x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სასწრაფოდ! არის თუ არა კიბოს მაპროვოცირებელი ეს უგემრიელესი პროდუქტი "ნუტელლა"?

image პალმის ზეთი ასეულობით საკვებ პროდუქტში გამოიყენება, მაგრამ ყველაზე პოპულარული პროდუქტი მათ შორის ნუტელაა, რომელიც შეიცავს "პოტენციურად კარცეროგენულ" პალმის ზეთს, რძის ფხვნილს, კაკაოს, შაქარს და თხილს.ინგრედიენტებში ნაჩვენებია იმაზე მეტი რაოდენობის პალმის ზეთი, ვიდრე მწარმოებელი კომპანია ჯერ კიდევ გასულ წელს ამტკიცებდა. ზემოთ მოცემული ვირუსული ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს თითოეული ინგრედიენტის პროპორცია, ასახავს პალმის ზეთის საკმაოდ დიდ რაოდენობას, რაც საზოგადოების აღშფოთების საგნად იქცა.მედიაში გავრცელებულმა ფოტომ სერიოზული ისტერია გამოიწვია მომხმარებლებში, რადგან ნუტელა ერთ - ერთ ყველაზე მოთხოვნად და ყველაზე პოპულარულ საუზმედ ითვლება მთელ მსოფლიოში.მწარმოებელ კომპანიას ინგრედიენტების პროპორციის სრული ანალიზი მოთხოვეს, მაგრამ როგორც წყარო წერს, - " ეს მათი დიდი საიდუმლოა, რომელიც პოპულარულს ხდის ნუტელას და არანაირი სურვილი არა აქვთ სრული ჩამონათვალი გაასაჯაროონ, თუნდაც ყველაზე უარესი პიარი გაუკეთონ ამ უგემრიელეს პროდუქტს, რადგან ეს ჩვენი უნიკალური რეცეპტია".

ნუტელას მწარმოებელმა კომპანია "ფერერომ" შარშან განაცხადა რომ პალმის ზეთი, რომელსაც ისინი იყენებენ, უსაფრთხოა. როგორც კვლევამ აჩვენა, პალმის ზეთი კანცეროგენს გამოყოფს 200 გრადუსზე დუღილისას. აღნიშნულ პროდუქტს სწორედ 200 გრადუსზე ადუღებენ დამუშავებისას, რათა ის გათავისუფლდეს სპეციფიური სუნისა და წითელი ფერისგან.

ჯერ კიდევ გასულ წელს ხელახლა დადგა დღის წესრიგში საკითხი – არის თუ არა კიბოს მაპროვოცირებელი პალმის ზეთი, რომელსაც ნუტელა შეიცავს? imageევროპის კვების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ერთი წლის წინ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც წერია, რომ 200 გრადუსზე გაცხელების შეთხვევაში, პალმის ზეთი გამოყოფს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. მართალია, პროდუქტის გამოყენება არც აკრძალულა და არც რაიმე რეკომენდაცია გამოცემულა, თუმცა, ითქვა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები.სამწუხაროდ, კომპანია არც ადასტურებს და არც უარყოფს ვირუსულად გავრცელებულ ფოტოზე ნამდვილად მათი წარმოებული პროდუქტია თუ არა.image

0
135
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0