x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მწვანეთვალება..
image
რატომ დღეს? საკუთარ თავს უბრაზდებოდა ქეთო და ცდილობდა რაც შეიძლება მალე მიეღწია სახლამდე...

მიზეზი კი ახალი ფეხსაცმელები იყო რომელსაც ცოტაც და ქუჩაშივე გაიხდიდა..

ვიღაცამ გზა დაუთმო არც გაუხედავს ისე გაიარე დათმობილ გზაზე სწორედ ამ დროს ველოსიპედით მომავალი ბავშვი დაეტაკა ქეთომ თავი ვეღარ დაიმაგრა, ალბათ ცოტა ახალი ფეხსაცმელის ბრალიც იყო და იქვე ასვალტზე გაიშალა.. დამნაშავე ბავშვს შეეშინდა და უკანმოუხედავად გაეცალა დანაშაულის ადგილს...

წამოდგომა სცადა თუმცა არ გამოუვიდა..


ვიღაცამ ხელი შეაშველა თან სიცილს ვერ იკავედა სცხვენოდა გოგონასი და სახეს არიდებდა...უკაცრავად, ყოველთვის მეცინება..

გოგონამ ნაწყენი თვალებით შეხედა, ხელის გაშვება სცადა მაგრამ როდესაც ფეხი მიწაზე დადგა თვალს დაუბნელდა და ისევ ბიჭს დაეყრდნო..

-არაუშავს..მეც გამეცინებოდაა, ოღონდ თქვენ რომ დაცემულიყავით..

-ალბათ ასეც მოხდებოდა გზა რომ არ დამეთმოო...

-აჰა, ესეიგი ეს თქვენ იყავით...ქეთი ქვაფენიზე ჩამოჯდა და ფეხსაცმლის გახდა დაიწყო..

-ისე ეს ქუსლები ხულიგანი ბავშვის გარეშეც საშიშია..

-სხვათაშორის მტკივა, და გეყოს რაც იცინე უკვე ჩემზე..

-იქნებ ექიმს ეჩვენოთ..უფრო მშვიდად იქნები...მე წაგიყვან...

-მადლობთ, არ არის საჭირო მეგობარს დაურეკავ...

-არ ღირს შეშინება.მანქანით ვარ და მაინც სავადმყოფოსკენ მივდივარ..მოდი დაგეხმარო..

ბიჭმა გოგონას ადგომაში დაეხმარა..

ქეთიმ როგორც კი ფეხი მიწაზე დადგა თვალს დაუბნელდა იგრძნო რომ არც ისე კარგად იყო საქმე..

-შეგიძლია სიარული?

-შევძლებ იმედია..

-თუ ნებას მომცემც ხელით მიგიყვანთ მანქანამდე..

-მირჩევნია მხარზე დაგეყრდნოთ..

-კარგი ოღონდ მეორე ფეხსაცმელიც გაიხადე არ მინდა მეორე ფეხიც მოიტეხოთ..

-სხვათაშორის მშვენვრად დავდივარ თავი იმართლა ქეთიმ..

უცნობს მხარზე ჩამოეყრდნო, მან წელს შემოხვია ხელი და ფრთხილად გაუდგნენ გზას ქეთის შერცხვა მაგრამ სირცხვილზე მეტად ტკივილი აწუხებდა და არ შეიმჩნია...

-პაციენტის სახელი გვარი?

-ქეთი კილაძე

-ასაკი?

-24

-კარგით ძვირფასო ქეთი გადარჩით, მოტეხილობა არ არის მაგრამ ძვალი გაიბზარა ასე რომ მაინც მოგვიწევს თაბაშირის დადება სულ რაღაც ხუთი დღე...

-სხვაგვარად არ გამოვა ექიმო? საწყალი თვალებით გახედა ქეთიმ..

-არა!

ქეთი მიხვდა რომ ექიმის მკაცრს ტონს ვერ გაუწევდა კონკურენციას და დასჯილი ბავშვივით გაიყუჩა...

როგორც იქნა ექიმი მორჩა თავის საქმეს დანიშნულებაც მიაწოდა ქეთის და დაემშვიდობა..სავარძელში ჩამჯდარი ექთანმა მოსაცდელში გამოიყვანა..ქეთი თვალებით ეძებდა უცნობ ბიჭს რომლის სახელიც კი არ იცოდა თუმცა ის არსად ჩანდა..

ნუთუ წავიდა? საკუთარ თავს კითხვა დაუსვა და თითქოს გულიც დაწყდა..ტელეფონი აიღო რათა მეგობრისთვის დაერეკა მაგრამ მარის ტელეფონი გამორთული ქონდა..ესღა მაკლდაა დავრჩი სავადმყოფოში როგორც ჩანს...

-აბა, წავედით..აი, ამ ტახტრევანით ვაპირებ მიგაბძანოთ მანქანამდე..

-არ არის საჭირო, მეგობარს დაურეკავ..

-წავედით! ტონი იმდენად მბრძანებლური იყო რომ ქეთი წამით შეშინდა კიდეც..

-კარგი, მაგრამ ჯერ დამეხმარე თანხა გადავიხადო..

-წავედით ყველაფერი მოგვარებულია...

ბიჭმა გოგონა თოჯინასავით აიყვანა ხელში და მანქანაში ჩასვა...

-ასე მძიმე ხარ თუ თაბაშირის ბრალია...

-სულაც არა, როგორც ჩანს თავად ხართ სუსტი..

-გმადლობთ...წავედი თქვენს სავარძელს დავაბრუნებ და მერე სახლში მიგიყვანთ..

ქეთიმ თვალი გაყოლა მიმავალ უცნობს სახელიც კი არ მიკითხავს, რა იდიოტი ვარ! ნეტა მარი სად არის ეხლა?ფიქრებიდან კარების ხმაზე გამოერკვა..

-აბა, გისმენ მისამართი მითხარი..თუ შენ იმ კატეგორიას ეკუთვნი პირველ დღესვე ბიჭები სახლში რომ აყავთ..

- შენ კი იმ კატეგორიას მომენტით რომ სარგებლობენ...

-რატომაც არა..

ქეთიმ მისამართი უთხრა, უცნობმა მანქანა დაძრა და სიჩუმე წამოწვა...

-მე სახელიც არ მიკითხავს... დარცხვენილი ხმით წამოიწყო ქეთიმ...

-უნდა გაგიცრო იმედები და გითხრა რომ კოტე არ მქვია..

-სულ ასეთი არასერიოზული ხარ?

-არა მარტო დღეს...სულ მეცინება როცა ვირაცა ეცემა..

-შესანიშნავი გასართობი თემა ვარ“მიდი გაერთე...

-გეგა..

-რა?

-გეგა მქვიათქო...

-სასიამოვნოა გეგა.აი ამ ბინის უკან უკვე ჩემი სახლია...

-მოვედით..გეგამ მანქანა სადარბაზოთან რაც შეიძლებოდა ახლოს გააჩერა..

დაგეხმარები თუ მშობლები არ გაგიბრაზდებიან.

-მშობლები არა მაგრამ მეზობლებს კი მოკლავთ ჯავრი თუ რა დამემართა...

-ხოდა დაუმატოთ მეზობლებს სადარდებელი...

გეგა მანქანიდან გადმოვიდა ქეთის კარები გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა დააპიარა ხელში აყვანა მაგრამ ქეთიმ შეაჩერა ჯერ ჩანთა გასაღები ჩანთაშია...

ჩანთა ქეთის მიაწოდა და სადარბაზოში ხელში აყვანილი შეიყვანა..

-დამსვი ლივტი მუშაობს..

-რა ბედნიერება..

ის იყო ქეთი სავარძელში დასვა რომ გეგას ტელეფონმა დარეკა და ისიც ოთახიდან გავიდა...

-აუ ნინ რაღაც შემემთხვა საღამოს გნახავ არ დამელოდო სიხარულოო კარგი?

- ----------------------

-მე კარგად ვარ საღამოს გნახავ და მოგიყვები..მაპატიე დღეს რომ გადაგადე ხო?გკოცნი ლამაზო

ტელეფონი გათიშა და ოთახში შევიდა..

-აბა, მშვენიერი შვებულება მოიწყვე.მშვიდობით სამსახურო ერთი კვირა..

-სულაც არ მიხარია მარტოობა ერთი კვირა..

-მეგობრები არ მოგაწყენენ ფილმებს უყურე წიგნები იკითხე..

-მეგობრებს რაც შეეხება ერთი მყავს აქ და ჩემთვის არ ეცლება ჩემი საქმის გაკეთებაც მას მოუწევს...ასე რომ დავრჩი წიგნების და ფილმების იმედად..


-ცუდია, რეცეპტი მომეცი წავალ წამლებს მოგიტან...

-გთხოვ არ არის საჭირო მალე ჩემი მეგობარიც მოვა და ის მომიტანს...ისედაც მთელი დღე დაგაკარგვინე...

-ნუ ბავშვობ, სახეზე გეტყობა რომ გტკივა, ხომ მართალი ვარ..

-თანაც ძალიან....

როდესაც გეგა აფთიაქიდან დაბრუნდა მარი უკვე სახლში დახვდა..

-კარგი მე წავალ, მარტო აღარ ხარ, თავს მიხედე..

-კარგი..

-იქნებ ყავა დაგელიათ..საუბარში მარი ჩაერთო..

-არა გმადლობთ, საქმეები მაქვს ქეთის მიხედეთ კარგად უნდა იკვებოს წამლები აქ არის..წამლები მაგიდაზე დადო რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და კარისკენ წავიდა..

-გეგა... ქეთის ხმაზე შეჩერდა და მისკენ მიბრუნდა...

-გისმენ ...

-მადლობა...

-არ ღირს გაიღიმა და ოთახიდან გავიდა...

სახლში წასვლა არც უფიქრია ტელეფონს დაწვდა...

-ნინ, სად ხარ გავისეირნოთ? ათ წუთში მანდ ვარ..

გვიანობამდე იჯდნენ ბარში გეგა და ნინი.ზოგადად უამბო ნინის დღენდელი დღის ამბავი..თუმცა ნინის ყურადღებაც არ მიუქცევია, გეგას გარეშე გეგმავდა როგორ გაეტარებინა დის დაბადების დღე გეგასთან ერთად...

გეგას კი მისი სიტყვებიდანა არაფერი ესმოდა უცნობ გოგონაზე ფიქრობდა და თვალს არ აშორებდა მაგიდაზე დადებულ ტელეფონს ის კი ჯიუტად ჩუმად იყო..

ქეთის მშვიდი ძილი კი მარიმ დაურღვია წამლები დალიე ჩემო გოგო და მერე დაიძინე..ქეთიმ რეცეპტი აიღო რაზეც ბოლოში დიდი ასოებით ნომერი ეწერა "რა დროსაც არ უნდა დაგჭირდე დამირეკე"....

კმაყოფილს გაეღიმა წამლები დალია და ისევ უდარდელად გააგრძელა ძილი..

ნინიმ დილიდან დაიწყო საჩუქრის არჩევა და გეგაც თან დაყავდა იძულებით...

-იცი რა მე აქ დავჯდები თქვენ კი დაქალებმა საჩუქარი იყიდეთ მე კი ყავას დავლევ...

-კარგი ხო ჩემო წუწუნა..

გეგა კაფეში ჩამოჯდა ის იყო ყავა უნდა შეეკვეთა რომ წიგნების მაღაზია შეამჩნია წარწერით ადგილზე მიტანით...და იდიაც დაებადა...

სამი წიგნი აარჩია რომელიც მას მოსწონდა...იმედია მასაც მოეწონება...

-გამარჯობათ

-გისმენთ, მინდა ეს წიგნები ავიღო და შესაძლია რომ სახლში მიიღოს?..

-რათქმაუნდა..მისამართი?ფურცელი და საწერკალამი მიაწოდა კონსულტანტმა..

-ინებეთ, შეიძლება ფილმიც დავამატო?

-კი აქვეა მეორე სექციაში...

კონსულტანტს დაემშვიდოდა და კაფეში დაბრუნდა..

ლოდინი დიდხანს აღარ დასჭირვებია გოგონებიც მალე დაბრუნდნენ...

ქეთიმაც მიიღო საჩუქარი უნდოდა დაერეკა გეგასთვის მაგრამ გადაიფიქრა კითხვას დავიწყებ სჯობს...

გვიან დაურეკავ ასე აჯობებს...

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა . . . . .

სიყვარულით ინტერ-გოგონა








5
64
3-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
64
  
2017, 28 ივლისი, 23:08
მატყუარა ხარ შენ
2017, 12 ივნისი, 11:44
ჩემტან გამო ყავაზე მოგიყვები
2017, 12 ივნისი, 0:05
რა ჭკვიანი ხარ ჩემო თავო...:P
2017, 12 ივნისი, 0:05
აი ისე დაგირეკავ და მომიყევი არ გინდაა?
2017, 12 ივნისი, 0:04
დავიწყოოო თუ ერთიანად აჯობებს ? იმედია მალე დაამტავრებ
0 1 5