x
image
ნინო დვალაშვილი
3 პროდუქტი, რომელიც საშინლად ვნებს თქვენს ძვლოვან სისტემას!
image
არსებობს პროდუქტების დიდი რაოდენობა, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. თუმცა, არის პროდუქტები, რომელთა მიღებაც საშინლად ვნებს ძვალსახსროვან სისტემასა და კუნთებს. თუ გსურთ, რომ ჯანმრთელი ძვლოვანი სისტემა გქონდეთ, ეს პროდუტები რაციონიდან უნდა ამოიღოთ.


image

მარილი- დღეს რეკომენდირებულია ყოველდღიურად მხოლოდ 6 გრამი მარილის გამოყენება. ნატრიუმის ქლორიდის ჭარბი ოდენობა, ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიშია. გადაჭარბებული ნატრიუმის მიღება იწვევს შარდში მის დაგროვებაც, რაც უარყოფითად აისახება ძვლოვან სისტემაზე.



image


ალკოჰოლი- ისევე როგორც სხვა პროდუქტები, მისი მცირე რაოდენობით მიღება საშიში ნამდვილად არ არის. ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მშრალი ღვინო დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმსა და ძვლოვან სისტემაზე. ამ შემთხვევაში მექანიზმი ასეთია, თუ მცირე დოზით ალკოჰოლს მიიღებთ, თქვენს ორგანიზმში ჰორმონი ტესტოსტერონი ესტრადიოლად გარდაიქმნება, შემდეგ კი ჰორმონ ესტროგენად, რომელიც ძვლოვან ქსოვილში ასაკობრივ ცვლილებებს აფერხებს.
იმ შემთხვევაში თუ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა მთლიანი ორგანიზმისთვის, მათ შორის ძვლოვანი სისტემისთვისაც. ეს აიხსნება ორი მიზეზით, პირველი-ალკოჰოლი ანადგურებს ოსტეობლასტებს ( ძვლოვანი ქსოვილის წარმომქმნელ უჯრედებს). მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ ალკოჰოლის ჭარბი მიღებისას ადამიანი სწორად არ იკვებება ან უმადობა ჭირს. სწორედ ამიტომ, ორგანიზმი საჭირო ოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს ვეღარ ღებულობს და ძვლოვანი სისტემაც იფიტება.
როგორც ხედავთ, არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ კუნთოვან სისტემაზე. ჯანსაღი ძვალსახსროვანი სისტემის შესანარჩუნებლად, შეზღუდეთ ამ პროდუქტების მოხმარება.




image




კოფეინი- იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით კოფეინს იღებს, ეს ხელს უშლის ნაწლავების მიერ კალციუმის შეწოვას. აღსანიშნავია, რომ კოფეინის პირდაპირი უარყოფითი გავლენა ძვლოვან სისტემაზე, არ არის დამტკიცებული. მეცნიერება დაადგინეს, რომ ერთი ფინჯანი ყავა ორგანიზმს 6 გრ კალციუმს აკარგვინებს. ყავის მოყვარულბისთვის არსებობს კარგი სიახლეც, ერთი ჩაის კოვზი რძე შეიცავს იმავე რაოდენობის კალციუმს, რასაც ერთი ფინჯანი ყავა აკარგვინებს ორგანიზმს. შეგიძლიათ თქვენს ყავას მცირე რაოდენობით რძე დაუმატოთ და ამგვარად აღადგინოთ ორგანიზმში კალციუმის ბალანსი. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!





იხილეთ აგრეთვე:


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინის დალევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!


რომელი საკვები ნივთიერებები და ვიტამინები უწყობს ხელს ტვინის აქტიურ მუშაობას?


პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის ფუნქციის აღდგენაში დაგეხმარებათ!



ნიგოზი ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს!


0
2238
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
2238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0