x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
70 წლის ქალმა თავისი ფოტოებით ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა
imageკეროლინ ჰარტცმა ცოტა ხნის წინ გაითქვა სახელი თავისი ფიზიკური ფორმებით და მიღწევებით. ის ბიზნესლედია, კომპანია SweetLife-ის მფლობელი, რომელიც შაქრისშემცვლელ ქსილიტს აწარმოებს. კეროლინი ამტკიცებს, რომ მისი ახალგაზრდობის საიდუმლო შაქარზე უარის თქმის და ცოტათი სპორტის დამსახურებაა.


“ყურადღება უნდა მიაქციოთ რას ჭამთ და როგორ მოძრაობთ"-ამბობს კეროლინი.

image70 წლის ბებია ამტკიცებს, რომ მისი გარეგნობა შაქრისშემცვლელების დამსახურებაა, რომელსაც შაქრის ნაცვლად იყენებს უკვე 30 წელია, მაგრამ ინტერნეტმომხმარებლები მის განცხადებას ირონიით და სკეპტიციზმით შეხვდნენ. აი, რამდენიმე კომენტარი:


“მის სახეზე ხომ აშკარაა პლასტიკური ქირურგიის კვალი, მკერდის ასეთ ფორმასაც ამ ასაკში ვერ შეინარჩუნებდა"


image“მე რომ მასავით მდიდარი ვიყო და ჩემი სიმდიდრე ქსილიტებზე იყოს დამოკიდებული, მეც ყველას მოვუყვებოდი თუ რა სასარგებლოა მათი მიღება"


image“ძალიან ულამაზო საქციელია ხალხის გასულელება, რომ შენი პროდუქცია გაასაღო"

image“ღმერთო, როცა 70 წლის გავხდები ნორმალური მოხუცი ვიქნები, დავტკბები ცხოვრებით და სახის გადაჭიმვაზე არ ვინერვიულებ"


“კარგად იმიტომ გამოიყურება, რომ საკმარისი დროც აქვს და ფულიც რომ ძვირადღირებული მომსახურება და მოვლა მიიღოს თავისი თავისთვის"


და თქვენ რას ფიქრობთ?:)

0
763
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0