x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩვენი პლანეტის 10 საოცარი ადგილი
image1 MOERAKI–ასეთ სფეროსებურ და უცნაურად ლამაზ ლოდებს შეხვდებით კოეკოხეს სანაპიროზე(Koekohe Beach), რომელიც ახალი ზელანდიის სამხრეთში მდებარე ოტაგოს (Otago)სანაპიროს ნაწილია.მათ მოერაკის ლოდებს უწოდებენ (“Moeraki Boulders” ).ისინი თავდაპირელად ზღვის ფსკერზე წარმოიქმნენ.ეს არის ქვის გარშემო წარმოქმნილი ნალექის ფაქტურა(გაიხსენეთ–მარგალიტის აგებულება).ზოგიერთი მათგანი რამოდენიმე ტონასაც კი იწონის და 3 მეტრ სიგრძესაც კი აღწევს.

image

2 ბელიზის დიდი ლურჯი ხვრელი
.
ბაჰამისა და ბელიზის ეროვნულ წყლებში შეგხვდებათ ლურჯი ხვრელები, ზემოდან ისინი განსაკუთრებით ლამაზად მოჩანან–წრიული ფორმის ლურჯი ლაქები!
ეს არის ჩასასვლელი წყალქვეშა გამოქვაბულებში, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 14 კილომეტრიც კი არის.
ამ გამოქვაბულებში მყვინთავებს მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი სახეობის არსებებიც უნახავთ!

image

3 ჯოჯოხეთის კარიბჭე–თურქმენეთი.
თურქმენეთის უდაბნო ყარაყუმში მდებარეობს ერთი სოფელი სახელწოდებით დარვაზა (Derweze).1971 წელს სოფლის სიახლოვეს საბჭოთა მზვერავთა ჯფუფი მიწის გაბურღვისას წააწყდა დიდ სიცარიელეს, რომელიც სავზე იყო ბუნებრივი აირით.ზედაპირი ჩაინგრა და წარმოიქმნა 25 მეტრის სიღრმის კრატერისმაგვარი ჩაღრმავება, რომლის დიამეტრმა 60-70 მეტრი შეადგინა.რადგან მიწის სიღმიდან ბუნებრივი აირის გამოჟონა კვლავ მიმდინარეობდა, ჰაერის მოწამვლის საშიშროების თავიდან ასაცილებლად გადაწყდა აირისთვის ცეცხლი მოეკიდათ!
მას შემდებ ადგილობრივები ამ ხვრელს ”ჯოჯოხეთის კარიბჭეს” უწოდებენ.
image
4 აფრიკის თვალი
–მავრიტანია.
კოსმოსიდან თუ დავხედავთ მავრიტანიის საჰარას უდაბნოში არსებულ ამ ადგილს–ის ადამიანის თვალს მოგვაგონებს!ამ ბუნებრივი ფენომენის სტრუქტურას შეადგენს გუმბათის ფორმის სიმეტრიულად განლაგებული მაღალი კლდოვანი სისტემა რაც არის ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე ეროზიის შედეგი.თუმცა არიან მეცნიერები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეს მეტეორის შეტაკების კვალია, არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ეს მიწისქვეშა ატომური აფეთქების შედეგად გამოწვეული ფორმირებაა–მაშინ ამას გიგატონის სიმძლავრის აფეთქების ძალა დასჭირდებოდა!და ჯერ-ჯერობით არცერთ ქვეყანას ამგვარი სიმძლავრის იარაღი არ გააჩნია!

image5 RACETRACK PLAYA – USA
პლანეტის ირთ-ერთ ყველაზე სწორ ადგილას, სიკვდილის ველზე(Death Valley)–კალიფორნია, აშშ, შეგვიძლია ვიხილოთ საოცარი და ამოუხსნელი მოვლენა–მოცურავე ქვები(Sailing Stones of Racetrack Playa).ხანმოკლე ზამთრის წვიმების დროს უდაბნო ატალახდება ხოლმე.ამ დროს ლოდები და დიდი ქვები სხლტება და უკან იტოვებენ თვალსაჩინო კვალს.მეცნიერები აგრეთვე ძლიერ ქარსაც აკისრებენ ’პასუხისმგებლობას’, რადგან ზოგჯერ მიმართულება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.ამაში არანაირი ხრიკი არ დევს, თუმცა ეს ტრაექტორია არცერთხელ არ ყოფილა გადაღებული ვიდეოს მეშვეობით.არადა გასაკვირია, ამ ტექნოლოგიურ ხანაში როორ არ დაამონტაჟეს ერთი კამერა!
სიკვდილის ველის უმთავრესი იდუმალება არის ეს მოცურავე ქვები, მაგრამ ამ ადგილის რეალური უცნაურობა არის მისი სრული იზოლაცია, ფორმა–ექვსკუთხედია, სიცხე და დაუჯერებელი ზედაპირის სისწორე!
image6 NINE HELLS OF BEPPU –იაპონია.
იაპონიის კუნძულ კუიშუს (Kyūshū)ტერიტორიაზე განლაგებული ბეპუ(Beppu)-გეოთერმიული წყლების წარმოქმნის მიხედვით მსოფლიოში უდიდესთა შიორის მეორე ადგილასაა.ამ ერთ ტერიტორიაზე განლაგებულია ”ცხრა ჯოჯოხეთი” (“Nine Hells”)–ანუ 9 ბუნებრივი აუზი, რომლების ყველა სხვადასხვა შემადგენლობის და წყლებით არის სავსე.ამიტომ შესაბამისად ფერიც და თვისებებიც სხვადასხვა აქვთ.
image
7 PAMUKKALE
-თურქეთი.
ათასობით წლის წინ მიწისძვრამ საინტერესო კვალი დატოვა თურქეთის პამუკალეს ტერასებიანი აუზების სახით.ეს უჩვეულო ფორმის ტერასები შექმნეს მიწის სიღრმიდან ამოხეთქილმა კალციუმის კარბონატის უხვი რაოდენობით გაჯერებულმა ცხელმა ნაკადულებმა.ეს ბასეინები სავსეა რძისფერი ცხელი წყლით, რომელსაც სამკურმნალო დანიშნულება აქვს, თუმცა ახლა ეს ადგილი შედის UNESCO World Heritage Site -ის შემადგენლობაში და უკვე დახურულ ზონას წარმოადგენს.
პამუკალე (Pamukkale)–ნიშნავს ”ბამბის სასახლეს”, რომელებს მის სატავესტან აშენებული ქონდათ ქალაქი, რომელსაც ’წმინდა ქალაქს ” უწოდებდნენ( “Holy City” ან “Sacred City”), რადგან კარგად იცოდნენ ამ რძისფერი წყლების გამაჯანსაღებელი თვისებები.

image8 Madagascar stone Forest ანუ მადაგასკარის ქვის ტყე- Tsingy de Bemaraha ნაკრძალი მდებარეობს მადაგასკარის დასავლეთ სანაპიროზე. ეს 666 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული რეგიონი 1999 წლიდან კლასიფიცირებულია როგორც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა, თავისი უნიკალური და თვალწარმტაცი ბუნებით და უნიკალური ცხოველთა სახეობებით.
image



9 dragon triangle-
დრაკონის სამკუთხედი, იგივე ეშმაკის ზღვა.
ეს ადგილი შეიძლება მივიჩნიოთ მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალ ადგილად.ამ რაიონში დასავლეთ იაპონია, ჩრდილოეთ ტოკიო და წყნარი ოკეანის გარკვეული ნაწილი შედის. ეს ადგილი ვულკანურად აქტიურია და ხშირად გრიგალები იცის. აქ ერთ ღამეში შეიძლება კუნძულებიც კი გაქრეს. გამოცდილი ნავიგატორების მიერ შედგენილ რუკებსა და დოკუმენტებზე ხშირად საკმაოდ ბევრ კუნძულს ვეღარ პოულობენ.

image
10 bermuda triangle-
ბერმუდის სამკუთხედი – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პურტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.
1
4426
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
4426
  
2012, 6 ივლისი, 17:19
მაგარია
0 1 1