x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
15 უცნაური და საშინელი ამბავი–რა უთხრეს ბავშვებმა მშობლებს. ეს ნამდვილად შეგაშინებთ...
image
ბავშვები ხშირად ძალიან სასაცილოდ საუბრობენ, ხომ მართალია? მაგრამ, ეს ბავშვები... ეს ბავშვები შემზარავ თემაზე საუბრობენ. წაიკითხეთ ეს ისტორიები და მიხვდებით, რა გვაქვს მხედველობაში.


საშინელი ისტორიების ეს კოლექცია გაგაოცებთ. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც ახსოვთ თავიანთი წინა ცხოვრება. ბავშვები, რომლებიც ხედავენ უხილავ საგნებს. ერთი სიტყვით, ასეთი ისტორიების შემდეგ თქვენს შვილებს ისე ვეღარ შეხედავთ, როგორც ადრე.


image

1. ვიყავი ჩემს დასთან, მის მეუღლესთან და მათ 2 წლის ქალიშვილთან ერთად. ვსაუბრობდით ახლობლებზე, რომლებიც ახალი გარდაცვლილები იყვნენ (მამაჩემი იყო ახალი გარდაცვლილი). ჩემმა სიძემ თავისი დედის სურათი მოიტანა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა მაშინ, როდესაც ის 6 წლის იყო.


შეხედა თუ არა სურათს, ჩემმა დისშვილმა სიცილი დაიწყო. შევეკითხეთ, რა იყო აქ სასაცილო. მან შემოგვხედა და თქვა:

„ ეს ჩემი მეგობარია, რომელიც მიმღერის“.

ეხლაც ჟრუანტელი მივლის, როდესაც ამაზე ვფიქრობ.

2. „წადი დაიძინე, არაფერია შენი საწოლის ქვეშ“.


„ის ახლა შენს უკან დგას“.

ახლაც ვერ ვუმკლავდები შიშს და ვცახცახებ.


3. ძველ სასაფლაოს ახლოს ჩავუარეთ. ჩემი ბიჭი (3 წლის იყო მაშინ) მშვიდად მეუბნება:

იქ ჩემი ძმა არის“.


როდესაც მე შევახსენე, რომ მას ძმა არ ჰყავს, მან მიპასუხა:

„არა, დედა... ადრე, როცა სხვა ქალი იყო ჩემი დედა“.


4. დასაძინებლად ჩავაწვინე ჩემი 2 წლის შვილი. მან მითხრა:

„ნახვამდის“.
მე ვუთხარი:
„ჩვენ ვამბობთ ძილი ნებისა“.



მან მიპასუხა:
„ვიცი, მაგრამ ამჯერად მე გეუბნები ნახვამდის“.

რამოდენიმეჯერ შევამოწმე, რომ დავრწმუნებულიყავი, იქ იყო თუ არა.


5. ჩემს დას მთვრალი მძღოლი დაეჯარა და მისი მანქანა დაამტვრია. მასთან ერთად
იმყოფებოდა 4 წლის დისშვილი და პატარა დაიკო. როდესაც დედაჩემი საავადმყოფოში
მივიდა, დისშვილმა ჰკითხა, დიდ ბიჭებს უნდა გადაუხადოს მადლობა თუ არა.

„რომელ დიდი ბიჭებს, კაიდენ?“.

„დიდი ბიჭები, მანქანაში რომ იყვნენ ჩემთან ერთად, როდესაც ის ხმაურიანი და საშინელი გახდა, მათ ხელები შემომხვიეს და მიცავდნენ“.

დაზღვევის აგენტმაც კი ვერ ახსნა, როგორ გადაიტანა ბავშვმა ავარია ერთი ნაკაწრის გარეშე.


6. როდესაც ჩემი დეიდაშვილი დაახლოებით 2 წლის იყო, დედამისი კვლავ დაფეხმძიმდა. ერთხელ ის მივიდა დედამისთან მუცელზე რომ ჩახუტებოდა
და თქვა:

„პატარა ძმა ავად არის“.

რამოდენიმე დღის შემდეგ დედამისს მუცელი მოეშალა...


7. როდესაც ჩემი ბიჭი პატარა იყო, მე მას კარტოფილის მოყვანაზე ვესაუბრებოდი.
ავუღწრე, როგორ ვუვლით კარტოფილს და მან თქვა:

„მე ამას ვაკეთებდი ადრე, მოხუცი როდესაც ვიყავი“.


8. ერთხელ ჩემი 2, 5 წლის ქალიშვილი აბაზანიდან გამოვიდა და მე და ჩემმა ცოლმა
ავუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის სუფთად ყოფნა.

მან აუღელვებლად გვიპასუხა:

„ო, მე იქ არავინ „მეკარება“. ერთხელ სცადეს, მაგრამ მე უკან დავიხიე, მოვკვდი, და
ახლა აქ ვარ“.


მან ეს ისე განაცხადა, თითქოს არაფერი მომხდარა.


9. რატომ ტირი?

„ცუდი ადამიანი“

„რომელი ცუდი ადამიანი?“

„იქ. ჩემს უკან ოთახის ბნელ კუთხეში“.


როგორც კი შევბრუნდი, რომ შემეხედა, ბნელი კუთხის ახლოს წიგნის თაროდან მაგიდის ნათურა ჩამოვარდა.


იმ ღამით ჩვენს საწოლში ეძინა პატარას.

10. ჩემი 3 წლის ქალიშვილი ახალდაბადებულ ძმასთან იდგა და მას აკვირდებოდა. შემდეგ შემობრუნდა, შემომხედა და მითხრა:


„მამა, ეს მონსტრია.. ჩვენ ინ უნდა დავმარხოთ“.


11. მე ექიმთან წავედი და ჩემი ქალიშვილი ბებიასთან დავტოვე, მოულოდნელად ის ბებიას ეუბნება:

„ო არა, ბებო. დედა დღეს არ მოვა. მას ცუდი, ცუდი ავარია მოუვიდა. ის ვერ შეძლებს ჩვენთან მოსვლას“.

მე ნამდვილად მოვყევი ავარიაში სწორედ იმ დროს. არავინ ჩემს ოჯახში ჯერ ეს არ იცოდა.

image

12. ჩემი და, ჰეილი დაიბადა ჩვენი დიდი ბებიას სიკვდილიდან 2 თვეში. ერთხელ ჰეილიმ გაიღვიძა და გვაუწყა, რომ მას 95 წელი შეუსრულდა. როდესაც ვცადეთ მასთან
დალაპარაკება, ტირილით გვითხრა, რომ მისი ნამდვილი სახელია ირინა (დიდი ბებიის
სახელი), და არა ჰეილი. ეს გრძელდებოდა მთელი დღე, მეორე დღეს კი მას არაფერი
ახსოვდა.


13. მეძინა და დაახლოებით დილის 6 საათზე გამაღვიძა ჩემმა 4 წლის ქალიშვილმა. მან შემხედა პირდაპირ თვალებში და ჩურჩულით თქვა:

„მინდა გაგატყაო მთლიანად“.

აქ მახსენდება, რომ დასულ კვირას დავიწვი და კანი ამექერცლა. მაგრამ ახალგაღვიძებულზე საშინლად შემეშინდა. არ ვიცოდი მეძინა თუ რა ხდებოდა.


14. ჩემმა 5 წლის ბიჭმა მკითხა, როდის გახდებოდა 23 წლის. მე ვუპასუხე, რომ 18 წლის შემდეგ, რაზეც მან მიპასუხა:

„იმედი მაქვს, ისევ არ მოვკვდები, იმიტომ რომ სწორედ ამდენი წლის ვიყავი, როდესაც ბოლოს ზეცაში მოვხვდი“.

15. ჩემმა 4 წლის ვაჟმა ასეთი რამ მითხრა:

„მე ვფიქრობ ეს ცხოვრება თამაშია და ვიღაც გვეთამაშება“.

ვკითხე, რას გულისხმობდა, და პასუხი კიდევ უფრო მეტად უცნაური აღმოჩნდა:

„ნუ, როგორც ჩანს ვიღაც ჩვენთვის რაღაცას აკეთებს, მაგრამ არ შეგვიძლია მათი დანახვა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამყაროში ვართ, ისინი კი არა“.


თქვენ შვილებს უთქვამთ რამე ამის მსგავსი? დაგვიწერეთ კომენტარებში! და გაუზიარეთ ეს სტატია ყველას.


იხილეთ ასევე:

1. დეეე!! მე - მეფე ვარ?!


2. დედამ შვილს ჭიპლარი პლაცენტიდან 5 დღე არ მოაჭრა და აი რა მოხდა...


3. შვილმა დედას დახმარების სანაცვლოდ ანგარიში ჩამოუწერა. დედის პასუხზე ცრემლები მომადგა...


4. მშობლებს ეგონათ, რომ მათი შვილი ჯერ პატარაა და ვერ ხვდება რითი არიან დაკავებული. მაგრამ...

5. ქალიშვილმა შემთხვევით გაიგო, რომ დედას საყვარელი ჰყავს. ამ დროს რეკავს მამა...

0
365
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0