x
image
ინტერ-გოგონა
მწვანეთვალება 3
image
საღამოს სახლში მისულს გულმა არ მოუთმინა ნოუთბუქი გახსნა და ქეთი მოძებნა...

სურათების თვალიერებით ისე გაერთო ვერც კი შენიშნა როგორ წამოადგა თავზე ზურა...

-აუ ჩემი რა გოგოა...ვინ არის?

-არავინ..შემთხვევით ამომიგდო და მის გვერდზე შევედი...


-ბიჭო, შენ შტერი ხარ, მე გგონივარ შტერი თუ თავს იშტერებ?მეგობრობის თხოვნაც შემთხვევით გაუგზავნე?

-დავაი რაა..

-ნინი რომ ნახავს მერე ვინ დავაი მაგასაც ვნახავ...

-ვერ ნახავს მეგობრები დახურული მყავს..

-მალადეც...

-შენ მაინც რომ არ დამგრუზო არაა?

- რა გრუზავს?ბოდიში ძმაო მაგრამ მაგ თამაშში ვერ აგყვები...ისე მოაგვარე რომ ნინის ყურამდე არ მივიდეს...

-მგონი გავგიჟდი ნახე რა ლამაზია..რაღაცნაირად მიზიდავს...

-გაგივლის...ბაზარი არა ლამაზია უდაოდ...მაგრამ შენ გყავს უკვე შენი ლამაზი გოგოო და იმას მიხედე..ხვალ წავალთ სანამ შენ აქ დაბრუნდები დაგავიწყდება..

-ხო მართლა კვირამდე ვრჩები სამსახურში დავრეკე შენც ხომ დარჩები?

-შენ უკვე მაშინებ..სად გაიცანი?

გეგამ მოკლედ უამბო ქეთის შესახებ.. იმ საღამოს ლექციები ჩაუტარეს ქეთისაც ეს მარი იყო..

-მოიცა თუ შეყვარებული ყავს შენგან რა უნდა?

-იქნებ არც არაფერი მეგობრობა..

-სარკეში იხედები საერთოდ?შეუძლებელია ადამიანს ერთი დანახვით არ მოეწონო..

-შენ უბრალოდ გიყვარვარ აბა სხვას კითხე...

-დარწმუნებული ვარ უზომოდ მოწონხარ, მაგრამ მე ის მაშინებს ის რამდენად უყვარს..

-არ ვაპირებ ვინმეს შეყვარებული წავართვა...უბრალოდ ...

-უბრალოდ მოგეწონა, არ გამტყუნებ კაი ტიპია უდაოდ..როგორია?

-არვიცი, თბილი, მხიარული, მზრუნველი...

-ჰა, რას იტყვი ჯანდაბას შეყვარებული..

-ნუ სულელობ, ეგეთ გოგოებს ვერასდროს ვიტანდი და მე გავხდე? წადი ყავა გაამზადე დავლიოთ...

მარი მალე დაბრუნდა ყავის ჭიქებით ხელში.ეს საათი ვისია?

ხელში გეგას საათი ეჭირა..

-გეგასია, ყავის ჭიქები გარეცხა და მაშინ მოიხსნა..

-და საბაბად დატოვა დაბრუნებისთვის..

-მე არ ვფიქრობ შენსავით, დღეს მესიჯზეც არ მიპასუხა...

-ეგ უკვე უარყოფა.გაგირბის შენი ეშინია, არ უნდა გამოტყდეს რომ აინტერესებ იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება რიგითმა გოგომ დაგაინტერესოს...

-სასიხარულოდ მქონია საქმე ერთი ღამისთვის არ ვჭირდები...ვაიმე რას ვიძახი სულ გამოვშტერდი მემგონი...ასე როცა გაფრენის ასაკი მქონდა მაშინ არ გამიფრენია...

-რაც წლები გვემატება უფრო გავაფერენთ ვშიშობ..

-ყოველთვის შეგიძლია ჩემი გამხნევება...ვერაფერს იტყვი..

-წამო გაგიყვანო ლოგინამდე ძილის დროა...

ნინიმ კარგახანს იწრიალა ლოგინში არ უნდოდა მაგრამ ფიქრს მაინც გეგამდე მიყავდა...

გეგამ დილით ნინი გააცილა შემდეგ კი ძველ მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდა ჩათვალა რომ ასე უფრო იოლად დაძლევდა ქეთის ნახვის სურვილს.

თუმცა დალევამ არ უშველა სიმთვრალეს ნინისთან ჩხუბიც დაემატა.. სახლში მისულმა მაინც აკრიბა ქეთის ნომერი.უკვე გათიშვას აპირებდა როცა სასურველი ხმა გაიგონა..

-გისმენ..

-როგორ ხარ?

-კარგად.შენ?

-მგონი მოწყენილი ხარ..

-მარტოოების ბრალია...მეც მარტო ვარ ხომ არ დავარღვიოთ სიმარტოვე?

-მგონი ვიღაცას ზომაზე მეტის დალევა მოუვიდა..

-არ მალაპარაკებს სიმთვრალე...მართლა მინდა შენი ნახვა..

-რატომ?

-არვიცი...

მერე ორივე გაჩუმდა..

-ქეთ

-გისმენ..

-შენ არ გინდა ჩემი ნახვა..

-ეხლა ნამდვილად არა..

-მაპატიე შეგაწუხე...

-არ გვინდა ეგ საუბარი...

-დროებით..

-როდის მიდიხარ?წამოცდა ქეთის და თან ტუჩზე იკბინა..

-რატომ მეკითხები?

-საათს დაგიბრუნებ..

- თავად მომიტან?

-ფოსტით გამოგიგზავნი

-თავად მოვალ..დამელოდე

ოთახში ზურა შემოვიდა..გეგას აღარ უნდოდა საუბრის გაგრძელება ზურას თანდასწრებით და ქეთის ცივად დაემშვიდობა..

ქეთისთან მისულს კარი მარიმ გაუღო..

-შემოდი ზურა, ქეთის ძინავს ეხლავე გავაღვიძებ..

-ნუ გაღვიძებ, საათს ავიღებ და წავალ...

-შემოდი ყავა დავლიოთ..

-კარგი ...

სამზარეულოში ჩამოჯდნენ ყავას სვავდნენ, ქეთის არც კი უფიქრია რომ გეგა სამსაზრეულოში შეიძლებოდა მჯდარიყო, საღამურით რომელიც სხეულის მხოლოდ მცირედ ნაწილს უფარავდა, გაწეწილ თმებით ასკინკილით სამზარეულოში გავიდა.მე არ მინდოდა ყავა უნამუს....

სიტვის დამთავრება ვეღარ შეძლო მისი თვალები გეგას თვალებს შეეფეთა...დაიბრა გაწითლდა აღარ იცოდა სად წასულიყოო..

-დაჯექი პლედს მოგიტან..

ქეთი დაჯდა გეგამ მზერა მოაცილა და თან ეშმაკურად ჩაიცინა სწორედ ისე როგორც ჩვევია ხოლმე...

მარიმ პლედი მოახურა და თან ყავა დაუსხა...

-დალიე მოფხიზლდები..რადგან მარტო არ ხარ მე მარკეტში გავალ...

-კარგი...

მარი გავიდა ..გეგა და ქეთი კი ისევ დუმდნენ...

-როგორ ხარ?სიჩუმე ისევ გეგამ დარღვია..

-ბოდიში არ გელოდი მეგონა მარტო მარი იყო სახლში...

-არაუშავს..მშვენიერი სანახაობა იყო..ღირს ამ სხეულის ცქერა..

-არ გირჩევ, სახიფათოა..

-მაგაში ვრწმუნდები ყოველ წამს..

-შენი საათი..

-შევამჩნიე ხელზე გიკეთია..წილადხვდა ბედნიერება შენთან ერთად დაეძინა..

-ხვალ შენზე დაბრუნებას ვაპირებდი, თავი იმართლა ქეთიმ და საათის მოხსნა დაიწო..გეგა მიუახლოვდა და დახმარება სცადა..

-თავად მოვიხსნი..

სცადა გეგას მოშორება ქეთიმ, მაგრამ უკვე ისინი იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ერთმანეთის გულის ფეთქვაც კი ესმოდათ...

ცოტაც და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეწებებოდნენ...

-ვისი საჩუქარია?მწვანე, ამჯერად უკვე სევდიანი თვალები მიანათა გეგას, ალბათ გეგას რომ ხმა ამოეღო და რამე ეთქვა ცრემლებს ვერ შეიკავებდა...არანაკლებ დაანაღვლიანა გეგა ამ თვალებმა..

პასუხი არ გაუცია საათი ხელიდან მოხსნა და ხელზე გაიკეთა ჩაიდო...

"არასწორია" ჩურჩულით ჩაილაპარაკა ქეთის ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა..

მანქანაში ჩაჯდა რატომ არ ვაკოცე? გოგოა რააა ...ისეთივე გოგოა როგორიც ბევრი ყოფილა, არა უფრო ლამაზი? ნუთუ მართლა მომწონს? არაა! ეს შეუძლებელია! საჭეს ორივე ხელი მთელი ძალით დასცხო...

საათის დანახვაზე ისევ დაუბრუნდა რიალურ სამყაროს ....არა! მე მიყვარს ნინი...ქეთი? თითქოს ეკითხებოდა საკუთარი ხმა....

"მოხდეს რაც მოსახდენია მაგრამ მიუწვდომლად ნუ დარჩება"

გაამხნევა საკუთარი თავი და მანქანა აუღელვებლად დაძრა...

"თამაში გინდა?ვითამაშოთ თუ შეძლებ, ეცადე არ შეგიყვარდე" საკუთარ ფიქრებში დაეჩემა ქეთი გეგას და ყავის სმა მშვიდად გააგრძელა...

იმ საღამოს არ ეძინა არც ქეთის და არც გეგას შეუძლებელი იყო დაგეთვალათ რამდენი შეტყობინება გაცვალეს ერთმანეთში...

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა ... ... . .

სიყვარულით ინტერ-გოგონა





0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0