x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შიზოფრენია
როდესაც ვსაუბრობთ პიროვნების ფსიქიკურ აშლილობაზე, ხშირად წარმოდგენილი გვყავს ადამიანი შიზოფრენიკი.შიზოფრენია ეს არის მძიმე ფსიქიური აშლილობა, რომლის დროსაც ცნობიერება იშლება ფრაგმენტებად, აზროვნება და რეალობის აღქმა დამახინჯებულია.

დაავადება შეიძლება დაიწყოს შეუმჩნევლად და თანდათანობით განვითარდეს.ადამიანი იკეტება საკუთარ თავში, უჭირს ელემენტარული ურთიერთობა გარშემომყოფებთან, აღენიშნება ხასიათის ხშირი ცვალებადობა. რა თქმა უნდა ეს სიმპტომები არ ნიშნავს უეჭველი ამ დაავადების ქონას, ასეთი ქცევა შეიძლება მაგალითად მოზარდის გარდატეხის ასაკის, კრიზისული პერიოდის მიზეზიც იყოს.მდგომარეობა ყურადსაღებია თუ პიროვნებას აღენიშნება ჰალუცინაციები, ბოდვა, მეტყველების დარღვევა.

შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს ესმის ხმები რომლებიც არ ესმით სხვა ადამიანებს, ის დარწმუნებულია რომ ვიღაც კითხულობს მის აზრებს, ან აწყობს შეთქმულებას მის წინააღმდეგ ზიანის მიყენების მიზნით. შესაბამისად ეს განცდები ბადებს ადამიანში ძლიერი შიშის გრძნობას, შფოთვას რაც უბიძგებს მას განმარტოებისკენ და იზოლირებისკენ.პაციენტს შეუძლია საათობით იჯდეს უმოძრაოდ და ჩუმად, ან ილაპარაკოს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ფრაზები, ან და საერთოდ არ ემჩნეოდეს ავადმყოფობა მანამ, ვიდრე არ დაიწყებს საუბარს იმის შეასახებ რასაც ფიქრობს.

ჰალუცინაციები შეიძლება იყოს სმენითი, ხედვითი, ყნოსვითი, შეხებითი.ავადმყოფი ხედავს არ არსებულ საგნებს, არსებებს. ჰგონია მაგალითად რომ, მისი აზრები ვიღაცამ მოიპარა, ან ისევ ჩაუდო თავში.ან მას ესაუბრება ხმა სხეულის რომელიმე ნაწილიდან, მაგალითად მუცლიდან. ჰგონია რომ ვიღაც ეხება, სცემს, ან უბრძანებს რაიმეს გაკეთებას .შეიძლება შეიგრძნობდეს მყრალ სუნს რომელიც სინამდვილეში არ დგას და ა.შ.


პაციენტს დაქვეითებული აქვს ინფორმაციის აღქმის, დამახსოვრების, გაანალიზების უნარი.ვერ ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, შეიძლება ჰქონდეს სრული აპათია, ან პირიქით იყოს უაზროდ აჟიტირებული და უმიზეზოდ იცინოდეს.შეიძლება სრულიად არ იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს.

შიზოფრენიის წარმოშობის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ამ დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ცუდი სოციალური გარემო და პირობები, სტრესული სიტუაცია, ნარკოტიკების მიღება ან გენეტიკური მიდრეკილება.

შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის საშიში არ არის, იგი ამჯობინებს რომ თავი დაანებონ . სუიციდისკენ მიდრეკილება უფრო ხშირია მამაკაცებში.

შიზოფრენიის განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა ბოლო 30 წლის კვლევებმა აჩვენა რომ მკურნალობის შედეგად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება იმ დონემდე,
რომ მას შეუძლია სრულყოფილი და დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვროს.


image

0
109
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ნატროშვილი
თამარ ნატროშვილი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0