x
მეტი
  • 25.09.2017
  • სტატია:69576
  • ვიდეო:322128
  • სურათი:423231
ერნესტო ვალვერდე-ახალი თავი ბარსას ისტორიაში

image 2017 წლის 29 მაისიდან საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ერნესტო ვალვერდეს სახით. მისთვის ბლაუგრანა უცხო გარემოს არ წარმოადგენს. ის

1988-1990 წლებში ბარსაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში, პირველ სეზონში მან უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგო; ხოლო მეორე სეზონში

ესპანეთის სამეფო თასი. მან, როგორც მოთამაშემ კლუბი ამ მცირე მონაგარით დატოვა, თუმცა ფანტასტიკური შანსი აქვს მთავარი

მწვრთნელის პოსტიდან საფეხბურთო სამყარო დააჩოქოს. ბარსაში გადაბარგებიდან

პირველსავე პრესკონფერენციაზე ვალვერდემ აღნიშნა, რომ სურს მოიგოს ყველაფერი.

შეუძლებელია ეს სიტყვები ფუჭი იყოს. მიზნის მისაღწევად პირველად საჭიროა გქონდეს

ამ მიზნის რწმენა და სრულად დაიხარჯო მის მოსაპოვებლად. თავი წარმოიდგინეთ

ვალვერდეს ადგილას; მას სურს ყველას დაანახოს, თუ რა შეუძლია და თანაც მის უკან

არიან ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი, ხერარდ პიკე

და სხვები. მოკლედ, რომ ვთქვათ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც მას საკუთარ გუნდებში აქამდე არ ჰყოლია. ვალვერდემ წინა 4 სეზონი ბიოლბაოს ატლეტიკში გაატარა, სადაც მისთვის შეტევაში კოზირი უკვე კარგა ხნის ვეტერანი ადურისი იყო, ბარსაში კი მას მესი-სუარესი-ნეიმარი+ალკასერი ჰყავს. მისმა გაწვრთნილმა ბილბაოს ატლეტიკმა 2015 წელს შეძლო დაუფლებოდა ესპანეთის სუპერ თასს. ამ გუნდისთვის ეს ტიტული

ნამდვილად ბევრს ნიშნავდა; ორ მატჩიან

დაპირისპირებაში მათ სწორედ ბარსელონა დაამარცხეს. ყველასათვის მოულოდნელად

ატლეტიკმა "სან მამესზე" ბარსა 4-0 გაანადგურა, ხოლო "კამპ ნოუზე"

ფრედ 1-1 ითამაშა.

ამ ტიტულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი კი სწორედ ერნესტო ვალვერდეს

ეკუთვნის. შეგიძლიათ გაიხსენოთ ოცდამეერთე საუკუნეში ესპანური გუნდი, რომელმაც ბარსას 4 გოლი გაუტანა და თვითონ არც ერთი არ მიუღია. მგონი ვერ შეძლებთ!

თანამედროვე ფეხბურთში ყველამ ისწავლა "ტიკი-ტაკას" პრინციპთან თამაში.

ბარსას მოწინააღმდეგე გუნდი აყენებს ეგრეთ წოდებულ "ავტობუსს" და კატალონიელები კარგავენ მნიშვნელოვან ქულებს ისეთ უბრალო

გუნდებთან, რომლებიც სრულიად არაფერს არ წარმოადგენენ.

ერნესტო ვალვერდეს მის წინა გუნდებში არ ჰქონდა შესაძლებლობა ყველა

მოწინააღმდეგესთან ეთამაშა პირველ ნომრად, ასე რომ ხშირად უხდებოდა ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება, თუმცა ის ძირითადად

4-2-3-1 სისტემის მიმდევარი იყო. პეპ გვარდიოლას ეპოქიდან მოყოლებული იყო მცდელობები შექმნილიყო

4-3-3 სისტემის ალტერნატივა. ამ შემთხვევაში პეპი ყურადღებას ამახვილებდა ნახევარდაცვაზე და იყო შემთხვევები, როდესაც მან

ბარსა მოედანზე 7 ნახევარმცველით გაიყვანა. ტატა მარტინო, რომელიც ყურადღებას

თავდამსხმელთა რაოდენობაზე აკეთებდა. იყო მატჩები, სადაც ტატა ბოლო ნახევარ საათს 5 გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობდა. ლუის ენრიკე, რომელიც ასევე

ცდილობდა სხვა ტაქტიკის გამოყენებას. ლუჩომ სცადა გუნდს 3-5-2, 4-4-2 და

3-4-3

ტაქტიკებით ეთამაშა, თუმცა ეს როტაცია არც თუ ისე წარმატებული იყო და ფეხი ვერ მოიკიდა.

ახლა კი ვალვერდეს ჯერია. ბარსას აუცილებლად სჭირდება რიგი მომენტებისათვის

გადაწყობა და ახალ-ახალი ეფექტების შექმნა.

გვარდიოლას და ენრიკეს დროს მათი ასისტენტები გუნდში საკმაოდ დიდ როლს

თამაშობდნენ. გვარდიოლას ასისტენტი ტიტო ვილიანოვა პეპის შემცვლელად

მოგვევლინა. ენრიკეს ასისტენტი უნსუე კი ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო, ვინც ლუჩოს შემცვლელად მოიაზრებოდა.

ვალვერდეს ფანტასტიკური ასისტენტი ჰყავს. ჯონ ასპიასუ. ისინი ერთად უკვე 15 წელია მუშაობენ. ასპიასუ ექსტრაორდინალური სპეციალისტია, რომელსაც თამაშის

წაკითხვა შესანიშნავად შეუძლია. საინტერესოა მისი მიდგომა უშუალოდ მატჩის

მსვლელობის დროს. ის პირველ ტაიმს საპრეზიდენტო ლოჟიდან უყურებს, მეორე

ტაიმში კი სათადარიგოთა სკამს უერთდება.

სტატიას კი ბარსას ცოცხალი ლეგენდის პეპ გვარდიოლას სიტყვებით დავასრულებ: "რეალი უზომოდ თავდაჯერებულია, თუმცა შემდეგ სეზონში ბარსელონა ბრძოლას ვალვერდესთან ერთად გააგრძელებს! ბასრას ეპოქა არ დასრულებულა, ის ახლა იწყება!".

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:გოჩა ჯანიაშვილი
გოჩა ჯანიაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0