x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რაც უფრო ძვირადღირებულია ბეჭდები, მით უფრო ხანმოკლე იქნება ქორწინება! ახალი კვლევა...

image

ახლახანს აშშ-ში ემორის უნივერსიტეტის პროფესორებმა 3 000 დაოჯახებული ადამიანი გამოკითხეს და გაარკვიეს, რომ წყვილი რაც უფრო მეტ ფულს ხარჯავს საქორწინო ბეჭდებში, მით უფო ადრე შორდებიან ერთმანეთს.


კვლევის მონაცემების მიხედვით მამაკაცებს, რომლებიც ბეჭედისთვის ხარჯავენ 2000 -
4000 დოლარს, გაყრის ალბათობა 1, 3 -ჯერ მეტი აქვს, ვიდრე მათ, ვინც ყიდულობს 500 – 2000 დოლარამდე ღირებულების ბეჭედს.


თუმცა, ოქრომჭედელი (იუველირი) რაიან აიეპი ამბობს, რომ, კვლევის შედეგების მიუხედავად, ის მრავალ მამაკაცს ხედავს, რომლებიც იმავე ქალბზე არიან დაქორწინებული, რომლისთვისაც დიდი ფული აქვთ დახარჯული.

ის მოგვითხრობს:


„ჩვიდმეტი წლის წინ გავხსენით სალონი. ჩვენთან მოდიოდნენ მყიდველები და იძენდნენ დიდ, ძვირფას ბეჭდებს. ახლა კი ასეთივე ბეჭდებს ყიდულობენ მათი შვილები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ისევ ერთად არიან“.


ადრე მამაკაცისთვის ნორმა იყო საქორწინო ბეჭედზე დაეხარჯა დაახლოებით სამი თვის
ხელფასი, ახლა ეს უკვე აუცილებელი აღარ არის.


მაიკლი და ჩელსი ნელსონები უკვე სამი თვეა დაქორწინდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ბეჭდის გარეშე ყოფილიყვნენ, რადგან სურდათ ფული სხვა რამეში დაეხარჯათ - მაგალითად, ეყიდათ სახლი.


„ჩვენ არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ აუცილებელი იყო ბეჭდის ყიდვა იმისთვის, რომ აღგვენიშნა ერთმანეთის ერთგულება, - ამბობს ჩელსი ნელსონი. - ჩვენი სიყვარული - ეს სულიერი კავშირია და არა ლითონის ნატეხი“.


აიერი ამბობს, რომ წყვილები დროთა განმავლობაში აახლებენ ბეჭდებს, რითაც უფრო ძვირს ხდიან მას.


„ზოგი კლიენტი ორ წელიწადში ერთხელ მოდის და ბეჭედს ტოვებს გასაახლებლად. რის შედეგადაც ისინი ატარებენ 5 500 დოლარიან ბეჭდებს, რომლებიც 10- 12 წელის განმავლობაში რამდენიმეჯერ მუშავდება“.


რაც შეეხება ნელსონებს, მათთვის ბეჭედი პრიორიტეტს არ წარმოადგენს.


„შესაძლებელია ოდესმე, _ ამბობს ნელსონი. _ ეს საჩქარო არ არის“.

კვლევის მონაცემების მიხედვით, თუ თქვენ ბეჭედის შესაძენად დახარჯეთ 20 000 დოლარზე მეტი, მაშინ გაყრის ალბათობა უფრო მეტია თქვენთან ვიდრე იმათთან, ვინც დახარჯა 5 000 – 10 000 დოლარი.


გაუზიარე ეს ახალი ამბავი მეგობრებს!

იხილეთ ასევე:
1.ეს სიყვარულია, თუ უბრალოდ კარგი სექსი? 5 მეთოდი განსხვავების საპოვნელად


2. მამაკაცებმა ქალის მკერდს რა უნდა გაუკეთონ და რა არ უნდა გაუკეთონ!


3. სწორედ ასეთი ქალია სასარგებლო მამაკაცებისთვის! ნოკაუტი მეცნიერებისგან...

0
89
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0