x
მეტი
  • 26.03.2019
  • სტატია:87690
  • ვიდეო:338174
  • სურათი:449415
ტროას ცხენი – მითი, თუ რეალობა?

ტროას ცხენის ისტორია, რომლის მეშვეობითაც ოდისევსის 30-მა მეომარმა ტროაში შეღწევა შეძლო (ძვ. წ. აღრ. XIII-XII სს.), მხოლოდ თავდამსხმელების მზაკვრობაზე კი არა, ქალაქის დამცველების გულუბრყვილობაზეც მეტყველებს. ამავდროულად, იყო, თუ არა ცხენი, ისტორიკოსები დღემდე კამათობენ.


image



პირველწყარო და ანალიზი


ეპიკური პოემა «ენეიდა», რომელშიც მოთხრობილია ტროას ტრაგედიის და ენეის ტროადან იტალიაში მოგზაურობის შესახებ, ძველ რომაელ პოეტს ვერგილიუსს (ძვ. წ. აღრ. 70-21 წწ.) ეკუთვნის. ისტორიკოსების ერთი ნაწილის აზრით, პოემაში აღწერილი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, ავტორმა ძველი, უტყუარი წყაროებიდან მიიღო და ამიტომ, «ენეიდა» მსოფლიო ისტორიაში შევიდა, ხოლო გამოთქმა «ტროას ცხენი» — ეშმაკობის, მოხერხებულობის და მზაკვრობის სიმბოლოდ იქცა.
აღწერილობის მიხედვით, ტროას ცხენის სიმაღლე 7.6 მ. ხოლო, სიგანე – 3 მ-მდე უნდა ყოფილიყო. მეცნიერების უმრავლესობა თანხმდება, რომ მას თვლები არა ჰქონდა და მსგავსი ნაგებობა ჩვენს დროში რომ გაეკეთებინათ, მისი მასა 2 ტ-მდე იქნებოდა და მასში, საშუალო აღნაგობის, მაქსიმუმ 20 მამაკაცი მოთავსდებოდა. ამ კონსტრუქციის ადგილიდან დასაძრავად, წყაროს მიხედვით, ქონწასმული მორები იყო გამოყენებული და როგორც გამოთვალეს, მის გადასაცურებლად, მინიმუმ 40 ადამიანი იქნებოდა საჭირო.
ინგლისელი მეცნიერი დევიდ როლი (David Rohl) კანონიკურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ცხენის ქალაქში შესატანად, დაგებული იყო ხის გზა, ხოლო ქალაქის კედელში არსებობდა ღარი, რომლიდანაც ამ ზომის კონსტრუქციის შეტანა შესაძლებელი იქნებოდა.

«საჩუქარზე», რომელიც ბერძნებმა, ვითომდა, დამარცხების შემდეგ, ტროას დამცველებს დაუტოვეს, წარწერა იყო: «ძღვენი ათენასთვის». იგივე წარწერა იყო მათ გემებეც, რომ სახლისკენ მიმავალი გზა უსაფრთხო ყოფილიყო.



დავიჯეროთ, თუ არ?


უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ბერძნების ფლოტი ჰორიზონტიდან გაქრა, ტროელებს მათ მიერ დატოვებულ ძღვენი ქალაქში მაშინვე არ შეუტანიათ. მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, მინიმუმ, რამდენიმე დღე მაინც იქნებოდა საჭირო და იმ შემთხვევაში, თუ მასში მართლაც იყვნენ მეომრები, ძალიან რთულ პირობებში აღმოჩნდებოდნენ.

ვიდრე ბერძნები ცხენის «მუცელში» ისხდნენ, ქალაქში მის ბედზე მსჯელობდნენ. მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ცხენი უნდა დაეწვათ. მათ შორის იყო წინასწარმეტყველი კასანდრა (ტროას მეფეს პრიამოსის ქალიშვილი), რომელმაც ცხენისკენ გაიშვირა ხელი და განაცხადა, რომ მასში ბერძენი მეომრები იყვნენ. ხოლო, ტროას ქურუმმა ლაოკოონმა შუბი ესროლა ცხენს და მოუწოდა ტროელებს, რომ მტრისთვის არ დაეჯერებინათ. ამ თავყრილობიდან, სულ მალე, ქურუმი და მისი 2 ვაჟი გარდაცვლილები ნახეს. მითოლოგიის თანახმად, ისინი ზღვის გველებმა მოგუდეს.
ასე იყო, თუ ისე, ბოლოს ცხენი ქალაქში მაინც შეიტანეს და ეს, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ძვ. წ. აღრ. 1209 წ. 6 ივნისს მოხდა. იმ საბედისწერო ღამეს «ცხენს» მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენეს, მაგრამ ნადიმის დროს, რომელიც ომის დასრულებას ეძღვნებოდა, ისინიც დათვრნენ და იქვე მიიძინეს. გვიან ღამით, ოდისევსი და მისი მეომრები «საჩუქრიდან» გამოვიდნენ და ქალაქის კარიბჭე გააღეს. იმ ღამეს ტროა დაეცა. ხოლო ენეი, რომელმაც მსოფლიოს ბერძნების მზაკვრობის შესახებ ამცნო, ქალაქის მოსახლეობის მცირერიცხოვან გადარჩენილებს შორის, ერთ-ერთი იყო.



იყო, კი ცხენი?


რომაელი მოგზაური და გეოგრაფი პავსანიასე, რომელიც II ს. ცხოვრობდა, თავის წიგნში «ელადის აღწერა» წერს, რომ ხის კონსტრუქცია რეალურაფდ არსებობდა, მაგრამ ეს საჩუქარი კი არა, ტარანი (სანგრევი იარაღი) იყო, რომელიც ტროელებმა ბერძნებს «წაართვეს» და ქალაქში შეიტანეს. სწორედ მასში იყვნენ დამალულები ბერძენი მეომრები და ისინი ქალაქის დამცველებმა არეულობაში ვერ შენიშნეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰენრიხ შლიმანი (Heinrich Julius Schliemann), რომელიც ტროას გათხრებში მონაწილეობდა, ექსპედიციის ანგარიშში წერდა, რომ შესაძლოა, არც ალყა და არც ომი საერთოდაც არ ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მან ვერ შეძლო ბერძნული ისრების ან შუბის წვერის რკინის ბუნიკის აღმოჩენა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* «აქილევსის ქუსლის» რეალური (არამითიური) მიზეზი

* ძველი მსოფლიოს ყველაზე უცნაური ნაგებობები და აღმოჩენები. დაპირისპირება ოფიციალურ და ალტერნატიულ მეცნიერებებს შორის

* ჩვენი წარსულის ყველაზე საშინელი ისტორიული ფაქტები

* «ნულოვანი» მსოფლიო ომი

0
464
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0