა. პლატონის თეორიაში, რომელიც თავისი მოსწვალის მსგავსად, ხელოვნებას აიგივებს მიბაძვასთან და რომელსაც “მიმესისის“ თეორიის სახელწოდებით ვიცნობთ, უარყოფითად არის შეფასებული. არისტოტელე მიბაძვას ხელოვნების მთავარ ღირსებად მიიჩნევს. ის, რომ დასახიჩრებულ ცხოველთა გვამები, რომლებიც ხელოვანის მიერ არის გადატანილი ტილოზე სიამოვნებას იწვევს ადამიანში პლატონისთვის აღმაშფოთებელია, არისტოტელეს აზრით კი, სიამოვნება გამოწვეულია მგავსების აღმოჩენით, შემეცნების სიხარულით.



პოეტიკის ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში ყურადღება ეთმობა ტრაგედიას. ტრაგედიის შემთხვევაში აუცილებელია მიბაძვის საგანი იყოს სერიოზული, დასრულებული მოქმედება. მიბაძვა უნდა მოხდეს არა თხრობის, არამედ მოქმედების
ანუ დრამის სახით. ტრაგედიის მიზანია გამოიწვიოს მაყურებელში თანაგრძნობის ემოციები და ამ გზით შექმნას მასში განწმენდის “კათარზისის“ შეგრძნება. ტრაგედიას აქვს მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული ნაწილები, საბოლოო მიზნამდე - მაყურებელში ელდისა და სიბრალურის გამოწვევამდე და ამის შედეგად, კათარზისამდე.


ადამიანის განწმენდა ანუ “კათარზისი“ ხდება მაშინ, როდესაც მთავარი გმირი არის უდანაშაულო დამნაშავე, როდესაც შეუძლია მაყურებელს წარმოიდგინოს თავი გმირის ადგილას და დაფიქრდეს იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლებელია თვითონ გახდეს უდანაშაულო დამნაშავე, შედეგად მაყურებელი უთანაგრძნობს გმირს და აღწევს კათარზისს. ეს საოცარი მომენატია, როდესაც ემოციები გამოდიან სხეულიდან და გრძნობ განწმენდას. ეს არა მხოლოდ ტრაგედიის, არამდენ ნებისმიერი ხელოვნების
ნიმუშმა შეიძლება გამოიწვიოს ადამინში - საოცარმა ფილმმა, მრავლისმთქმელმა ნახატმა თუ ემოციებით დატვირთულმა სპექტაკლმა.


როგორც ვხედავთ, არისტოტელეს შეხედულება ხელოვნებაზე საინტერესოც და დამაფიქრებელიცაა. პოეტური გამონაგონი, ასე ვთქვათ, “ტყუილი“ უფრო მეტად ასახავს ფსიქოლოგიურ რეალობას, ვიდრე რეალური ისტორიული ფაქტები. კარგია, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ხელოვნება, რომელიც ერთროულად გგვრის სიამოვნებას და განგვაცდევინებს “კათარზისს“.



ქრისტინე უგლავა

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი




0
1137
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
1137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0