x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როგორ გადავიღოთ საოცარი ფოტოები. "daily mail" - ის ფოტოგრაფების მასტერ კლასი(+ფოტოები)

image
ინსტაგრამსა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში უამრავი ულამაზესი სურათი გვხვდება ზღვისა თუ ღრუბლების გამოსახულებით. მაგრამ იმის გაგება თუ როგორაა ისინი გადაღებული, ნამდვილად გაგაოცებთ. მოგეჩვენებათ, რომ მათი გადაღება მხოლოდ პროფესიონალებს ძალუძთ, არა და თუ დააკვირდებთ როგორ იღებენ, მიხვდებით, რომ სულ იოლი ყოფილა. უმთავრესი კი ხელოვანის თვალი და ფოტოშოპის სასწაული შესაძლებლობებია.

ქვემოთ წარმოდგენილი გალერეა გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნება საოცნებო ფოტოები. ისინი "daily mail"- ის ფოტოგრაფებმა შემოგვთავაზეს, რითიც გაგვიმხილეს პროფესიული საიდულმლოება, თუ როგორ მოვახერხოთ ჩვენც მსგავსი კადრების გადაღება.

ყველა ამ სურათს საოცარი შარმი აქვს, თუ არ შევხედავთ როგორ იღებენ, ზღაპრულადაც კი მოგეჩვენებათ.

მაშ ასე, დააკვირდით და თქვენც სცადეთ:imageიმისათვის, რომ ასეთი მშვენიერი ფოტო გადაიღოთ, საკმარისია გზის პირას ბალახებში ჩაჯდეთ. imageშემდეგი საოცნებო სურათი, ცნობილი ბრენდის რეკლამა, ვერც კი წარმოიდგენთ და უბრალო, ტალახიან გუბეშია გადაღებულიimageმის გადასაღებად ნიკი შუა ქუჩაში წამოწვა. არ გჯერათ? შეგიძლია თქვენც სცადოთ.imageფელიქს ერნანდეს როდრიგესმა 160 000 $-იანი ავტომობილის ულამაზესი ფოტო ზღვის სანაპიროზე ისე გადაიღო, რომ თვალითაც არ უნახავს არც მანქანა და არც ზღვის სანაპირო (იგულისხმება გადაღებისას). მან ამისთვის ქვიშაზე 40 $-იანი მანქანის მოდელი გამოიყენა და სულ ცოტა ხელოვანის ოსტატობა.imageნორვეგიის უნიკალური ლანდშაფტი, რომლის გადასაღებად 11 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ. მას "ტროლის ენას" უძახიან. ხშირად ფოტოგრაფები რიგში დგებიან ამ ადგილებში სურათის გადასაღებად. imageimageპირდაპირ ზღაპრიდან; რეალური ფოტო ბევრად უფრო ფერმკრთალია, ვიდრე შუქ-ჩრდილებით დამუშავებული.imageimageეს სურათი ფოტოგრაფმა ბიკიპ სანგაომ თავის ცოლს შუა ქალაქში, დაბალ ბუჩქებთან გადაუღო.imageimage

იგივე ფოტოგრაფის რჩევა, თუ გვინდა მზიანი პლაჟის სურათი მეგობრების გასაცურებლად, დროა მშენებლობაზე დაყრილი სილა ვეძებოთ, მერე კი ფეხზე გავიხადოთ და უბრალოდ ნათელი ფერის შორტი გამოვაჩინოთ. imageimageვატსალ კატარია გვასწავლის, იმისათვის, რომ ზღაპრული კადრი გადავიღოთ მინიმალური დანახარჯებიც საკმარისია, საერთოდაც შეიძლება რომ არ გავიდეთ სახლიდან. თანაც ზუსტად ასეთი ადგილი, რაც სურათზეა აღბეჭდილი, რეალურად არც არსებობს.imageimageამ სურათში ცის ფერია შეცვლილი და ნაგავი ამოშლილი სანაპიროდან. + ფოტოგრაფის მოხერხება.imageimageთუ ორივე ხელს გოგონას ჩაჰკიდებთ, სურათის გადაღებას მაინც მოახერხებთ? არც ისე ძნელია.imageimageმუქი ფონის მისაღებად: უზიკ ლის ფოტო ჩვეულებრივ განათებულ პარკშია გადაღებული, არა და მოგეჩვენებათ, რომ ღრმად, ჯუნგლებში, ბნელი ტყის ფონზეა. imageimage
რომა ჩელანო გვასწავლის როგორ უნდა გადავიღოთ ფოტო ბრწყინვალე წვეთებით. ოღონდ აქ დამხმარე გვჭირდება და უნდა დავიჭიროთ წამი.imageimage



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა

როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)

გაზაფხული-ზაფხულის ახალი ტრენდი - ულამაზესი კაბები - ყვავილები, ყვავილები...(+ ფოტოები)


გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ!


ვის და რას არ შეიძლება გადაუღოთ ფოტოსურათი













0
294
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
294