x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ის, რაც ჰაერივით გვჭირდება

image

რა არის ის, რაც ჰაერივით გვჭირდება? სიყვარული, მეგობრება, წყალი, საკვები? ერთი შეხედვით ის თითქოს არცაა მნიშვნელოვანი, თითქოს ეს თავისთავადი მოვლენაა რაიმე განსაკუთრებულობის გარეშე, მაგრამ საკმარისია წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი უმისოდ და ნათელი გახდება ჩვენთვის თუ როგორი რთული იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე.

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ენაა, რომელიც სინამდვილში არაჩვეულებრივი უნარია. სწორედ, ენა გვაძლევს საშუალებას გადავცეთ
ინფორმაცია ერთმანეთს, გავუზიაროთ საკუთარი შთაბეჭდილებები. იგი განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც მართლაც რომ ჰაერივით სჭირდება ადამინს.

ენა სოცილური მოვლენაა. იგი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაშია, მას მუდმავად ვიყენებთ, თუმცა ხშირად არ ვფიქრობთ ამაზე. ენა, რომელსაც გააჩნია საარტიკულაციო(დანაწევრებითი) ფუნქცია, რომლის შესახებაც მოსახლების 90
%-მა არ იცის, არის საფუძველი კომუნიკაციისა. სწორედ ამ ფუნქციის საშუალებით შეგვიძლია გავრდავქმნათ, ჩამოვაყალიბოთ, შევქმნათ ინფორმაცია და გადავცეთ მეორე ადამინს . არავინ იცის რა ხდება შავ ყუთში ( შავ ყუთს ლინგვისტები ტვინს უწდებენ) რომელშიც ჰაერისგან მიღებული ინფორმაცია გარდაიქმენა და ფონემების, ბგერების საშუალებით ისევ ჰაერს უბრდუნდება. ეს ის ფენომებია, რომელებიც ადამაინს ცხოველისაგან განასხვავებს. განა ცხოველები უტვინო არსებები არიან და არ აქვთ კომუნიკაციის და ექსპრესიის უნარი? მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს
სხვადასხვა სიგნალების, ჟესტების და მიმიკების ენით, მაგრამ არ შეუძლიათ ინფორმაციის საკუთარი ნებით გარდაქმნა და ახლის შექმნა. მათ არ აქვთ დუალობის ( მარტივი ელემენტებიდან რთული ელემენტების შექმნის ) და პროდუქტულობის ( ახალი ინფრომაციის შექნმის ) უნარი.


ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მოვლენა არაჩვეულებრივი, უნიკალურია. ენა ფენომენია, ურთულესი სისტემა, რომლის ამოხსნაც სრულად ალბათ შეუძლებელია. იგი ყოველთვისაა ჩვენს ცხოვრებრაში. არავინ იცის, როდის და ვინ შექმნა, მაგრამ
ფაქტია, რომ ის გენიოსი იყო, რადგან შექმნა უნიკალური სისტემა, რომელის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენლია.







ავტორი:ქრისტინე უგლავა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 1 კურსი


0
190
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0