x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მწვანეთვალება 2
image
მშვენივრად ატარებდა გეგა დროს საყვარელ ქალთან ერთად, ცოტა შეზარხოშდა კიდეც მაგრამ ფიქრები მაინც გაექცეოდა ხოლმე უცნობი გოგონასკენ რომელზეც წესით არ უნდა ეფიქრა.

ბიჭებთან ერთად მოსაწევად გავიდა სწორედ ამ დროს მის ტელეფონზე ზარი შემოვიდა უცხო ნომრიდან...ალბათ ის არის გაიფიქრა და განმარტოვებით გავიდა...

-გისმენთ..

-ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?მინდოდა მადლობა გადამეხადა საჩუქრისთვის..


-მაგაზე არ გვინდა, ფეხი როგორ გაქვს?...

-უკვე ნერვებს მიშლის...

-ცოტაც გაუძელი..

-კარგი აღარ მოგაცდენ...

-მოგეწონა..დაუფიქრებლად წამოიძახა გეგამ რათა საუბარი გაეგრძელებია..

-წიგნს რაც შეეხება კი.ფილმი ჯერ არ მინახავს..

-ისეთია გოგოშკებს რომ მოსწონთ ალბათ შენც მოგეწონება...

-ვნახოთ..მე არ მომწონს ის რაც ყველას მოსწონს

-ერთად ხომ არ გვენახა?

-გოგოშკური ფილმი? არამგონია მოგეწონოს..

-გაუჭირვებ..

-დროებით..

- დროებით..ტელეფონი გათიშა ესეც ასე კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და საკუთარ თავს გაუღიმა...თუმცა ღიმილი უცებ გაქრა სახიდან როცა მისკენ მიმავალი ნინი დაინახა.

-აქ რას აკეთებ?

-არაფერს, მოსაწევად გამოვედი..

-ვის ელეპარაკებოდი?

-მნიშვნელოვანს არავის...

-წავიდეთ? უშენოდ მოვიწყინე..ხომ იცი უშენოდ ვერ ვსუნთქავ..

-მთვრალი ხარ?

-კი მაგრამ შენ ფხიზელსაც მიყვარხარ...

-მოდი ჩემთან...ჩემო სულელო..

გეგამ ნინი გულში ჩაიკრა...

იმ საღამოს გეგას აღარ უფიქრია ქეთიზე მაგრამ ქეთის არ შორდებოდა გეგაზე ფიქრი..

ხვალინდელი დღის მოლოდინში გვიან ჩაეძინა..

დილით მარიმ გაღვიძა...

-ქეთ, შენზე ვნერვიულობ ხომ იცი დღეს დამაგვიანდება თავს ხო მიხედავ?

საჭმელი გაგიმზადე, წამლების დალევა არ დაგავიწყდეს...ყავას გაგიმზადებ და გავარდები...

-კარგი ჩემო სიცოცხლეე ..მიყვარხარ მე შენ

-არ მოიწყინო..

-დღეს სტუმარი მეყოლებაა?

-ის გმირი?

-აჰამ...

-ხომ არ დავიგვიანო?

-ეხლა აქედან გამასწარი..

-ჭკუით... მარიმ დაქალს ლოყაზე აკოცა სამაგიეროდ კი ბალიში ჩასცხეს თავში.. ოთახიდან ქარივით გავარდა...

გეგას პირველ საათზე ძლივს გაეღვიძა..უფრო სწორად ზურამ გააღვიძა ბოლო ხმაზე უყურებდა ტელევიზორს...

-დაუწიე შენი, ყურს ხომ არ გაკლია..

-ნინიმ დარეკა გამორთული აქვს ტელეფონიო ჩვენ ორი დღე ვრჩებით და თქვენც დარჩითო..

-ძალიანაც კარგი..ასე არაფერი გახარებია გეგას.. სასწრაფო წესით მოწესრიგდა სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა..

-სად მიდიხარ?აბა მხოლოდ გოგოები მივდივართო?

-რა?

-შენ რა ასე გამოპრანჭული ნინის სანახავად არ მიდიხარ?

-არა რაღაც საქმე მაქ.

-მეც წამოვალ.

-არა..

-მოგხვდება..ვისთან დაძვრები?

-შენ ვინ გიშლის?

-არავინ დატოვე და...

-წავედი მართლა საქმე მაქ.არ იცი სად ვარ არ გინახივარ და ასე შემდეგ...

-ტეხავს ნინისი შეჩემა..მე არ მოვატყუებ..

-წავედი..

"კარი ღია შემოდით"..გასსძახა კართან მდგომს ზარის გაგონებაზე ქეთიმ და გული აუჩქარდა..გეგას დანახვაზე კი მწვანე თვალები აუციმციმდა..

-შენ ასე ეპატიჟები ყველას...

-ნუ როცა კარების გაღებაც არ შეგიძლია...

-აბა როგორ ხარ?ნამცხვრები ავადმყოფს..

-კარგად მადლობა ძალიან მანებივრებ...

-სამაგიეროს მოვითხოვ როცა ფეხზე ადგები...

-კარგი ეგრე იყოს, ეხლა კი ადგომას ვცდი და ერთ საათში ალბათ შევძლებ ყავა მოგიდუღო...

-დაგეხმარები..

გეგას დახმარებით ქეთი სამაზრეულოში გავიდა... გეგამ სამზარეულოში მაგიდასთან დასვა..

-შენ აქ დაჯექი, მასწავლე რა სად დევს და ყავას მე მოვადუღებ..

-კარგი..

- ესეც ჩვენი ყავა არ დამიწუნო.. მირთვი და თან შენზე მიამბე..მიკვირს რომ აქამდე არასდროს შევხვედრივართ..

-რა გითხრა ქეთა, ქეთი, ქეთო 24 წლის ვმუშაობ კერძო პედაგოგად ხომ გესმის მდიდრები.. ერთი წელია რაც ქალაქში ვარ..ისე კი თბილისიდან ვარ დიდი მოსაყოლი არაფერია..

-ესეიგი ჩემი მშობლიური ქალაქის სტუმარი ხარ..

-გახლავარ..

-ალბათ რთულია უცხო ქალაქში ცხოვრები?.არა მეგობრები ყველაფერი უცხოა..

-გამიმართლა რომ მარისთან ერთად ჩამოვედი, თან მოწყენის დრო არ მაქვს სულ საქმეა..

შენზე რას მეტყვი?

-ნუ ვმუშაობ..მაგრამ შენსავით არ ვიღლი თავს...როგრც ჩანს ჩვენ ქალაქები გავცვალეთ მე თბილიში გადავედი შენ კი ბორჯომში..აი ასე ავცდით ერთმანეთს.


-ასე გამოდის...

-თუმცა მაინც შევხვდით...

-კარგი ყავა..გცოდნია...სცადა სასაუბრო თემის შეცვლა ქეთიმ

-დაპირებული ფილმი...

-დღეს კინოს მოვალეობას ჩემი ნოუთბუქი შეასრულებს..

-შენ წამოწექი ფეხს ძალას ნუ დაატან მე კი კუთხეში დავჯდები..

-არა დავჯდე მიჩევნია..

ერთმანეთის გვერდიგვერდ მოკალათდნენ ..გეგას ტელეფონი არ ჩერდებოდა ამის მიზეზი კი ზურა გახლდათ..გეგამ ტელეფონი გამორთო და სიჩუმე ჩამოწვა..უყურებდნენ ფილმს და ერთმანეთს ჩუმად უმზერდნენ...

რას ვაკეთებ? ორივე საკუთარ თავს ერთიდაიგივე კითხვას უსვამდა მაგრამ პასუხი არცერთს ჰქონდა.. ფილმიც დასრულდა თუმცა საკითხავია აზრი თუ გამოიტანა რომელიმე მათგანმა..

-აბა რას იტყვი ქეთ?

-ლამაზი, სიყვარულს რომ მოგანდომებს ისეთია..

-მერე?

-რა მერე?

-არ გყავს სიყვარულის ობიექტი?დავიჯერო არავის წვავს ეგ შენი მწვანე თავლები?არავინ გელოდება დედაქალაქში..

-როგორც ჩანს არც ისე მაგიურია ჩემი მწვანე თვალები...

-მე უფრო მგონია რომ შენ ხარ წუნია და უკარება...

-არც უმაგისობა..აი, რაღაცას ასეთ ძლიერს ველოდები ალბათ.რომ დაინახავ და გულს გაგიჩერებს..შენ?

-რა მე?

- შენ არ გყავს შეყვარებული..

- მყავს...

ორივენი გაჩუმდნენ..ქეთი დააბნია გეგას პასუხმა გეგას კი უბრალოდ სათქმელი არაფერი ქონდა...

-კარგია ჩაილაპარაკა ქეთი და ხმაში აშკარად წყენა დაეტყო..

გეგამ საათს დახედა..ჩემი წასვლის დროა..წამოდგა მერე უცებ ქეთისკენ მიბრუნდა ლოყაზე ნაზად აკოცა "ისევ შევხვდებით" ჩაილაპარაკა და ის იყო ოთახიდან აპირებდა გასვლას რომ კარები მეზობელმა შემოაღო..

-ჩემო ლამაზო ალადები მოგიტანე აბა როგორ ხარ? თან თვალს არ აშორებდა უცნობ ბიჭს..

-გმადლობთ ლია დეიდა რატომ შეწუხდით? ეს გეგაა ..

-გეგა ქეთის დეიდაშვილი..როგორ მიხარია თქვენნაირი მზრუნველი მეზობლები რომ ყავს ქეთის..

-რასამბობ შვილო დაიმორცხვა მეზობლის ქალმა..და მაინც უნდობლად აათვალიერა უცნობი..

-კარგი ქეთ მე წავალ სანამ ქალაქში ვიქნები ყოველ დღე გინახულებ...ნახვამდის ქალბატონო...გეგა უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.. ქეთის კი კარგახანს ართობდა ინტერესიანი მეზობელი მაგრამ ქეთის მისი საუბრიდან არაფერი გაუგია...

შეყვარებული ყავს?და მე რატომ მეპრანჭება? იქნებ სულაც არ მეპრანჭება უბრალოდ თავს დამნაშავედ თვლის? ან უბრალოდ ზედმეტად კეთილია და ზრუნავს ყველაზე? რა იდიოტი ხარ ქეთი თითქოს 15 წლის ხარ ისე აგიჩქარდა გული..ტუქსავდა საკუთარ თავს და ერთადერთი ნატვრა ქონდა რომ ეს ქალი გაჩუმებულიყო...

გეგა მანქანაში ჩაჯდა თუ არა ტელეფონი ჩართო ნინის ზარსაც არ დაუგვიანია..

-სად ხარ?

-საქმეები მქონდა ტელეფონი დამიჯდა..მითხარი სად ხარ მოგაკითხავ..

-პარკში ვარ გოგონებთან ერთად..მოდი ჩვენთან

-ათ წუთში მანდ ვარ..მაგრამ მანდ ყოფნა არ მინდა მარტო შენთან მინდა..

გეგა დათქმულ დროს პარკთან იყო ნინიც კართან ელოდა..

-რა გჭირს?

-არაფერი.არ შეიძლება შეყვარებულთან ერთად მარტო ყოფნა მინდოდეს..

-არა რაღაც მოხდა.

-არაფერითქო ნინ რა გჭირს?

-ეხლაც ყვირი.

-კარგი მაპატიე..სად წავიდეთ?

-თუ ეგეთი არ იქნები წამოვალ სადაც შენ გენდომება..

-პიცა ვჭამოთ...

-კარგი..წამო ფეხით წავიდეთ.

მანქანიდან გადმოვიდენ და ფეხით გაუდგნენ გზას..გეგას ტელეფონი ისევ არ ჩერდებოდა და ამჯერადაც ზურა იყო..ნინ უპასუხე რაა..ტელეფონი მიაწოდა ნინის..

ნინის ხმის გაგონებაზე ზურაც დამშვიდდა..

თუმცა სიმშვიდე ამჯერად ქეთის მესიჯმა დარღვია..

"მადლობა გადამარჩინე"

-ვინ არის?

-გახსოვს რომ გიყვებოდი სავადმყოფოში წავიყვანეთქო..

-და ისე დამეგობრდით მესიჯებსაც ცვლით?

-უბრალოდ მადლობა გადამიხადა..არ შეიძლება გოგოებთან მეგობრობა?

-უბრალოდ მადლობა გადაგიხადა კი როგორ არა?

-შენ არ გადაუხდიდი მადლობას?

-შენ მოგეწონებოდა მე რომ მიმეწერა უცნობი ბიჭისთვის?

-გააჩნია რას მიწერდი.

-ლამაზია?

-გეყოფა ნინი ნუ მანანებინებ რომ გითხარი...

-მადლობაც ხომ არ გადაგიხადო რომ მითხარი..

-ჩემი ეჭვიანი გოგო..

-დღეს იმედია მის გამო არ იყავი მიუწვდომელი...

-ნინ..საკმარისია...სულელი ბავშვივით ეჭვიანობ უკვე

და მართლა არას აკეთებ გეგა ნინი იმსახურება ამას?მორჩა აღარ შევხვდები..არამგონია ჩვენი მეგობრობა შედგეს...

-მე არ ვარ ეჭვიანი.. შენ კი დაიმახსოვრე არ ვაპირებ შენი სიყვარულის ვინმესთან განაწილებას...

-კარგი რა მომე ხელი შევრიგდეთ... ხელი გაუწოდა ნინის..

-ჩემი ნაყიდი საათი რატომ არ გიკეთია..

-შესაკრავი გამიფუჭდა ხელოსანთან დავტოვე ხვალ მზად იქნება...

სიმართლეს სიცრუე ამჯობინა გეგამ რადგანაც იცოდა რომ იმ ფაქტს რომ ქეთისთან სახლში დარჩა ნინი იოლად ვერ შეეგუებოდა...

გაგრძელება იქნება ...




ინტერ-გოგონა






0
104
3-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0