x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როდის არის მამების დღე და რა იქნებოდა მათთვის იდეალური საჩუქარი

მამა

დედა თუ მამა? - ბავშვი საუბარს ამ ორიდან ერთ-ერთი სიტყვით იწყებს. მშობლები
ყოველთვის დიდი ემოციით ელიან მათი პატარას პირველ სიტყვას, პირველ ნაბიჯს, პირველ კბილს, პირველ დღეს ბაღში, სკოლაში და ასე მთელი ცხოვრება...

მშობლები მუდმივად ბავშვების კეთილდღეობასა და წინსვლაზე ზრუნავენ და ყველაფერს ამ მიზანს სწირავენ. ამიტომაც არსებობს დედის დღე, რომელიც ყველამ იცის და ყველა ადამიანი საკუთარ დედას განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს და, ასევე, არსებობს მამის დღე, რომელიც თითქმის არავინ იცის და არც არავინ ჩუქნის მამას საჩუქარს.

დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო გენდერული თანასწორობისკენ ისწრაფვის
და ქალისა და მამაკაცის ფუნქციების გათანაბრებას ითხოვს, სწორი არაა, რომ მასშტაბურად აღინიშნება დედის დღე და ფაქტობრივად, არ აღინიშნება მამის დღე.

ამ საკითხზე "ჰოთსეილმა" ჩაატარა გამოკითხვა, რომლის პასუხებმაც საკმაოდ
საინტერესო სურათი დახატა. გამოკითხულთა 99 პროცენტმა იცის, როდის არის დედის დღე.


97 პროცენტს კი მიუღია ან უჩუქებია საჩუქარი დედის დღესთან დაკავშირებით. რადიკალურად განსხვავებულია სიტუაცია მამის დღესთან დაკავშირებით. 78 პროცენტმა არ იცის, თუ როდის არის მამის დღე. 84 პროცენტს კი არასდროს მიუღია ან უჩუქებია საჩუქარი მამის დღესთან დაკავშირებით.

სიტუაცია აშკარად უსამართლოა. დღეს, როცა ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობს
ბავშვის აღზრდაში, მამებსაც სჭირდებათ ერთი დღე, როცა მილოცვებს მიიღებენ და მიხვდებიან, რომ შვილები მათაც აფასებენ.

სწორედ ამიტომ "ჰოთსეილმა" დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად მამის დღის
პოპულარიზაციას ისახავს. #მამებზეცზრუნავენ - სწორედ ასე ჟღერს კამპანიის სლოგანი და ის ყველას მოუწოდებს მამებსაც ვუთხრათ, როგორ გვიყვარს, როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში, გავუკეთოთ სიურპრიზები, მცირედი საჩუქარი, რაც მათ გულს გაახარებს და უბრალოდ, ვიზრუნოთ მამებზე.


მამა


მამის დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება მამებისთვის პატივის მისაგებად.
ბევრგან ის ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყანაში წმინდა იოსების
ხსენების დღეს ემთხვევა. დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან. მან დღესასწაული მიუძღვნა საკუთარ მამას - უილიამ სმარტს, რომლის მეუღლეც მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ გარდაიცვალა და მან ექვსი შვილი მარტომ გაზარდა.

აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს.

მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო
საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-ისა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაციის Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.

1
131
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
131
  
2017, 9 ივნისი, 22:51
სასიამოვნო წამოწყებაა
0 1 1