x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ცნობილი შოუს "Top gear" წამყვანი რიჩარდ ხემმონდი სასწაულებრივად გადარჩა ზე სწრაფი სპორტული მანქანის გამოცდისას

image ცნობილი ბრიტანული საავტომობილო შოუს ("Top gear") ტელეწამყვანი რიჩარდ ხემმონდი, ექსკლუზიური სპორტული სარბოლო მანქანის ტესტირებისას სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას, სპორტული მანქანა, რომელსაც ის მართავდა შვეიცარიაში, მოსახვევში ვერ ჩაეტია, მოცურდა და რამდენიმეჯერ გადაბრუნდა, შედეგად კი მანქანა მთლიანად დაიწვა, ტელეწამყვანი კი როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს დაჟეჟილობით გადარჩა, თუმცა მისი ჰოსპიტალიზირება მაინც საჭიროდ ჩათვალეს და უახლოეს კლინიკაში დააწვინეს გამოსაკვლევად.
ტელეწამყვანმა ვერ ახსნა თუ რატომ დაჰკარგა კონტროლი მანქანაზე, თუმცა ვიდეოში აშკარად ჩანს გამოცდილი მძღოლის გამოუსწორებელი შეცდომა–მოსახვევში შესვლის წინ საჭირო მოხვევის კუთხე ვერ გათვალა და იმის ნაცვლად, მოსახვევში შედარებით ნელა შესულიყო და შესვლის მერე მოემატებინა სიჩქარისათვის. რიჩარდი ამის ნაცვლად სწრაფად შევიდა მოსახვევში, მანქანაზე კონტროლი დაჰკარგა და მოცურებული მანქანით გზიდან გადავარდა. აღნიშნული მანქანა სულ გამოშვებულია 7 ერთეული და მათი ელექტრო ძრავები მუშაობენ ცნობილი ბრენდის "Rimac Concept One"–ს აკუმულატორებით.
გთავაზობთ აღნიშნული მანქანის ტექნიკურ მახასიათებლებს.
აჩქარება–0-100 კმ / სთ 2, 5წმ
0-200 კმ/ სთ 6წმ
0-300 კმ / სთ14წმ
სიმძლავრე 900 კვტ / 1224 ცხენის ძალა
აკუმულატორების სიმძლავრე 90კვტ
სვლის მარაგი დამუხტული აკუმულატორებით 350კმ
მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ /სთ
წონა 1900 კგ
imageimage

0
175
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0