x
მეტი
  • 22.07.2017
  • სტატია:67820
  • ვიდეო:320435
  • სურათი:420199
ასტროლოგიური შეთავსება - თხის რქა ქალი და მამაკაცი თევზები

თხის რქა ქალისა და მამაკაცი თევზების კავშირი სამოთხეში შექმნილს ჰგავს, თუმცა, ეს ურთიერთობა ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ნიშნების შეთავსება.

image


მამაკაცი თევზები


მამაკაცი თევზები, როგორც წესი, კარგი არჩევანია. ის არ არის რთული ურთიერთობაში, აქვს ძლიერი ფანტაზია, მზრუნველი და მგრძნობიარეა. ის ნამდვილად ზრუნავს სხვებზე, თუმცა - არა მომაბეზრებლად.


ურთიერთობაში თევზები ძალიან ცდილობს, გაუგოს პარტნიორს. მას სურს, გაიგოს ის საჭიროებები და სურვილები, რაც მის საყვარელ ადამიანს აქვს. ხშირად უყურებს მეორე ნახევარს, როგორც პროექტს, რომელიც აინტერესებს, როგორ დასრულდება. შეიძლება, ის არ ჩანს ისეთი ვნებიანი, როგორიც თხის რქა მამაკაცია, მაგრამ მისი ვნებიანობის ტიპი სრულიად განსხვავებულია. თუ მამაკაცი თხის რქის ვნება თამამი და დაუოკებელია, თევზების ვნება იდუმალი და მგზნებარეა.


მამაკაცი თევზებს არ მოსწონთ დაძაბულობა. მათ უყვართ მარტივი ურთიერთობები, რომელშიც შეუძლიათ, უბრალოდ, მარტივად იყვნენ თავიანთ პარტნიორებთან. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არის მზრუნველი, არ სურს, ბევრი დრო დახარჯოს ლაპარაკში, სიტყვებზე. შეიძლება მამაკაცი თევზები გაუბედავი იყოს, მაგრამ პარტნიორს შეუძლია, მას დაეყრდნოს გადაწყვეტილებების მიღებაში. ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც ვნების და მოთმინების ნაზავი, ზოგჯერ კი ნამდვილი წამებაც არის პარტნიორებისთვის.

image


თხის რქა ქალი


თხის რქა ქალი, ასე ვთქვათ, პროგრესირებადია. მას უყვარს ნელი და წინასწარ დაგეგმილი ურთიერთობა. ის ძლიერია და მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით. ასევე, მას არ მოსწონს გაურკვევლობა და ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, მკაფიოდ ჩამოაყალიბონ აზრი.


თხის რქა ქალი ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია, იმუშაოს საკუთარ თავზე და მიაღწიოს სასურველ შედეგს. ურთიერთობაში ის იმას გულისხმობს, რასაც ამბობს და არ სჭირდება პარტნიორი, რომელიც მის სიტყვებს სხვა მნიშვნელობით გაიგებს. თხის რქა ქალები ეძებენ ძლიერ, სტაბილურ კავშირს და კომუნალურ ურთიერთობას. მათ მიაჩნიათ, რომ კარგ კავშირს შეუძლია თითქმის ყველანაირი პრობლემის დაძლევა.


ეს ქალები ძალიან აფასებენ ურთიერთობის ფორმალურ მხარეს, აფასებენ თავიანთ ოჯახს და მეგობრებს. ურთიერთობა, რომელიც თხის რქას თავის გარშემომყოფებთან აქვს, მის ცხოვრებას წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია. ის ერთგულია მათ მიმართ, ვინც უყვარს და სხვებისგანაც იგივეს მოელის.

image


მამაკაცი თევზები და თხის რქა ქალი ერთად


მამაკაც თევზებსა და თხის რქა ქალს შორის შეიძლება იყოს მყიფე ბალანსი ურთიერთობაში.


იმ შემთხვევაში, თუ თევზები გაუბედავი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თხის რქა სიამოვნებით მიიღებს გადაწყვეტილებას მის მაგივრად. თხის რქას არ სურს, მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს ურთიერთობის კონტროლი, მას, უბრალოდ, სურს, დარწმუნებული იყოს კავშირის სტაბილურობაში. ძალიან მოსწონს ურთიერთობა, რომელიც ნელა ვითარდება.


არცერთი ნიშანი არ არის ჩქარი, სულსწრაფი, ამიტომ, შეუძლიათ, მშვიდად იარონ ერთად. მათ კარგ კავშირს ისიც უწყობს ხელს, რომ არცერთს არ უყვარს გაურკვევლობა და ურჩევნიათ, პირდაპირ უთხრან ერთმანეთს სათქმელი.


თევზებს იზიდავს თხის რქის ქალურობა და კომფორტულად გრძნობს თავს მასთან. როცა თევზები ოცნებობს და წარმოსახვით სამყაროშია გადართული, თხის რქა ფიქრობს იმაზე, როგორ აქციოს ოცნებები რეალობად ორივესთვის.


თუმცა, ამ ორ ნიშანს აქვს განსხვავებული ელემენტებიც, რაც უნდა ვიცოდეთ. თუ თხის რქას უყვარს ყველაფრის თავის დროზე, ზუსტად შესრულება, თევზებმა შეიძლება ამდენად ხარისხიანად არ გააკეთოს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ამის ალბათობა ნაკლებია, წყვილი მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რომ თევზების არასერიოზულობამ თხის რქა არ გააღიზიანოს. დამატებით, თევზებიც შეიძლება გაღიზაინდეს იმით, რომ თხის რქას მუდამ წესების დაცვა უყვარს.


საბოლოო სიტყვა


არცერთი ურთიერთობა არაა სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი თევზებისა და ქალი თხის რქის ურთიერთობა სრულყოფილთან მიახლოებულია, მათ მაინც ბევრ რამეზე სჭირდებათ მუშაობა, რომ კავშირი დიდ ხანს გაგრძელდეს.


image

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


ყველაზე კარგად შეთავსებადი ასტროლოგიური წყვილები

image

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0