მოსწავლეებთან სექსუალური ურთიერთობის გამო აშშ–ში მორიგი მასწავლებელი ქალი დააკავეს
ვინ მოთვლის უკვე რამდენი პედაგოგი ქალია დაკავებული და დასჯილი მოსწავლეებთან სექსუალური კავშირის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთმა პედაგოგმა ქალბატონმა სათანადო დასკვნების გამოტანა ვერ ისწავლა და ორიოდე დღის წინ დააკავეს მორიგი პედაგოგი ქალბატონი, რომელიც ეჭვმიტანილია სამ მოსწავლესთან სკოლის გარეთ სექსუალური ურთიე რთობის გამო.
8 ივნისს ამერიკის ერთერთ შტატში (ჩრდილოეთ კაროლინა) სკოლა "Rocky Mount Preparatory"–ის 25 წლის მათემატიკის პედაგოგი ქალი–ერინ მაკალიფფი დააკავეს მოსწავლეებთან სექსუალური ურთიერთობის გამო, იუწყება "Daily Mail"–ი.
პოლიციის ინფორმაციით 25 წლის პედაგოგის "მსხვერპლი" მოსწავლეებიდან ორი 17 წლის იყო ხოლო მესამე 16 წლის.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება მაკალიფფის წინააღმდეგ, როგორც კი სკოლის ხელმძღვანელობამ შეიტანა საჩივარი პედაგოგი ქალის სექსუალურ ურთიერთობაზე არასრულწლოვან მოსწავლეებთან.
პოლიციელები "Рокки-Маунти"–ის პოლიციის დეპარტამენტიდან გაესაუბრნენ სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, მოსწავლეებს და მიღებული ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მიიღეს ორდერი 25 წლის პედაგოგის დასაკავებლად.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დაეპატიმრებინათ მაკალიფფი ალტერნატივით–20 000 დოლარის გადახდის მერე დარჩენილიყო შინაპატიმრობაში პირველ სასამართლო განხილვამდე.
პირველი სასამართლო სხდომა დანიშნულია 12 ივნისს. 25 წლის პედაგოგს თუ დაუმტკიცდა სამ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური კავშირი, მას 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელი ემუქრება.
მისი გარეგნობის ქალს მამაკაცის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა და შესაბამისად საკმაოდ მძიმე ბრალდებასაც აიცილებდა თავიდან.
აშშ-ში მორიგი მასწავლებელი ქალი დააკავეს, საკუთარ მოსწავლესთან ინტიმური კავშირის მომენტში
ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის დამლაგებელმა ქალმა 16 წლის მოსწავლე გააუპატიურა, რისთვისაც 20 წლიანი სასჯელი ემუქრება
საბოდიშო არაფერია, არ ვარ ნაწყენი )))
ეი-თ კი მიმართეთ მათ ვისთვისაც მიგიმართავთ, თავი მომაბეზრეთ უკვე თქვენი ზღვარსგადასული ცინიზმით და უაზრო კომენტარებით.
თუ პრეტენზიები გაქვთ სისტემასთან გადით ქუჩაში და გააპროტესტეთ ან სულაც აშშ-ს საელჩოს მიმართეთ საპროტესტო ნოტით!!!