x
image
_K_
რა სურთ ქალებს სინამდვილეში?
არის ერთი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც კაცები ძალიან დიდ ხანს ცდილობენ: რა სურთ ქალებს სინამდვილეში?


გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, გეტყვით, რომ სულაც არაა შეუძლებელი, გაიგოთ, რა უნდათ მათ. ბიჭებო, ეს უნდა დაიმახსოვროთ!


1. სპონტანურობა


ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი ვიქენდი ახალ ქვეყანაში გაატაროთ, არც იმას, რომ ყოველღამე მისი ფანჯრის ქვეშ უნდა დაუკრათ, აბაზანის მიღება შამპანურის ბოთლთან ერთადაც არ არის აუცილებელი. უბრალოდ, აჩვენეთ თქვენს საყვარელ ქალს სპონტანურობა პატარა რაღაცებში, გამოიწვიეთ საცეკვაოდ სეირნობის დროს, ან მიწერეთ მოულოდნელი წერილი. გოგონებს მოსწონთ იმაზე ფიქრი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.


image

წარწერა ფოტოზე: ვიცეკვოთ?


2. მეტი დაჟინება


როცა ის ამბობს "არას", ყოველთვის სულაც არ გულისხმობს "არას", თუმცა, ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ "კის" ან "შეიძლებას" გულისხმობს. ზოგჯერ ქალის სიტყვები საერთოდ არაფერს ნიშნავს. იმიტომ კი არა, რომ მათ არ ესმით, რა უნდათ, არამედ მათ სურთ, საყვარელმა მამაკაცმა აჩვენოს და დაუმტკიცოს, რომ "კი" იქნება ერთადერთი შესაძლებელი პასუხი მის შეთავაზებაზე.

image

წარწერა ფოტოზე: დღეს კინოში მივდივართ, აირჩიე ფილმი!



3. ინსპირაცია


ყველა ქალი მზადაა, საყვარელი მამაკაცის უდიდესი გულშემატკივარი გახდეს და რა გასაკვირია, რომ მისგანაც იგივეს მოელის. რასაც არ უნდა აკეთებდეს ქალი, აუცილებელია, გამოიჩინოთ გულწრფელი ინტერესი მისი საქმის მიმართ. მსახიობობაზე ოცნებობს? საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა? სურს, რომ მარათონზე ირბინოს? ყველა საკითხში მისი შანსები გაორმაგდება, თუ ბევრჯერ გაუმეორებთ ერთ მარტივ ფრაზას: მე შენი მჯერა!

image

წარწერა ფოტოზე: შენ ყველაზე ნიჭიერი ხარ, დიდებული იქნები!



4. ღრმააზროვანი საჩუქრები


თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ გოგოებს მხოლოდ ბრილიანტები, ძვირფასი სამკაულები და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა სჭირდებათ, ახლავე ამოიგდეთ თავიდან! ღრმააზროვანი საჩუქრები ქალების გულისცემას აჩქარებს! უბრალოდ, ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობს. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიგებთ მისი საუბრიდან, რა უყვარს, ქოთნის იები, სათამაშო, რომელიც ბავშვობას ახსენებს თუ რომელიმე მწერლის წიგნი.


ახლა უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ.

image

წარწერა ფოტოზე: მახსოვს, რამდენი ხანი ოცნებობდი ამაზე.



5. იუმორის გრძნობა


ზოგს ჰგონია, რომ გოგონებს სერიოზული ბიჭები მოსწონთ, მაგრამ სულაც არაა ასე. მეცნიერებმაც კი დაამტკიცეს, რომ სიცილი მიმზიდველობას ზრდის. იცინეთ და იხუმრეთ ბევრი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, მაგალითად - მის კაბაზე, ვარცხნილობაზე ან ოჯახზე.

imageწარწერა ფოტოზე: ჩვენ დიდებული წყვილი ვიქნებით. შენ ლამაზი ხარ და მე - კიდევ უფრო.



6. ყურადღება და ზრუნვა


უბრალოდ, ძალიან არ შეტოპოთ. ნუ დევნით, დღეში ასჯერ ნუ დაურეკავთ და მილიონ წერილს ნუ გაუგზანივთ, ნუ მოაბეზრებთ თავს. რამდენიმე მარტივი და გულწრფელი კითხვით აგრძნობინეთ, რომ მართლა ზრუნავთ მასზე. არ დაგავიწყდეთ, კითხოთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, როგორ გრძნობს თავს, რა სურს და რაზე ფიქრობს. ქალებს ასეთი შეკითხვები ჰაერივით სჭირდებათ.

image

წარწერა ფოტოზე: როგორი იყო შენი დღე?



7. პოზიტივი


ფსიქოლოგების აზრით, ქალი და მამაკაცი ერთად შეკავშირებულ ჭურჭელს ჰგვანან, თუ ერთი კარგ ხასიათზეა, დიდ ხანს მეორეც ვერ იქნება ცუდზე. სტაბილური კარგი ხასიათი ერთ-ერთია იმ ძვირფას საჩუქართაგან, რის მიცემაც კაცს შეუძლია ქალისთვის. უბრალოდ, გაიღიმეთ უფრო ხშირად, გაუზიარეთ მას კარგი ემოციები და შედეგიც არ დააყოვნებს.

imageწარწერა ფოტოზე: არ მაქვს მოწყენის მიზეზი, მე ხომ შენ მყავხარ.



8. მხარდაჭერა


რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს დღეები, როცა გვინდა, შევეშვათ ყველაფერს, თავი ჩავრგოთ ბალიშში და მთელი დღე ვიტიროთ. მეცნიერების მტკიცებით, ქალები ბუნებით ბევრად უფრო ემოციურები არიან და უფრო ხშირად არიან მოწყენილები, აქვთ დეპრესია ან მელანქოლია, ვიდრე კაცებს. ესაა, რატომაც ქალებს მუდმივად სჭირდებათ ვიღაც, ვის მხარზე ტირილსაც შეძლებენ და ვინც დაჰპირდება მათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

image

წარწერა ფოტოზე: თუ გინდა, სახლში დავრჩეთ და პიცა შევუკვეთოთ.



9. გულწრფელობა


ეს ისეთი აშკარაა, რომ ამაზე საუბარიც არ არის საჭირო, მაგრამ შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, როგორი შეუფასებელი რამ არის გულწრფელობა ქალებისთვის. თუ თქვენ საღამოს მეგობრებთან ყოფნა გირჩევნიათ, უთხარით მას ეს. არ მოიგონოთ სულელური არგუმენტები და არ უთხრათ, რომ ბევრი სამუშაო გაქვთ ან თავს ცუდად გრძნობთ. ქალების უმეტესობა ხვდება, როცა ატყუებენ. ყოველთვის თქვით სიმართლე!

image

წარწერა ფოტოზე: დღეს მეგობრებს უნდა შევხვდე, მაგრამ გპირდები, რომ ვიქენდს ერთად გავატარებთ.

10. პატივისცემა


თუ თქვენ ქალები ისევ სუსტ არსებებად მიგაჩნიათ, მაშინ არაფერი გცოდნიათ მათ შესახებ. მათ შეუძლიათ, შექმნან ულამაზესი რაღაცები და შთაგაგონონ, მათ თავში გრანდიოზული იდეები მოსდით და ანხორციელებენ კიდეც, მათ შეუძლიათ კაცების გაბედნიერება. ქალებმა იციან საკუთარი თავის ფასი და მამაკაცებისგანაც მოელიან დაფასებას. არ დაგავიწყდეთ, ბევრჯერ გაუმეოროთ საყვარელ ქალს, რას ნიშნავს ის თქვენთვის და როგორ აფასებთ. ბედნიერება თქვენთანაა და ისწავლეთ მისი დაფასება, ნუ გაუშვებთ ხელიდან და ნუ დაკარგავთ!

imageწარწერა ფოტოზე: წარმატებას შენ გარეშე ვერ მივაღწევდი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––




ასევე დაგაინტერესებთ:


რჩევები მამრობით სქესს - აგრძნობინეთ საყვარელ ქალს თავი უკეთესად რთულ პერიოდში

image

0
1237
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0