x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორლანდოში(აშშ) მასიური სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
image


როგორც სამართალადამცევბი იტყობინებიან ინციდენტი არ არის ტერორისტული აქტი.СNN-ის ინფორმაციით ტრაგედიის მომწყობი პირი მკვდარია.


ორლანდოში(შტატი ფლორიდა) მასიური სროლის შედეგად მოკლულია არა ნაკლებ 5 ადამიანი, დაღუპულთა შორის თვით სისხლიანი დრამის მთავარი მონაწილეც არის.პოლიციამ გამორიცხა ტერაქტის ვერსია.


როგორც ადგილობრივი შერიფი იტყობინება, სისხლიანი გარჩევა ოფისში მოხდა, იქ მომუშავე ერთ-ერთმა განაწყენებულმა პირმა საკუთარი თანამშრომელები დახოცა.


image


პისტოლეტით და დიდი სანადირო დანით შეიარაღებული 45 წლის ჯონ რობერტ ნოიმან უმცროსი(John Robert Neumann Jr)ოფისში უკანა კარიდან შევიდა, დარბოდა შენობაში და თანამშრომლებს ხოცავდა, როგორც ერთ-ერთი გადარჩენილი მოწმე ყვება, "ნოიმანმა პისტოლეტი მომიშვირა და მითხრა, რომ შენობა დამეტოვებინა", ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.როგორც პოლიცია იტყობინება დაჭრილია კიდევ 8 ადამიანი.როგორც გაირკვა ნოიმანი ამა თვის აპრილის თვეში გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ფირმა მისაბმელიანი კემპინგ-ავტომობილებისთვის ჟალუზებს და დიზაინს ამზადებდა.

image

"შერიფის ოფისის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებულები, სიტუაცია კონტროლქვეშაა.არის მრავლობითი მსხვერპლი.დამატებით ინფორმაციას პირველსავე შესაძლებლობის შემდეგ მოგაწვდით"–ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის Twitter-ის გვერდზე.






0
153
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0