x
ამერიკული ცივილიზაცია და ევროპელები

კონტაქტი ამერიკასთან ევროპელებს კოლუმბის ეპოქამდე ბევრად უფრო ადრეული

ხანიდან ჰქონდათ.

არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკის აღმომჩენი არა კოლუმბია, არამედ ლეიფ ერიქსონია.

მაგრამ ტრადიციულად ამერიკის აღმომჩენად მაინც კოლუმბი ითვლება.

იყო თუ არა კოლუმბი პირველაღმომჩენი? კოლუმბამდე ატლანტის ოკეანე გადაცურეს

კელტებმა, ფინიკიელებმა, ნორმანებმა, წყნარი ოკეანის იქით იმოგზაურეს ჩინელებმა...

თუმცა ახალი სამყარო ძველებურად აღმოუჩენელი რჩებოდა. მიუხედავად ამისა, მათ მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ისტორიაში. ფინიკური წერილის ნიმუში ქვის ლოდზე

პერუში, ლიმადან 600 კმ-ის მოშორებით, გრან-ვილაიასთან რამდენიმე წლის წინ აღმო-

აჩინეს. ანდებში კი, მდინარე ამაზონთან ნასახლარებში ნაპოვნია ძველი ქვის გზები.

თამბაქოსა და ევკალიპტის ზეთის კვალი იპოვეს ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში

მაშინ, როცა თამბაქოს სამშობლო ლათინური ამერიკაა, ევკალიპტის – ავსტრალია.

ამიტომ კითხვაზე: ვინ აღმოაჩინა ამერიკა, შეგვიძლია დარწმუნებით ვუპასუხოთ: ამერიკა აღმოაჩინეს სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა ეპოქაში, კოლუმბმა კი საბოლოო წერტილი დაუსვა ახალი სამყაროსკენ ტრანსოკეანური ცურვის ათასწლოვან გზას.

არსებობს მეცნიერთა ორი ჯგუფი: დიფუზიონისტები და იზოლაციონისტები – კოლუ-

მბამდელი კონტაქტების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების.

1477წელს კოლუმბმა განახორციელა მოგზაურობა ჩრდილოეთში.ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს იყო ისლანდია, ზოგიერთის მოსაზრებით კი, ეს მოგზაურობა საერთოდ არ

ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ბრისტოლში რომ იყო, ეს დამტკიცებულია.

გენუელი მეზღვაურის მოგზაურობა “ინდოეთში" სასარგებლო უნდა ყოფილიყო

არამარტო სამეფო კარისთვის. ცნობილია, რომ ექსპედიციების დაფინანსებაში კოლუმბს

ეხმარებოდნენ ტოლედოს არქიეპისკოპოსი, კარდინალი პედრო გონსალეს დე მენდოსა

და მეფის ხაზინის მცველი ლუის დე სანტანხელი. კათოლიკე მეფეები ფერდინანდი და

იზაბელა ოცნებობდნენ კასტილია-არაგონიის დიდი იმპერიის შექმნაზე, რომლის

მფლობელობაში იქნებოდა ქალაქი სასწაულები ჩინეთში, ინდოეთში და შორს, ოკეანის გაღმა...

1492 წლის 24 დეკემბერს კოლუმბმა კუნძულ ესპანიოლაზე (ჰაიტი) თავისი პირველი

სიმაგრე ნავიდადი დაარსა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რა უზარმაზარი შედეგები

ექნებოდა ამ მოვლენას ესპანეთისა და მთელი კაცობრიობისთვის. 1497 წლიდან

ესპანელებმა დაიწყეს ანტილიის კუნძულების კოლონიზაცია და იქ საკუთარი წესების

დანერგვა. 1521 წელს მექსიკაში და 1530 წელს პერუში ძვირფასი ლითონების საბადო-

ების აღმოჩენის შემდეგ ნამდვილი ''ოქროს ციებ-ცხელება'' დაიწყო. 1511-1513 წლებში

ესპანელებმა მოიტაცეს კუბა, პანამის ყელი; შეიჭრნენ ფლორიდასა და იუკატანში. მექ-

სიკის ყურის დასავლეთ ნაპირისკენ წაწევამ განაპირობა მექსიკის დაპყრობა. 1530 წელს

პერუში ინკების ქვეყნის დამორჩილებამ ესპანელებს გზა გაუხსნა სამხრეთ ჩილესაკენ.

"ამერიკის ოქრომ დაღუპა ესპანეთი", – აღნიშნავდა XVII საუკუნის ესპანელი ეკონო-

მისტი სანჩო მონკადა. ამერიკული საგანძური იხარჯებოდა საგარეო პოლიტიკურ

ავანტიურებზე, ომებზე, ევროპის ქვეყნებში კათოლიკური შეთქმულებების მოწყობაზე.

კოლუმბი სანტა-მარიაზე

ამერიკაში ჩასული პირველი ევროპელი იმიგრანტები თავს ღვთის რჩეულებად თვლიდ-

ნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთთან ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული აღთქმულ

მიწაზე წასასვლელად. სწორედ ამ შეხედულებამ გარკვეული როლი ითამაშა რასისტული

იდეოლოგიის შექმნაში, რომელიც სამწუხაროდ, აშშ-ში დიდხანს არსებობდა.

ევროპელების მიგრაცია ამერიკაში

0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0