x
beko777
ამერიკაში ქართველი სპორტსმენების მაყაშვილისა და ხურციძის დაკავებას რუსეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი გიგა კუხალაშვილი ეხმიანება

ამერიკაში ქართველი სპორტსმენების მაყაშვილისა და ხურციძის დაკავებას რუსეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი გიგა კუხალაშვილი ეხმიანება


ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენების ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის საქმესთან დაკავშირებით რუსეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი - შერეული ორთბრძოლების მებრძოლი გიგა კუხალაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს, საქართველოს სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით და თანადგომას უცხადებს დაკავებულებს:


image
გიგა კუხალაშვილი:
- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში მოღვაწე ორი უმაღლესი დონის სპორტსმენი ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულ იქნენ, FbI-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად! ეს დღეები დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ავთოს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ლევანზე ჯერ ინფორმაცია არაა! ხოდა, რისი თქმა მინდა! - სპორტის მინისტრო, რომ გამოდიხარ და იძახი ისინი ჩვენი დაფინანსებით არ იყვნენ წასულებიო. ერთი ის გვითხარი, რომელი მაღალი დონის სპორტსმენს აფინანსებთ შეჯიბრზე წასასვლელად?! ან ის გაგვაგებინეთ ეს "ატმაზკა"- ს გავდა თუ ასე მომეჩვენა?! ეხლა საგარეო საქმეთა მინისტრო და საქართველოს ელჩო აშშ-ში, ხომ არ არის დრო სირაქლემას ჩვევას თავი დაანებოთ (თავის მიწაში ჩარჭობას) და როგორმე ჩვენი ქართველი ბიჭებისთვის მოქმედება დაიწყოთ?! მოგიწოდებთ, ყველა იმ ქართველზე, ვინც ამ სპეცოპერაციაში დააკავეს, გამახვილებულ იქნას ყურადღება, რომ არც ერთი ჩვენი სისხლისანი უდანაშულოდ არ იყვნენ დაჭერილები! პაატა გვასალიას ტრაგედიაც გვეყოფა, რომელიც რუსეთის ციხეში უდანაშულოდ სამუდამო პატიმრობას იხდის! დაანებეთ ერთი ადგილას მახათის გაყრას თავი და უშუალოდ თქვენი მოვალეობის შესრულებას შეუდექით! თქვენ კი ბიჭებო, გამძლეობა და რწმენა შეინარჩუნეთ!


შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი შეერთებულ შტატებში 33 პირთან ერთად, ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან “კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ნიუ იორკის სასამართლომ დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა, ხოლო ლევან მაყაშვილს გირაოს სანაცვლოდ გათვისუფლება შეუფარდა. დაცვის მხარე გადაწყვტილების გასაჩივრებას გეგმავს. კრივში მსოფლიო ჩემპიონის ოჯახი კი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.


image

0
557
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0