x
image
alex999
Mediator image
გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახებ!

გარგარი - ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი. გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტონა 1 ჰა-ზე.


გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ღვინის მჟავებს, შაქარს, სახამებელს, რკინას, ფოსფორს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მაგნიუმს, ვერცხლს, იოდის ნაერთებს, С, В, Р, Н, Е ვიტამინებს, პექტინებს.

image


გარგარი მნიშვნელოვნად ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს, არეგულირებს სისხლის წარმოების პროცესს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობასა და მეხსიერებას. იგი ჩინებული საშუალებაა ყაბზობის წინააღმდეგ. გააჩნია შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების მარილებს.


image
გარგარს გააჩნია მადისაღმძვრელიანობის უნარი. შეიცავს ბლომად რკინას და გამოიყენება სისხლის მკურნალობაში. მის შემადგენლობაში შემავალი მინერალური მარილები ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის დაშლას. მინერალური მარილების გარეშე, შეუძლებელია ადამიანის ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების მუშაობა. კალიუმის მარილები ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილებს გამოდევნის, ეს უკანასკნელი კი არასასურველია დიდი რაოდენობით, რადგან სითხის გამოდევნას უწყობს ხელს.


image


გარგრის სასარგებლო თვისებები


1. სხეულზე მოქმედება - როგორც ზემოთ ვახსენეთ, გარგარი უხვი რაოდენობით რკინას შეიცავს, რაც ანემიის საწინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, სისხლში შეგროვილ მავნე ნივთირების განდევნა შეუძლია.


2. გარგარი, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება - იაპონელ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარგარი ყოველთვის კლავს კიბოს უჯრედებს და ეფექტური საშუალეება სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ორგანოებს იცავს!

3. გარგარი ყაზბობის პრობლემასაც აგვარებს - გარგარი შეიცავს ცელულოზას და პექტინს საკმაო რაოდენობით, რაც ყაზბობის საწინააღმდეგოდ ეფექტურია.


4. გულს იცავს - ვინაიდან გარგარი შეიცავს C -ვიტამინს და ლიკოპინის ტიპის ანტიოქსიდანტებს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ეს ანტიოქსიდანტები, გულის შეტევის რისკს ამცირებენენ, გარდა ამისა ცუდ ქოლესტერინს ამცირებენ.


გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა, გარგარი ეფექტურია ანემიის წინააღმდეგ, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს ასთმას, არის დიეტური და რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში!


image


გარგრის უარყოფითი თვისებები


როგორც ყველა სასარგებლო პროდუქტს, გარგარსაც გააჩნია უარყოფითი თვისებები. მისი მიღება დაუშვებელია უზმოზე, ხორცის და ძნელად მოსანელებელი პროდუქტების მიღების შემდეგ - ამან შესაძლოა, საჭმლის მონელების პროცესი დაარღვიოს. ცოცხალი გარგარის მიღება უკუნაჩვენებია მომატებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებების დროს. გარგარის მიღება უნდა შეიზღუდოს პანკრეატიტისა და ღვიძლის პათოლოგიებისას. განსაკუთრებით უკუნაჩვენებია გარგარის ნებისმიერი სახით მიღება დიაბეტის დროს - იგი ზედმეტად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ასევე, დღეში 10-15-ზე მეტი ცალი გარგარის მირთმევის შემთხვევაში შესაძლოა, დიარეაც კი დაგვემართოს.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რა საფრთხეს უქმნის მზის ტყუპისცალი - "ნემესისი" დედამიწას?

2. საკვები პროდუქტები, რომელიც ივნისში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!

3. ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!!

4. თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

5. იცოდით თუ არა ალუბლის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ?

6. ყველაზე სისხლიან მებრძოლთა 12 გაერთიანება

7. ორსული "მამა", ამ ზაფხულს გააჩენს - კიდევ ერთი შოკი!!!




0
2493
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0