x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შემთხვევით არაფერი ხდება - იგავი პატიების შესახებ

image


ხშირად, ჩვენს ცხოვრებაში, ისეთი მოვლენები ხდება, რომლებიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ თითქოს ყველაფერს ვალეთებთ მათ გადასაწყვეტად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოგვდის. არის ისეთი მოვლენები, რომლებსაც ზოგი კარმულ გაკვეთილებს უწოდებს, ზოგი – ბედისწერას. ეს არის გაკვეთილები, რომლებიც თითოეულმა სულმა უნდა გაიარის, რომ უფრო სუფთა და ნათელი გახდეს. და თუ თქვენ გამუდმებით განიცდით, რომ ცხოვრებაში ბევრ პრობლემასთან გიწევთ შეჭიდება, მაშინ ქვემოთ მოცემული იგავი წაიკითხეთ.


მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ სულები და თავიანთთვის ახალ გაკვეთილს ირჩევდნენ.

ფეხზე ყველაზე გაბედული და ძლიერი სული წამოდგა:

ამჯერად მიწაზე მივდივარ, რომ პატიება ვისწავლო. ამაში ვინ დამეხმარება? – განაცხადა მან.
სულებმა თანაგრძნობით და ცოტა შეშინებულებმაც კი დაიწყეს საუბარი:
ეს ყველაზე რთული გაკვეთილია…
— მაგისთვის ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ იქნება საკმარისი
იქ დაიტანჯები…
ჩვენ თანაგიგრძნობთ…
— შენ ამას შეძლებ
— ჩვენ შენ გვიყვარხარ და დაგეხმარებით
შემდეგ, ყველა გაჩუმდა და ერთმა სულმა უთხრა:
— მე მზად ვარ დედამიწაზე გამოგყვე და დაგეხმარო. მე შენი ქმარი ვიქნები, ოჯახში უამრავ პრობლემას შევქმნი, ხოლო შენ მაპატიებ და პატიებას ისწავლი.
მეორე სულმა ერთი ამოიოხრა და დაამატა:
— მე კი, შენი ერთ-ერთი მშობელი ვიქნები და შენს რთულ ბავშვობაზე ვიზრუნებ. ხოლო, შემდეგ შენს ყველა საქმეში ჩავერევი და ყველაფერში შეგეწინააღმდეგები, ყველა წამოწყებას ჩაგიშლი, შენ მაპატიებ და პატიებას ისწავლი.

მესამემ კი, გაიღიმა და უთხრა:

— მე კი, შენი ერთ-ერთი უფროსი ვიქნები, უსამართლოდ და ქედმაღლურად მოგექცევი, რომ პატიების გრძნობა სრულად შეიგრძნო…
კიდევ რამდენიმე სული დასთანხმდა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მასთან შეხვედრას, რომ გაკვეთილი კარგად აეთვისებინა…
სხვა სულებმაც აირჩიეს გაკვეთილები, როლები გაინაწილეს, ერთმანეთს გეგმები შეუთანხმეს და დედამიწაზე ჩასვლის პერიოდებიც განსაზღვრეს.
მაგრამ, სულის სწავლებას ერთი თავისებურება ახასიათებს: დაბადების დროს მისი მეხსიერება მთლიანად სუფთავდება და მხოლოდ ზოგიერთები ხვდებიან იმას, რომ ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში შემთხვევით არ ხდება.

imageთითოეული ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვესაჭიროება ის გაკვეთილი, რომელიც მას ჩვენს ცხოვრებაში მოაქვს...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

სიკეთე და ბოროტება

ცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

image

1
333
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
333
  
2017, 9 ოქტომბერი, 17:05
ვაუ! არაჩვეულებრივია!!!!!
0 1 1