x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 ჰოლივუდური წყვილი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია
ზოგჯერ სტერეოტიპები ბედნიერებას ეღობება წინ. დროა, შეწყვიტოთ ასაკის, სოციალური სტატუსის ან სიმაღლის დაბრკოლებად აღქმა.


სტატიაში გთავაზობთ 12 წყვილს, ვინც დაამტკიცა, რომ მათთვის მთავარი სიყვარულია.



ისინი, ვისაც არ ადარდებთ სიმაღლე

image


მერი-ქეით ოლსენი (1.57 მ) და ოლივიე სარკოზი (1.90 მ). სარკოზიმ ოლსენს მანჰეტენში დიდი სახლი უყიდა და მალე დაქორწინდნენ კიდეც საიდუმლოდ.


დენიელ რედკლიფი (1.65 მ) და ერინ დარკი (1.70 მ). სიმაღლესთან ერთად, წყვილი ასაკობრივადაც განსხვავებულია, ერინი 5 წლით უფროსია დენიელზე. წყვილი წელს აპირებს დაქორწინებას.



ისინი, ვისაც არ ადარდებთ ასაკიimage

ტილდა სუინტონი და სანდრო კოპი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროვებენ, იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებაში. ასაკში 18წლიანი სხვაობა მათ საერთოდ არ აწუხებთ.


ქეთრინ-ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლას ერთ დღეს დაიბადნენ, მაგრამ 25წლიანი სხვაობით. მაიკლმა ქეითი ნახა "ზოროს ნიღაბში" და პირველივე ნახვით შეუყვარდა.



ისინი, ვისაც არ ადარდებთ სოციალური სტატუსი

image

მეთ დეიმონი (მსახიობი) და ლუსიანა ბაროსო (ბარმენი). ისინი ორჯერ დაქორწინდნენ: 2005 წელს დიდი ცერემონიის გარეშე და 2013 წელს სანტა ლუსიაში.


ჰააკონი (ნორვეგიის გვირგვინოსანი პრინცი) და მეტე-მარიტი (მიმტანი). მეტე-მარიტს უკვე შვილი ჰყავდა და ნარკოტიკებსაც მოიხმარდა. მხოლოდ დედოფალ სონიას სჯეროდა, რომ წარსული წარსულში დარჩებოდა და მიესალმებოდა კავშირს.



ისინი, ვისაც არ ადარდებთ პასპორტის შტამპი

image

შაკირა და ჟერარ პიკე. შაკირა და ჟერარიც ერთ დღეს დაიბადნენ, მაგრამ 10წლიანი სხვაობით. შაკირა მუდმივად დადის პიკეს თამაშებზე მის მხარდასაჭერად და მეუღლის ერთგული გულშემატკივარია.


ევა მენდესი და რაიენ გოსლინგი. "როცა მე ვცეკვავდი და ვმღეროდი, ჩემი მეუღლე ჩვენს ქალიშვილს ზრდიდა, ორსულად იყო მეორე შვილზე და თავის ძმასაც ეხმარებოდა კიბოსთან ბრძოლაში", - თქვა რაიენმა თავის სიტყვაში, როცა ოსკარი მიიღო ფილმ "ლა ლა ლენდისთვის".



ისინი, ვისაც არ ადარდებთ განსხვავება ეროვნებაში

image

ზოო სალდანა და მარკო პერეგო დაქორწინდნენ შეხვეედრების დაწყებიდან ერთ თვეში. პირად ცხოვრებას ისინი საიდუმლოდ ტოვებენ, მაგრამ ვიცით, რომ ლამაზი ტყუპები ჰყავთ.


მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი. მეთიუმ ერთხელ შეამჩნია, რომ მგზნებარე ბრაზილიელი ქალბატონი დაბადების დღეს აღნიშნავდა. 5 წლის შემდეგ, კამილამ თვითონ შესთავაზა დაქორწინება. მათ ახლა სამი შვილი ჰყავთ.



ისინი, ვინც გულის ბრძანებას მიჰყვნენ

image

ქეით ბლანშეტი და ენდრიუ აფთონი. "როცა პირველად შევხვდით, ვიფიქრე, რომ ენდრიუ ამპარტავანი იყო, მან კი იფიქრა, რომ მიუწვდომელი ვიყავი, შემდეგ, ერთ საღამოს საუბრისას მან მაკოცა", - იხსენებს ქეითი.


კრისტინა ჰენდრიქსი და ჯეფრი არენდი. ქრისტინა იყო ის, ვინც მობილურის ნომერი სთხოვა ჯეფრის გაცნობისას და პირველადაც მან განაცხადა თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ.

0
944
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0