x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
7 რამ "Wonder Woman"-ის შესახებ
image




1. გალ გადოტი 18 წლის ასაკში გახდა "მის ისრაელი 2004". ისრაელი გალს "მის სამყარო"-ზეც უნდა წარედგინა, სწორედ მაშინ, მან მიზნად დაისახა რომ კონკურსში არ უნდა გაემარჯვა, ვინაიდან თვლიდა, რომ მსგავსი ცხოვრების სტილი არ შეეფერებოდა. ეს განცხადება მან ჯიმი კემელის შოუში 2016 წელს გააკეთა.


2. ის ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში. როდესაც გალი ოცი წლის გახდა, გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ისევე როგორც იწვევენ ისრაელის ყველა მოქალაქეს. როდესაც ფილმის "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ" გადაღებებისთვის მზადება მიდიოდა, გადოტმა გამოუცხადა ხალხს - "ისრაელის მოქალაქეობის განუყოფელი ნაწილია სამხედრო სამსახურში წასვლა. ეს გზა გამოიარეს ჩემმა მეგობრებმა, მშობლებმა და მათმა მშობლებმა."


3. უნივერსიტეტში გადოტი სამართალმცოდნეობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლებოდა. როდესაც რეჟისორმა როლზე დაამტკიცა, ის ფიქრობდა რომ ზედმეტად ჭკვიანი და სერიოზული იყო იმისთვის რომ მსახიობი გამხდარიყო.



4. პირველი კინო როლი მსახიობმა 2009 წელს მიიღო ფილმში "ფორსაჟი", სადაც თამაშობდა ნაროტიკებით მოვაჭრესა და იარაღების ექსპერტს.


გალ


5. გალმა მეუღლე, უძრავი ქონების დეველოპერი იარონ ვარსანო, უდაბნოში გაიცნო. როგორც ჟურნალ "Glamour" თან საუბრისას აღმოჩნდა, წყვილი ერთმანეთს საერთო მეგორბებმა ისრაელში, ძალიან უცნაურ უდაბნოს წვეულებაზე გააცნეს. "ვაკეთებდით იოგას, ვჭამდით ჯანსაღ საკვებს. მართალია იქ საკუთარი თავები არ გვიპოვია, თუმცა ერთმანეთი ვიპოვეთ." წყვილი თითქმის ცხრა წელია დაქორწინებულია და ჰყავთ ორი ქალიშვილი, ალმა და მერი.


გალ


6. 2015 წელს გალმა და იარონმა თავიანთი სასტუმრო "The Varsano" 26 მილიონ დოლარად გაყიდეს.


7. მსახიობს ჰყავს ძაღლი სახელად ლოლა.


0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:Interstellar
Interstellar
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0