x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აი რატომ არ უნდა დაალევინოთ ჩვილს დიდი რაოდენობით წყალი!– ეს ბევრმა არ იცოდით
ბუნებამ მოგვცა ელექსირი, რომელსაც შეუძლია შეუნარჩუნოს ჩვენს ორგანიზმს სილამაზე და ჯანმრთელობა და რაღა თქმა უნდა ეს არის წყალი. წყალს შეუძლია მთელი დღის მანძილზე დაგვმუხტოს ენერგიით, შეუნარჩუნოს კანს ფერი და დაეხმაროს ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების გამოდევნაშიც. მაშასადამე წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე 7 დღეს ძლივს გაძლებს. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს; 18 წლის ასაკისთვის ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე; ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.


image


ისევე, როგორც დედამიწის სხვა ყველა ცოცხალი არსება, ბავშვებიც ვერ გაძლებენ სასმელი წყლის გარეშე, თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა თუ რატომ არ შეიძლება ჩვილებს ექვს თვემდე ვასვათ წყალი. ალბათ ბევრი იტყვით გამოხდილი და გაფილტრული შეიძლებაო, თუმცა არა, არანაირი წყალი არ შეიძლება! მაშ რა ვასვათ ბავშვს, მასაც ხომ აქვს წყლის წყურვილის რეფლექსი? ექიმები გვპასუხობენ, რომ დედის რძეში არის მისთვის საჭირო ყველა ფორმულა, 80% -ზე მეტი კი წყალი. სწორედ ამიტომ არაა საჭირო ექვს თვემდე მივცეთ ჩვილს სასმელი წყალი.


რას გამოიწვევს ჩვილებში ექვს თვემდე წყლის მიცემა?



წყლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ ჩვილში შეიძლება გამოიწვიოს წყლის ინტოქსიკაცია, რაც სუსტი კრუნჩხვითი და სხვა სიმპტომებით შეიძლება ფარულად განვითარდეს. ამიტომ ცხელ ამინდსა თუ ყაბზობის დროსაც არაა რეკომენდებული მივცეთ ბავშვს წყალი, ხოლო თუ დედა ატყობს, რომ მას წყურვილის გრძნობა აქვს, უნდა დაუკმაყოფილოს ძუძუთი კვებით.


თუ აქამდე ასმევდით მას წყალს მცირე რაოდენობით, ნუ შეგეშინდებათ, ჩვილი არ მოიწამლება, მოწამვლა ხდება მხოლოდ დიდი რაოდენობით წყლის მიღების დროს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვები მხოლოდ ძუძუთი კვებოთ!




იხილეთ აგრეთვე:


ამ შეცდომას დედები ხშირად უშვებენ საჭესთან– თუ შენ მძღოლი დედა ხარ, ეს აუცილებლად უნდა იცოდე!

ყურის საწმენდი ჩხირების გამო ათასობით ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. რა მოხდა?!

აღარ უყიდოთ ბავშვს ეს ფეხსაცმელი! შოკისმომგვრელი შემთხვევა

როგორ გავუღვიძოთ მადა უჭმელ ბავშვებს? ეს ხრიკები ნამდვილად გამოგადგებათ

თუ ბავშვი უმიზეზოდ ტირის, აუცილებლად შეუმოწმეთ ფეხები! აი რატომ

როგორ დავიცვათ ბავშვი ავი თვალისგან
თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ!
როგორ ამოვიცნოთ რომელი ვიტამინი გვაკლია? გაითვალისწინეთ!
თუ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვთან ერთად დადიხართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
ახალი ვირუსი გზაშია, რომელიც "მენინგიტსა და ენცეფალიტს" იწვევს. როგორ დავიცვათ ბავშვები?
აღარასოდეს დააწვინოთ ბავშვი დივანზე. აი რა საფრთხეს შეიცავს ეს ფაქტი
ყველაზე დიდი შეცდომები, რომელთაც შვილის აღზრდის დროს ვუშვებთ
რა წონის და სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი 1 თვიდან - 3 წლამდე?
იმისათვის, რომ შვილი სწორად ავღზარდოთ...
არ გადააგდოთ ამოღებული, ბავშვის სარძევე კბილი! და, აი რატომ


0
1542
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0