x
image
მოზამბიკელი
ქალმა თავისი ძაღლი ცხელ მანქანაში ჩაკეტა-პოლიციამ კი მას კარგი “გაკვეთილი” ჩაუტარა!

ახალგაზრდა ქალმა თავისი ოთხფეხა მეგობარი მზის გულზე გაჩერებულ მანქანაში დატოვა, თვითონ კი სავაჭრო ცენტრში შევიდა.
საბრალო ძაღლი ფანჯრებ აწეულ მანქანაში ჩაკეტილი იყო და ჰაერი არ მიეწოდებოდა.
საბედნიეროდ ყურადღებიანმა გამვლელმა ეს შეამჩნია და პოლიციას შეატყობინა.
როდესაც ქალი მანქანასთან დაბრუნდა, პოლიციამ გადაწყვიტა მისთვის ჭკუა ესწავლებინა, ქალი აიძულეს ჩაკეტილ და მზისგან გახურებულ მანქანაში ჩამჯარიყო და ზუსტად იმდენივე დრო გაეტარებინა, რაც მისმა ძაღლმა დაჰყო მანქანაში.
პოლიციამ ქალს ასევე ჯარიმა გამოუწერეს, თუმცა მათი თქმით, ქალი ამის გამო თავს დამნაშავედ საერთოდ არ მიიჩნევდა.

image

მათ ქალი მკაცრად გააფრთხილეს, რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.
წყაროში აღნიშნულია, რომ ასეთი შემთხვევა პირველი არ არის და გასულ წელს პოლციამ ნიუ მექსიკოში ქალი ძაღლის ჩაკეტილ მანქანაში დატოვების გამო დააკავა.



0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0