x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508457
5 გამოუსწორებელი შეცდომა, რომლითაც აფუჭებთ პირველ შთაბეჭდილებას

სულ რამდენიმე წამი სჭირდება ადამიანს პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად. ამ მოკლე პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ ან გავაკეთოთ ისეთი რამე, რომლისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამოსწორება შეიძლება შვიდ წელიწადშიც კი ვერ შევძლოთ.



"Bright Side"-მა მოამზადა სია იმ დაუვიწყარი შეცდომების, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი ვუშვებთ ახალი ადამიანის გაცნობისას.




1. ტყუილი

image

არასოდეს არის ტყუილი მომგებიანი, მით უმუეტეს რომ სიმართლე, ასე თუ ისე, ყოველთვის ირკვევა. ბავშვობისას ეს ყველას გვასწავლეს, თუმცა პერიოდულად მაინც ვამბობთ ტყუილს. მაგალითად დამსაქმებელთან გასაუბრებისას, მეგობრებთან ვიტყუებით მატერიალურ მიღწევებზე (შენაძენებზე), ან ვიგონებთ შელამაზებულ ამბებს პაემანზე ყოფნისას. ამ ყველაფერს კი ჩვენივე საზიანოდ ვაკეთებთ.

როდესაც გულწრფელად ვსაუბრობთ რაღაცეებზე, როდესაც ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს, ვაღიარებთ ხარვეზების არსებობას ჩვენს ხედვებში სწორედ მაშინ დაინახავენ ადამიანები შენში სანდომიან ადამიანს, რომელთანაც " უღირთ" ურთიერთობა ან უფრო მეტი, სიამოვნებით ჩაეწერებიან შენი მეგობრების სიაში.

დაიმახსოვრე: ურთიერთობები, რომლებიც გულწრფელობას ეფუძნება, ყოველთვის უფრო ძლიერი მყარია.



2. ნუ ეცდები ზედმეტად


image



იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მომავალი დამოკიდებულია ამ შეხვედრაზე, ან საოცნებო სამსახურში ხართ გასაუბრებაზე, თუნდაც თქვენი პარტნიორების მშობლების გასაცნობად ბრძანდებით, ნუ ეცდებით ზედმეტად.

თუ ზედმეტ ინტელექტს გამოაჩენთ ადამიანი, რომელსაც ესაუბრებით აუცილებლად იფიქრებს რო უგუნური ხართ. შედეგად შეიძლება მიიღოთ ის, რომ მათ საერთოდ აღარ სურდეთ თქვენთან საუბარი. გაიხსენით თანდანობით, დაიცადეთ სანამ მოსაუბრესგან არ იგრძნობთ იგივე დამოკიდებულებას.

3.ნუ იქნებით ზედმეტად გახსნილი


image


ხანდახან ახალგაცნობილი ადამიანები იმდენად კარგდ გამოკიდებულებას იწვევენ, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გულწრფელები და გახსნილები ვიყოთ. ვუყვებით მათ ჩვენი ცხოვრების შესახებ, ვუზიარებთ ძალიან პირადულ საკითხებს, გრძნობებს. მაგრამ პირველი შეხვედრისას ამის გაკეთება არარის კარგი იდეა. პირველ რიგში, არ გაქვს ცნობები ახალგაცნობილი ადამიანის ცხოვრებაზე, გრძნობებსა და ოცნებებზე. თუ ამ ცნობების გარეშე გაუმხელთ თქვენს საიდუმლოებებსა და ცხოვრების ისტორიებს უბრალოდ უხერხულობას შექმნით. არ დაივიწყოთ რომ თუ ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო წამოგცდებათ ამით საფრთხეს შეიქმნით.

4.ნუ შეგეშინდება პაუზების.


image



საუბრისას პაუზა ხშირად მნიშვნელოვანიც არის. შეიძლება სიჩუმე ხანდახან საზარელია, მაგრამ ხანგრძლივი საუბრებისას შეუსვენებლობა ისეთივე მოსაწყენია როგორც უკბილო ხუმრობები. ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან დამღლელია მოუსმინო ადამიანს რომელიც ერთვება შენთან საუბარში და გაუთავებლად ლაყბობს. ასე რომ თუ საუბარი შეწყდება არ არის აუცილებელი უაზროდ გააგრძელოთ ის, დაიცადეთ და საუბრის თემა თვითონ გაჩნდება.

5.ნუ იქნებით ზედმეტად ხმაურიანი

image

ყოველთვის გამოხატეთ ინტერესი მოსაუბრის მიმართ. დაუსვით შეკითხვები, გამოხატეთ დაინტერესება მათ საქმიანობასა და შეხედულებებზე და იყავით მზად დაკვირვებით მოისმინოთ მათი პასუხები. მაგრამ ამის მიუხედავად ეცადეთ საუბრისას შეინარჩუნოთ ტაქტი! როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს მოსაუბრე არ გადააქციოთ ის დაკითხვად. არ დასვათ საჭიროზე მეტი შეკითხვა. და არ დაგავიწყდეთ ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს საუბარი პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ფულზე ან იმ ადამიანთა პირად ცხოვრებაზე, რომელთან თვითონ არც ისე კარგად იცნობენ.

0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:Interstellar
Interstellar
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0