x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ფრანგული კომპანიები, რომლებიც თანამშრომლებს შეუზღუდავ არდადეგებს სთავაზობენ

ეს არის ინოვაციური მართვის კონცეპტი : ძალიან ბევრ დამწყებ და გამოცდილ ფრანგულ კომპანიაში დასვენების დღეების რაოდენობა არის შეუზღუდავი და თავისუფალი განრიგი, მაგრამ შეიძლება თუ არა მიესადაგოს ამერიკული, აპრობირებული მოდელი ფრანგულ საზოგადოებას?


აიღო იმდენი დღით შვებულება, რამდენიც გინდა, ყველა დასაქმებულის ოცნებაა. შეუზღუდავი შვებულების იდეა კომპანია “სილიკონ ველი“ -ში დაიბადა, აშში, რომელიც 2004 წლიდან კომპანია Netflix-მაც გადაიღო. უვადო არდადეგების განვითარება ჩრდილოეთ ამერიკაში აიხსნება საფრანგეთთან შედარებით ნაკლებად მოქნილი შრომის კოდექსით. დამსქმებელს არავითარი სამართლებრივი ვალდებულება არ ეკისრება, გადაუხადოს შვებულების დღეების საფასური დასაქმებულებს. 2016 წელს ერთმა ამერიკელმა დასაქმებულმა ისარგებლა 16 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებეით.შეგვიძლია ეს პრაქტიკაც გადმოვიტანოთ? ყოველ შემთხვევაში, ეს არის ფსონი, გამოწვევა რომელშიც ძალიან ბევრი დამწყები და გამოცდილი კომპანიის მმართველი გადაეშვა.

ფრანსუა რენო დე ფიტი, კომპანია Popchef თანადამფუძნებელი იმ სტარტაპერის, რომელიც შეღავათიან ფასებში თავაზობს საუზმეს და ასევე იძლევა შეუზღუდავ დასვენების დღეებს, ამბობს, რომ იდეა მდგომარეობს შემდეგში : ხელი შევუწყოთ ნამდვილ ბიზნეს კულტურას ორ ძირითად სიტყვაზე დაყრდნობით : დასაქმებულთა “თავისუფლება“ და “პასუხისმგებლობის კისრება“ . პრინციპი არის ორმხრივი ნდობა. “ჩვენს სტარტაპში, ჩვენ მოვისურვეთ განრიგის კულტურა ჩაგვენაცვლებინა შედეგების კულტურით. თუ დასაქმებული ასრულებს გეგმას და აღწევს დასახულ მიზანს, მით უკეთესი, წავიდეს და დაისვენოს“ -აჯამებს რეიმონი ფიტი. ამასთანავე დასაქმებულები ირჩევან იმ გრაფიკს, რომელიც შეესაბამებათ.image

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0