x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახელი ნივთებს მისცა

დიდი წარმატებაა, თუ ადამიანის სახელი რომელიმე კანონს ან სამეცნიერო თეორიას ჰქვია, მაგრამ არის უფრო მარტივი რაღაცეების, მაგ., სალათი, კოქტეილი, ავტომობილები, ადამიანის სახელს რომ ატარებენ. აქ სწორედ იმ ისტორიულ მოღვაწეებს გაგაცნობთ, რომლებმაც, თავის დროზე, საკუთარი სახელები ყოველდღიურ საგნებს, თუ კერძებს დაუკავშირეს.


პიცა «მარგარიტა»


image


ერთხელ, იტალიის დედოფალს მარგერიტა სავოიელს, რომლის სუფრაზეც ყოველთვის სხვადასხვა დელიკატესი იყო, უბრალო ადამიანების კერძის დაგემოვნება მოუნდა. ამის გამო, სამეფო მზარეულები შეშფოთებულნი და დაბნეულები იყვნენ... თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა, მათ დასახმარებლად რაფაელო ესპოსიტი – ნეაპოლის საუკეთესო პიცერიის მფლობელი გამოცხადდა და დედოფლისთვის ყველით, პომიდორი ჩერით და სურნელოვანი რეჰანით განსაკუთრებული პიცა მოამზადა. დედოფალს პიცა ძალიან მოეწონა და რაფაელომ საკუთარ შედევრს «მარგარიტა» დაარქვა.


კოქტეილი «ჰემინგუეის შამპანური»


image


ცნობილი ამერიკელი მწერალი და ალკოჰოლის დიდი თაყვანისმცემელი ჰემინგუე კოქტეილების მოყვარული ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, «პარიზის პერიოდის დროს», მან თავად გამოიგონა კოქტეილის რეცეპტი, რომლის ინგრედიენტი შამპანური და აბსენტი არის. «სიკვდილი შუადღის შემდეგ» – ასე დაარქვა მან თავის ქმნილებას.



მერსედესი


image


ემილ ელინეკი ევროპაში ცნობილი მეწარმე იყო. მან, XIX საუკუნის მიწურულს, ინჟინერ გოტლიბ დაიმლერთან და ავტოკონსტრუქტორთან ვილჰელმ მაიბახთან ერთად, ნიცაში ავტომობილების წარმოება ააწყო. საქმე ძალიან მომგებიანი იყო და ბიზნესმენმა მანქანის ყველაზე წარმატებულ მოდელს, საკუთარი უმცროსი ქალიშვილის ადრეანას მეტსახელი, მერსედესი (ძვ. ებრაულიდან — «გრაცია») დარქვა.


ბარდოტი


image


მოდის სამყაროში ბრიჯიტ ბარდო ნამდვილი რევოლუციონერი იყო. სწორედ მან აუნთო მწვანე შუქი იმ ყოველდღიურ სამოსს, რომელსაც დღესაც ვხმარობთ: ვიწრო შარვლები, მაღალ წელზე, საცურაო ბიკინი, ფართო ქუდები, ბალეტკები და ა. შ. და მხოლოდ ერთმა ნივთმა მიიღო მისი სახელი – ეს მოკლე ბლუზია, ღრმა დეკოლტეთი და ღია მხრებით.


ნიკოტინი


image


XVI საუკუნეში, საფრანგეთის ელჩმა ჟან უილმან ნიკო პორტუგალიიდან პარიზში თამბაქო ჩაიტანა და რამდენიმე წელში, ამ «საოცრებაზე» დამოკიდებული მხოლოდ სამეფო კარის დიდგვაროვნები კი არ, მთელი მსოფლიო იყო. თავად ნიკოს კი, გულწრფელად სწამდა, რომ ამ მცენარეს ადამიანის ნებისმიერი დაავადებისგან განკურნება შეეძლო, მათ შორის ჭირისგანაც.


კარპაჩო


image


1950 წელს ჯუზეპე ჩიპრიანმა, გრაფის მეუღლის, ამალი ნანი მოჩენიგოს პირადმა მზარეულმა, იმის გამო რომ, გრაფინიას ექიმმა შემწვარი და მოხარშული ხორცი აუკრძალა, განსაკუთრებული კერძი მოამზადა: მან წვრილად დაჭრილი უმი ხორცი ლიმონით და ზეითუნის ზეთით შეანელა და ცოცხალი არგულით, პომიდორი ჩერით და პარმიზანის ყველით გააფორმა.

საკუთარ შედევრს მზარეულმა, ცნობილი მხატვრის საპატივცემულოდ, რომლის ფერწერა ფერთა სიმრავლით გამოირჩევა, კარპაჩო დაარქვა.


«ლაბუტენები»


image


1979 წელს კრისტიან ლუბუტენმა, რომელიც იმ პერიოდში, პარიზის ერთ–ერთ მოდის სახლში, შეგირდი იყო, თავისი ცნობილი ფეხსაცმელი «გამოიგონა». დიზაინერს ამ შედევრის შექმნა ქალის წითელმა ფრჩხილებმა შთააგონა, რომელიც მის გვერდით, მოდის ერთ–ერთ ჩვენებაზე, იჯდა. «ლაბუტენები» მოდაში პრაქტიკულად მაშინვე შემოვიდა და 40 წელზე მეტია, საკუთარ პოზიციებს არ თმობს.


სალათი «ოლივიე»


image


XIX საუკუნეში ლუსიენ ოლივიე მოსკოვში ყველაზე ცნობილი მზარეული იყო. ხოლო, სახელი ყველასთვის ცნობილი, სალათით გაითქვა. მან კერძის რეცეპტი, სიცოცხლის ბოლომდე, საიდუმლოდ შეინახა. მიუხედავად იმისა, რომ სალათის ყველა ინგრედიენტი ცნობილი იყო, ორიგინალთან მიახლოვება ვერავინ შეძლო.


მანსარდა


image


არქიტექტორი ფრანსუა მანსარი თავისი საქმის დიდოსტატი და მეტად უცნაური ადამიანი იყო. მაგ., მას შეეძლო, მის მიერ აშენებული შენობა 2 წუთში დაენგრია, თუ ის, მის მიერ დაწესებული, იდეალური სილამაზის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა... და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ კლიენტი კმაყოფილი იყო. ამიტომ, მას დამკვეთები ხშირად არ მიმართავდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფრანსუა მანსარი ისტორიაში, როგორც ფრანგული ბაროკოს ერთ–ერთი უდიდესი წარმომადგენლის სახელით შევიდა. გარდა ამისა, სწორედ მას მოუვიდა აზრად, სხვენის კომფორტულ ოთახად გადაკეთების იდეა.


10. კვერცხი «ბენედიქტი»


image


ლეგენდის თანახმად, იდეა კვერცხი პაშოტის, ბეკონთან და ჰოლანდიური სოუსით, სუფრაზე ტოსტით მიტანის იდეა რესტორან Waldorf Hotel–ში დაიბადა:

ბროკერი ლემუელ ბენედიქტი დილით ნაბახუსევით იტანჯებოდა და ოფიციანტს სთხოვა, რომ მისთვის რამე, მსუბუქი და უჩვეულო მოემზადებინა... რესტორნის შეფ–მზარეულზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალმა კერძმა, რომ მან ის საუზმის მენიუს ძირითად კერძად შეიტანა.

არის კიდევ სხვა კერძები, სასმელები და ნამცხვრები, რომელიც ცნობილი ადამიანის სახელს ატარებს. მაგ., ტორტი «ნაპოლეონი», მაგრამ მას ნაპოლეონ ბონაპარტთან არანაირი კავშირი არა აქვს, ისევე როგორც, კოქტეილს – «სისხლიან მერის», ინგლისის I დედოფალთან.

imageimageimageimageimageimageimage









0
405
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0