x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ბანას ტაძარი

imageVII საუკუნის შუა წლებში ააშენეს დიდი ტაძარი.
ადარნასე II-ის დროს (881-923 წ.წ.) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო
ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს,
რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს, ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის
ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. იგი გარდაცვალების
შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და
აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანაში მოღვაწე
ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა. ბანას ტაძარი
ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია.

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0