x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კრიმინალური არქივიდან:წარმოუდგენელი სისასტიკე- ორი დაქალის ტრაგიკული ისტორია ანუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანის ზნეობა

image


ჯემილა ტუნსტეილი და ტიფანი ჰალი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ ქალაქ
სენტ-ლუისში( ილინოისის შტატი-ა.შ.შ).ისინი განუყრელ მეგობრებად
ითვლებოდნენ.როცა წამოიზარდნენ უკვე ბიჭებისკენ გახედვაც დაიწყეს.თუმცა
საპირისპირო სქესის ყურადღების ცენტრში უფრო ჯემილა იყო. იგი
მხიარული, მინიატურული, კოხტა ტანით გამორჩეოდა, რაც მის დაქალს ტიფანის
დისკომფორტს უქმნიდა, -იგი მოუქნელი, ტლანქი და ზორბა ტანისა იყო. მალე
ჯემილა დაფეხმძიმდა. მან გახარებულმა აცნობა მეგობარს, რომ მალე დედა
გახდებოდა.ტიფანის გულში შურის ნაპერწკალმა გაირბინა...


მაგრამ მალევე ტიფანიც დაორსულდა და ახლა განუყრელი დაქალები ორივე ბავშვის მოლოდინში იყო.მალე ჯემილას ბიჭი შეეძინა, ხოლო ტიფანის გოგო, -თუმცა ბავშვი აუიტიზმით დაავადებული აღმოჩნდა.მასში კიდევ ერთხელ გაირბინა ეგოიზმმა და
შურმა.


მალევე ორივე დაქალი შვილების მამებმა მიატოვეს, მაგრამ გოგონები სულიერად
მაინც არ დაცემულან.ჯემილამ შემდგომში კიდევ ორი ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა,
შემდეგ ცხოვრების თანამგზავრიც იპოვა და ბედნიერი ოჯახიც
შექმნა.



ტიფანის შური და ღვარძლი ნელ-ნელა ივსებოდა(თუმცა გარეგნულად
ჩვეულებრივად იქცეოდა).მალე ტიფანიც ყურებამდე შეყვარებული გახდა.მას
საზღვაო ოფიცერი შეუყვარდა, თუმცა მისი ბედნიერება დიდხანს არ
გაგრძელებულა.მისი სატრფო ჯარში გაიწვიეს, ამასობაში კი ჯემილა მეოთხედ
დაფეხმძიმდა.ტიფანის ბოღმას უკვე საზღვარი არა აქვს, მან წარმოუდგენელი,
უსასასტიკესი განზრახვა ჩაიფიქრა:ვითომ თვითონაც ფეხმძიმედ იყო.(ამის შესახებ
თავის შეყვარებულს, საზღვაო ოფიცერსაც აცნობა.) დაიწყო სიარული სამედიცინო კოლეჯში ბებია-ქალის შემსწავლელ კურსებზე.პარალელურად შეიძინა სამედიცინო იარაღები.

image

ყოველივე ამის შემდეგ ტიფანიმ ფეხმძიმობის მე-7 თვეში მყოფი ჯემილა სახლში დაპატიჟა.იგი სააბაზანოში მოკლა და საკეისრო კვეთით ბავშვი ამოიყვანა, თუმცა დედასთან ერთად ბავშვიც დაიღუპა...მაგრამ მისი წარმოუდგენელი
სისასტიკე ამით არ დამთავრებულა, იმით გაბოროტებულმა, რომ ბავშვის
შენარჩუნება ვერ შეძლო, მოტყუებით გამოიყვანა სახლიდან ჯემილას 3
მცირეწლოვანი ბავშვი და თავისთან სახლში დახოცა.

image

ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა იგი ამის შესახებ თავის შეყვარებულს
გამოუტყდა.შოკირებულმა მამაკაცმა დაუყონებლივ პოლიციას აცნობა.


2006 წლის ოქტომბერში ილინოისის სასამართლოში პროკურორი ტიფანი ჰალის სიკვდილით დასჯას ითხოვდა, თუმცა მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


image

0
1159
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0