x
image
ალექსანდრე ლექსო
6 უბრალო ვარჯიში კისრის ტკივილის მოსახსნელად
კისრის ტკივილს ხშირად უბრალო გადაღლა იწვევს. ეს შეიძლება იყოს ვარჯიშის გამო ან ძილის დროს უხერხული პოზის გამო.


ვარჯიში 1.


image


1. მოვატრიალოთ თავი მარცხნივ, შემდეგ ნელი მოძრაობით ნიკაპი დავაყრდნოთ მხარს და 2 წამი გავჩერდეთ.


2. მოვატრიალოთ თავი მარცხნივ, რაც შეიძლება უკან გადავხაროთ და მარჯვენა მხარისკენ წავიღოთ. 2 წამი დავაყოვნოთ.

3. გავიმეოროთ ათჯერ.


ვარჯიში 2.


image


1. ნიკაპი ხელებს დავაყრდნოთ და ხელების წინააღმდეგობის გადალახვით დავხაროთ წინ თავი.

2.შემდეგ უკვე ხელების მიწოლით უკან გადავწიოთ თავი.

3. გავიმეოროთ ათჯერ


ვარჯიში 3.


image


1. კეფასთან ხელები გადავაჯვარედინოთ. კისრის კუნთების დახმარებით, გადავლახოთ ხელების წინააღმდეგობა და თავი უკან გადავწიოთ.

2.გავუძალიანდეთ და ხელების დახმარებით დავხაროთ თავი წინ.

3.გავიმეოროთ ათჯერ.


ვარჯიში 4.


image
1. მარჯვენა საფეთქელს მარჯვენა ხელისგული მივადოთ, ხელების წინააღმდეგობის გადალახვით კისერი მარჯვენა მხარეს გადავხაროთ. მერე მარცხენა მხარეს.

2. იგივე გავაკეთოთ მარცხენა ხელისგულით.

3. გავიმეოროთ ათჯერ.


ვარჯიში 5.


image


1. მარცხენა ხელი დავიდოთ თავზე. შემდეგ დავხაროთ თავი რამდენადაც შევძლებთ მარცხენა მხარის მიმართულებით. დავაყოვნოთ 20–30 წამი

2. იგივე გავაკეთოთ მარჯვენა მხარეს მარჯვენა ხელით.

3. გავიმეოროთ სამჯერ.


ვარჯიში 6.


image


დაიზილეთ კეფა 3–5 წუთის განმავლობაში. ამით კისრის არეში დაძაბულობა მოგეხსნებათ

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0