x
ქალის სტატუსი აშშ-ში: ისტორია და თანამედროვეობა
ბევრი მეცნიერის აზრით, დღეს მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს ქვეყანა, სადაც

ქალებს ისეთივე სტატუსი აქვთ, როგორც კაცებს, რომ სრული თანასწორუფლებიანობა

არსად არის. დროთა განმავლობაში ქალის სტატუსი იცვლებოდა. მაგრამ ქალს ყოველ-

თვის ნაკლები დრო და შესაძლებლობა ჰქონდა სწავლის გაგრძელებისა და პოლიტიკაში


მონაწილეობისათვის. რატომ? ამ კითხვისათვის პასუხის გასაცემად ქალების ისტორია იგივე ფემინიზმის ისტორია უნდა ვიცოდეთ. სიტყვა “ფემინიზმი'' წარმოიშვა

საფრანგეთში დაახლოებით 1910 წელს. ამერიკაში ის გავრცელდა, როგორც “ქალთა

უფლებების" გამომხატველი ტერმინი. არიან “რადიკალი" ანუ მებრძოლი ფემინისტები, “სოციალური"ფემინისტები და“ოჯახური" ფემინისტები, რომლებიც თვლიან, რომ

ქალთა პრობლემების საფუძველი ოჯახშია. გენდერულ თემატიკაზე შექმნილი

ნაშრომების 2/3 ამერიკულია. როლი ქალსა და მამაკაცს შორის მკაფიოდ იყო განაწილებული: “man to manage matters in the world outside and woman is to keep within doors..." (H.Carleton, M.Davis. The American Search for Woman, p.7).



შუა საუკუნეებში წარმოუდგენელი იყო ქალი სამხედრო საქმეში, ეკლესიისა და სახელმწიფოს სათავეში. რენესანსის ეპოქაში ქალის უპირატესობის შესახებ კორნელიუს

აგრიპამ გამოსცა ნაშრომი. აგრიპა მთავარ მიზეზად განთლებაზე დაწესებულ შეზღუ-

დვას თვლიდა. ეს იმ დროისათვის საკმაოდ თამამი განცხადება იყო.


ამერიკელების მიერ ქალის ბუნების კვლევა კოლონიური პერიოდიდან დაიწყო, როცა

მსოფლიოში ქალთა უუფლებობა სუფევდა. მალე გამოჩნდნენ ფემინისტები და ქალთა

უუფლებობის საკითხს დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროის ქალების უმრავლესობა

ფემინისტებს არ გაჰყვა და მათი ოპონენტიც კი გახდა.


უნდა განვასხვავოთ ე.წ ანტიფემინისტები და “ინატისტები". ანტიფემინისტები არ

ეთანხმებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ ქალი მამაკაცზე დაბლა იდგა. “ინატისტებს"

კი სჯეროდათ, რომ ქალებს თანდაყოლილი ჰქონდათ კაცებისადმი მორჩილება და

დამოკიდებულება.

ფემინისტებმა ინატისტების ჰეგემონობას 1792 წლიდან შეუტიეს, როდესაც ქრისტიანმა

ინგლისელმა ქალმა მერი ვოლსტოუნკრეფტმა გადაწყვიტა სქესობრივი სხვაობა არა

ბიოლოგიური ან რელიგიური, არამედ გარემოსა და, ზოგადად საზოგადოების გავლენით

აეხსნა. ფემინისტები არ ეთანხმებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ ბიბლია ქალის გონებრივ

და ფიზიკურ სისუსტეს ქადაგებდა.


ფემინისტმა ლიუსი სტოუნმა და მისმა მეუღლემ ჰენრი ბლექველმა ტრადიცია უარყვეს, რომ ქალი ქმრის გვარზე გადასულიყო გათხოვების შემდეგ.

Environmental ფემინიზმის მიზანს არ წარმოადგენდა მხოლოდ დისკუსიები და ქალთა

ორგანიზაციების ჩამოყალიბება. აუცილებელი იყო თითოეული ქალის ფსიქოლოგიაში

გამჯდარიყო ის მოსაზრება, რომ ქალიც ისეთივე შესაძლებლობების მქონე არსებააა,

როგორც მამაკაცი.

1848 წლისათვის ფემინისტური მოძრაობა ფილოსოფიური ფაზიდან აქტიურ ფაზაში

გადავიდა.

image


პირველი რეალური ნაბიჯი გენდერული თანასწორუფლებიანობისათვის გადაიდგა

1848 წელს სენეკა ფოლსში (ნიუ-იორკი). ამ წლიდან გარდაცვალებამდე ფემინისტებს

სათავეში ედგა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა ელისაბედ სტენტონი. მალე სენეკა

ფოლსში შეიკრიბნენ ქალები და შეიმუშავეს “გრძნობების დეკლარაცია".



გრძნობების დეკლარაცია


დეკლარაციის მთავარი იდეა იყო ის, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორებად არიან

შექმნილნი.

ომის დასრულების შემდეგ, ფემინისტებმა აღნიშნეს ქალების უმნიშვნელოვანესი როლი

ომის წლებში. მათი აზრით, მადლობის ნიშნად, ამ შრომის დასაფასებლად ქალებისთვის

არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცათ.

1890 წელს ოთხმა შტატმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.

თანდათან, დიდი ძალისხმევის შედეგად ყველა შტატმა მხარი დაუჭირა მე-19

შესწორებას, რომლის საფუძველზეც ქალებმა პირველად 1920 წელს არჩევნებში

მონაწილეობის უფლება მიიღეს.


დეპრესიის, ომის წლებში ქალთა ორგანიზაციების მთავარი საზრუნავი ფემინისტური

მიზნები არ იყო. ომმა ქალები გააძლიერა, მაგრამ მებრძოლ ფემინისტებად ვერ გახადა.

თუ ომის წლებში ქალებს მოუწოდებდნენ ეროვნულ საქმეებში მონაწილეობისაკენ და

მათთვის პატრიოტიზმის გამოვლინებად სახელმწიფოს ინტერესებისათვის კაცების

სამუშაო ადგილებზე შრომა ითვლებოდა, 1940-50-იან წლებში უკვე ფართოდ გავრ-

ცელდა მოწოდებები გათხოვებისა და დედობის ფუნქციის შესრულებისაკენ. ქალებს

ახლა აკრიტიკებდნენ იმიტომ, რომ მუშაობდნენ და ამის გამო ოჯახების სიმტკიცე

შეარყიეს.სწორედ ამით გამოიხატა 1940-იანი წლების მეორე ნახევრის ანტიფემინიზმი.


მოკლედ, დედები უნდა იყვნენ სახლში, რათა გვერდით ჰყავდეთ სკოლამდელი ასაკის

ბავშვები, სკოლიდან დაბრუნებულ უფროს შვილებს შინ დახვდნენ და ა.შ. ცნობილი

ამრიკელი ექიმი დოქტორი ბენჯამინ სპოკი ამ მიზნით ფედერალურ მთავრობას

ურჩევდა დედებისათვის შესაბამისი თანხები მიეცა ბავშვების აღზრდისთვის, რათა

მათ სახლი არ დაეტოვებინათ. კოლეჯებში უნდა შექმნილიყო სპეციალური პროგრამები

ქალებისთვის, სადაც მათ ასწავლიდნენ სპეციალურ კურსს ქორწინებისა და ოჯახის

შესახებ.



0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0