x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
როგორ შევარჩიოთ ვიწრო ჯინსი:6 წესი,რომელიც უნდა იცოდეთ
image

ვიწრო ჯინსი ალბათ ნებისმიერი ქალის გარდერობშია, მაგრამ იცით კი, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად?

1.მაღალი წელი

image


მაღალწელიანი ჯინსს დაბალწელიანთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ კარგად მალავს სხეულის ნაკლოვანებებს, სავსე გვერდებს და ფეხებსაც ვიზუალურად უფრო აგრძელებს.

2.ხარისხიანი ელვა შესაკრავი

image

აუცილებლად შეამოწმეთ ყიდვამდე ელვა შესაკრავი, ის არ უნდა იჭედებოდეს, თორემ შესაძლოა უდროო დროს გიმტყუნოთ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

3.შარვლის სიგრძე

image

“ნამდვილი" ვიწრო ჯინსის სიგრძე იქ უნდა მთავრდებოდეს, საიდანაც კოჭის ძვალი იწყება. უფრო მოკლე “სკინი" თქვენს ფეხებს მასიურს წარმოაჩენს, უფრო გრძელი კი უსიამოვნო შესახედი იქნება.

4.უკანა ჯიბეები

image

მნიშვნელოვანი დეტალია უკანა ჯიბეები:განლაგებული უნდა იყოს მაღლა, სწორად და ერთმანეთთან ახლოს.

5.დგომა

image

მიუხედავად სახელწოდებისა “სკინი"-ეს არ ნიშნავს, რომ მართლა როგორც საკუთარ ტყავში, შარვალში ისე ჩაძვრეთ.აუცილებლად შეამოწმეთ კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს ჯდომისას, მოხრისას და მოძრაობისას.

6.ჯინსი არ უნდა “ამოგეჭედოთ"

image

წინააღმდეგ შემთხვევაში ყველასთვის ცნობილი camel toe-დ წოდებული ეფექტის მსხვერპლი გახდებით.



0
294
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0