x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ლადო გუდიაშვილი

image „ლამაზმანი ტბის პირას“

ლ. გუდიაშვილი (1930-40 წწ.)

პეიზაჟი, რომელიც ერთი შეხედვითაც კი ნამდვილ არკადიას მოგაგონებთ და პელოპონესის პერიფერიებში გამოგზაურებთ . ეს პასტორალური შედევრია მხატვრობისა, რომლის სიუჟეტი სიმშვიდის ყველაზე ღრმა შრეებში ჩაგძირავთ . ულამაზესი, გაშიშვლებული ქალბატონის ფიგურა, აღმოსავლური სინაზისა და სიმსუბუქის გამოვლინება, რომელიც, იდეალურად შეზავებული მწვანე ტონების წყალობით, ჰარმონიულად ერწყმის უკანა პლანზე გამოსახულ იდილიურ კავშირს მწყემსსა და მის ფარას შორის. ეს „პატარა ნაწარმოები“ ნამდვილად სამარადჟამოდ შეასრულებს სამკურნალო ელექსირის როლს ადამიანთა ცხოვრებაში და სიშიშვლისა და უმანკოების ასეთი თვალსაჩინო შერწყმა, ყოველთვის აღფრთოვანებას გამოიწვევს ჩვენში.

ქართველი გოიას (ხშირად მოიხსენიებდნენ ლადო გუდიაშვილს
ამ სახელით, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ გოიას სურათები მისთვის როგორც აღფრთოვანების
საგანი, ასევე უწყვეტი შთაგონების წყარო იყო ) ეს შემოქმედება, მისი ანტიფაშისტური
ციკლის ნაწილია, რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, კერძოდ 1942-43 წლებში უდიდესი
შრომის შედეგად შექმნა. იგი ხატავდა მითოლოგიურ მონსტრებსა და არსებებს, გაშიშვლებულ
ქალღმერთებს და ლამაზმანებს, სადაც უწყვეტი ჭიდილი ერთ გაშეშებულ წამში აისახებოდა.
აკვირდებით სურათს და გრძნობთ, როგორ ასახიჩრებენ, ანაკუწებენ და შთანთქავენ პირველნი
მეორეს და თითქოს ეს არის ხმამაღლა გამოხატული შეტყობინება იმისა, რომ ნელ-ნელა ნადგურდება სილამაზის, კულტურის,
ღირებულებებისა და მათთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრების უკანასკნელი ნარჩენები .



image
სიშიშვლე ლადო გუდიაშვილის მხატვრობაში ჩვეულებრივი გამოვლინებაა. იგი ქალს სილამაზისა და სიკეთის საწყისად თვლიდა და მისი იდეალური სხეულის ფორმების წარმოჩენის პარალელურად მხატვარი ზრუნავდა იმაზეც, რომ ამ საოცარი ქმნილების ბუნებასთან ორგანული შერწყმა მომხდარიყო. იგი გამოსახავდა ცხოველებს მოქმედებაში (მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ვერ ვუწოდებთ ანიმალისტ მხატვარს) და ამით თითქოს ავსებდა და ანეიტრალებდა სურათს. უმოქმედო, მაგრამ ემოციებით დახუნძლული ლამაზმანი და მოკუნტრუშე შველი, რომელიც სილაღის ასოციაციას იწვევს და ხეებისა, მდელოებისა თუ ბუჩქებისთვის განკუთვნილი მწვანე ელფერი დაჰკრავს, ეს კარგად არის ასახული მის ნამუშევარში „მობანავე ტბის პირას“.

საერთო ჯამში კი იქმნება ჰამონია, რომელიც ნებისმიერ სულიერ საზრდოს უნდა ახლდეს თან და ფორიაქის მარწუხებიდან თავის დაღწევაში დაგეხმაროს.






0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0