x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
11 შეცდომა, რაც ტელეფონს გიფუჭებთ

imageროცა ძვირფას სმარტფონს ვყიდულობთ, რა თქმა უნდა გვსურს, რომ დიდხანს გვემსახუროს. მაგრამ ხშირად ყველაზე ფაქიზი მოპყრობაც კი არაა იმისი გარანტი, რომ ხანგძლივად და ხარისხიანად იმუშავებს. მაინც ვინაა დამნაშავე, როცა ტელეფონი კარგად არ მუშაობს? ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. თუ მათ გავითვალიწინებთ, სმარტფონი ძალიან დიდხანს მოგვემსახურება. პირველ რიგში აკუმულატორს დასვენება სჭირდება, რისთვისაც კვირაში ერთხელ მაინც რამდენიმე საათით უნდა გამოვრთოთ და დავასვენოთ.

ტექნიკასთან მოურიდებელი და უყურადღებო დამოკიდებულება იწვევს სწორედ მის დაზიანებას. ბევრი თვლის, რომ თვითონ ადამიანს აქვს ასეთი ენერგეტიკა, მაგრამ ვინც მუშაობს მათ შეკეთებაზე, ყველა ამტკიცებს, რომ ხარვეზები არასწორი მოპყრობის ბრალია.

გთავაზობთ ყველაზე საშიშ შეცდომებს, რომლის გათვალისწინების მერე, ტელეფონი დიდხანს მოგემსახურებათ!

1. როცა ტელეფონს არასდროს თიშავთ;

იმისათვის, რომ მოწყობილობამ დიდხანს იმუშაოს, საჭიროა კვირაში ერთჯერ მაინც გამოთიშოთ. ეს აკუმულატორს აუცილებლად სჭირდება.

2. გავიწყდებათ Wi-Fi და Bluetooth-ის გამორთვა;

მათი გათიშვა ტელეფონს სიცოცხლეს გაუხანგძლივებს და დატენვაც ხშირად აღარ დასჭირდება.image

3. როცა ხმარობთ ტელეფონს ძლიერ ყინვაში;

თუ ქუჩაში ყინავს, მოერიდეთ აპარატის ჯიბიდან ამოღებას! ის არაა გათვლილი ყინვაში სარგებლობისთვის, ასევე არც სიცხეში. თუ ტემპერეატურა 30 გრადუსს აჭარბებს, მოერიდეთ მის ხმარებას.

4. როცა ტელეფონს დასატენად მთელი ღამით ტოვებთ;

თუ მთელი ღამით დატოვებთ, აკუმულატორი დაიტენება სრულად, 100 % -ით. ეს მისთვის საზიანოა, დატენეთ ყოველთვის 95-97 % -ზე და დიდხანს მოგემსახურებათ.

5. როცა ტენით ან ცლით ბოლომდე;

როგორც უკვე ვთქვით, ბოლომდე დატენვა არ უხდება, მაგრამ ასევე აფუჭებს სულ დაცლა. აპარატი ყველაზე კარგად მუშაობს 50 - 80 % - ზე. ასე, რომ შეეცადეთ იქონიოთ ამ პროცენტულ მაჩვენებელზე.

6. ხმარობთ ყალბ დამტენს;

სატენები ხირად ფუჭდება ან იკარგება, მერე ვყიდულობღ იაფიან მსგავს სატენს. არ ღირს ამის გაკეთება! თუ სატენი ორიგინალი არ არის, ტელეფონის გაფუჭების ალბათობა საგრძნობლად იზრდება. აკუმულატორი ნელ-ნელა ფუჭდება.image

7. გავიწყდებათ ტელეფონის გაწმენდა;

იქონიეთ სმარტფონი სუფთად. აუცილებლად გაწმინდეთ ეკრანი ნოტიო ხელსახოცით, ყურსასმენის და სატენის ხვრელები ამოასუფთავეთ კბილის ჯაგრისით. იქ შეიძლება მოხვედრილი იყოს ნამცეცები.image

8. სეირნობისას ტელეფონი ხელში გიჭირავთ;

სეირნობისას, თუ ტელეფონი ხელში გვიჭირავს, დიდია იმისი ალბათობა, რომ გამოგვგლიჯონ ან ძირს დაგვივარდეს.

9. როცა პაროლი არ გიყენია;

გაითვალისწინე, რომ პაროლით იცავ შენს მონაცემებს და გატაცებული ტელეფონი შეიძლება დაგიბრუნონ.

10. არ თიშავ გეოლოკაციის ფუნქციას;

ჩართეთ ეს ფუნქცია მხოლოდ იშვიათ საჭირო შემთხვევებში. ამით აიცილებთ აკუმულატორის დაზიანებას.

11. არ თიშავთ შეტყობინებებს;

ისინი ეკრანის და აკუმულატორის მკვლელებია. გამორთეთ ყველა, დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი პროგრამები.


იხმარეთ ტელეფონი აკურატულად, გაითვალისწინეთ რჩევები!image





როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა



როგორ გადავიღოთ საოცარი ფოტოები. "daily mail" - ის ფოტოგრაფების მასტერ კლასი(+ფოტოები)


მოაშორეთ ბუზები თქვენს სახლს სამუდამოდ - უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი



8 სუნი რომლისაც კოღოებს ეშინიათ

0
510
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
510