x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცნობილი ქალბატონები,რომლებსაც ქმრები ან მეგობარი მამაკაცები ცემდნენ
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველა ხდება, ღარიბი თუ მდიდარი, ჩვეულებრივი მოკვდავი თუ სუპერვარსკვლავი.ასე რომ არც ცნობილი ქალბატონები არიან გამონაკლისები.



1)რიანა-2009 წელს მომღერლის ბოიფრენდმა რეპერმა კრის ბრაუნმა მაგრად ცემა რიანა და მიიმალა, მოგვიანებით ბრაუნი ნებაყოფლობით მივიდა პოლიციის განყოფილებაში.სასამართლომ რეპერს იძულებითი სამუშაო და ხუთი წელი პირობითი სასჯელი გამოუტანა.


image


image


image


2)ვალერია-რუსი პოპ-მომღერალი 1993 წელს ცოლად გაჰყვა საკუთარ პროდიუსერს, რა იცოდა ქალმა თუ რა ჯოჯოხეთი ელოდა წინ, ქმარი მუდმივად სცემდა ვალერიას, საბოლოოდ მომღერალმა მოკიდა ხელი სამ შვილს და გაეცალა, 2001 წელს ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ.


image



image


3)პამელა ანდერსონი-ცნობილი მოდელი 1995 წელს ცოლად გაჰყვა როკ-მუსიკოსს ტომი ლის, ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ლი პამელას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა პოლიციას გამოუძახა.

ტომი ლის 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ამასთანავე აუკრძალა ცოლთან 100 იარდის მანძილზე მიახლოება ერთი წლის მანძილზე.

image


image



4) მადონა-1985 წელს მომღერალი ცოლად გაჰყვა მსახიობ შონ პენს.მათი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, პენი ლოთობდა და არაერთხელ იყო მოთავსებული სარეაბილიტაციო ცენტრში, ამასათნავე პაპარაცის ცემის გამო პოლიციამაც დააკავა.


1987 წელს შონმა ბეისბოლის ჯოხი ურტყა თავში მადონას, რის გამოც პოპ-მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის გარდა შონ პენი ხშირად სცემდა მადონას, დემონსტრაციულად ზედ აშარდავდა, ჰქონდა ძალადობრივი გაუკუღმართებული სექსი და სხვა.1989 წელს, ერთხელაც მორიგი ძალადობის შემდეგ მადონამ პოლიციას გამოუძახა, ამის შემდეგ მომღერალმა გაყრა გადაწყვიტა.


image


image


image

image


image



5) ტინა ტერნერი-1962 წელს ტინა მუსიკოს აიკ ტერნერის ცოლი გახდა, (მანამდე გააუპატიურა)მომღერალმა მისი ცოლობის პერიოდში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა, აიკი თითქმის ყოველ დღე ცემდა ტინას, ამის შესახებ იცოდნენ ჯგუფის წვერებმა და პროდიუსერმაც, 1976 წელს ტინამ დახმარებისთვის ნაცნობ იურისტს მიმართა, მეგობრებმა კი ფული შეუგროვეს და ტინა გააპარეს კალიფორნიაში სადაც მომღერალმა ახალი ცხოვრება დაიწყო.


image


image


6) ჟასმინი-2006 წელს რუსი პოპ-მომღერალი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა, როგორც გაირკვა ჟასმინს მუდმივად სცემდა მეუღლე, ბიზნესმენი ვიაჩესლავ სემენდუევი.ოთხი თვის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

image


image


image


7)უიტნი ჰიუსტონი-1992 წელს ჰიუსტონის და რეპერ ბობი ბრაუნის ქორწინებას პრესამ ათწლეულის ქორწინება უწოდა, მაგრამ სულ მალე საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ მათ ოჯახურ სკანდალს და მუდმივი ჩხუბს განიხილავდა, ხშირად იყო პოლიციის გამოძახების შემთხვევებიც, აგრეთვე წყვილი ნარკოტიკებსსაც მიეძალა.ერთხელაც მაგრად ნაცემმა უიტნიმ პოლიციას გამოუძახა, ბრაუნი კი მიიმალა, თუმცა მალევე გამოცხადდა პოლიციაში.ამის შემდეგ წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.


image


image


image8) ლი ტოია ჯექსონი-მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მსახიობი, მაიკლ ჯექსონის უფროსი და 10 წლის განმავლობაში იყო ტერორის, დაშინების და ძალადობის მსხვერპლი.

1989 წელის იგი ცოლად გაჰყვა საკუთარ მენეჯერს ჯეკ გორდონს, რომელიც მთლიანად მართავდა მომღერლის ცხოვრებას, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად.გაყრის პროცესი გაიწელა, საბოლოოდ კი 1997 წელს დასრულდა.


image

image


image


9)კრისტინა აგილერა-ერთხელ კრისტინას მეუღლემ ჯორდან ბრატმანმა მოღერალი საავადმყოფოში მიიყვანა და განაცხადა, რომ კრისტინა დაეცა, თუმცა ექიმები მაშინვე დაეჭვდნენ, მომღერალს სახეზე დაბეჟილობები აღენიშნებოდა, აგრეთვე კრისტინას ტუჩზე ნაკერები დაადეს.ამ ინციდენტის შემდგ წყვილი მალევე გაშორდა ერთმანეთს.


image


image


10) ჰოლი ბერი-პირველმა ქმარმა, ბეისბოლისტმა დევიდ ჯასტინმა ისე ძლიერად დაარტყა მსახიობს, რომ კინაღამ ყურთასმენა დაკარგა.ბუნებრივია ქალმა უმალვე გაყრა მოითხოვა.

image

image

0
497
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0