ასტროლოგია ასტროლოგები გვარწმუნებენ,რომ ბედნიერი ქორწინებისთვის ეს ყველა ქალს ჭირდება,ძნელია არ დაეთანხმო 2017, 5 ივნისი, 15:26
ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, რომელიც მის შემდგომ ბედსაც განსაზღვრავს, როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი ქორწინება, ამას განსაზღვრავს არა მხოლოდ ქორწილის ადგილი და თარიღი, არამედ საქორწილო კაბაც კი.
შეიძლება ზოგს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გეტყვით, თუ როგორი კაბა შეეფერება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და არჩევანი თავად გააკეთეთ, ვინ იცის, იქნებ ბედნიერება ასეთ დეტალებში იმალება.
ვერძი ჯიუტ და პრაქტიკულ ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ სადა და ელეგანტური სტილის კაბა შეარჩიონ, ზედმეტი მაქმანების, ბრჭყვიალების და ფუშფუშა დეტალების გარეშე. კურო ამ ნიშნის წარმომადგენლებმა დახვეწილ და მდიდრულ დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება, საუკეთესო ვარიანტია მოცულობითი ნაქარგები და თვლები. ძირითადი ხაზი რომანტიკული უნდა იყოს ტყუპები ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ ყურადღება დეტალებზე გაამახვილონ, გამოიყენეთ ორიგინალური აქსესუარები და ვინ იცის, შესაძლოა თქვენს ოჯახში ბედნიერების ფრინველიც შემოფრინდეს. კიბო ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყურადღება ვინტაჟურ კაბებზე უნდა გაამახვილონ, მათი ჩაცმულობა ელეგანტური და მსუბუქი უნდა იყოს. ლომი ლომები, ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ დღესაც ყურადღების ცენტრში უნდა იყონ. მათთვის იდეალურია მდიდრული კაბები მბრწყინავი დეტალებით, განსაკუთრებით ოქროსფერში, რაც მათ მფარველ პლანეტა მზეს განასახიერებს. ქალწული მთავარი არჩევანი ქალწულისთვის იდეალური სილუეტი და ხელით ნამუშევარია.უპირატესობა მიანიჭეთ კაბებს, რომელიც ხაზს გაუსვამს ქალურობას და სინაზეს. საწორი სასწორებმა არჩევანი უბრალო სილუეტის კაბაზე შეაჩერეთ, რომელსაც მოდური და დახვეწილი დეტალები ამშვენებს.ეს ვარიანტი მეტნაკლებად ასახავს მათ შინაგან სამყაროს და დადებით ენერგიას იზიდავს. მორიელი ამ ნიშნის ეპატაჯურ წარმომადგენლებს არავითარ შემთხვევაში არ მართებთ სადა კაბის არჩევა.არც ბანალური უნდა იყოს. ნუ იფიქრებთ რას იტყციან სხვები, მოუსმინეთ შინაგან ხმას. მშვილდოსანი ამ რომანტიკული ნატურის კაბა მდიდრული, ფუშფუშა და შლეიფიანი უნდა იყოს, ასევე გრძელი და მაქმანიანი თავსაბურავით. თხის რქა ქალმა თხის რქამ თავისი საქმიანი სტილი და სერიოზულობა საქორწინო კაბის არჩევის დროსაც უნდა გამოავლინოს. იდეალური ვარიანტია მკაცრი, სადა სტილი და შარვალიც კი. მერწყული ზოდიაქოს ერთერთი რომანტიკული ნიშანია.შეუძლიათ აირჩიონ როგორც ჰაეროვანი, ისე კრეატიული ვარიანტი. თევზები ბოჰემური, რომანტიული და ქალური-ასე უნდა გამოიყურებოდეს ამ ნიშნის პატარძალი. 173 1-ს მოსწონს
|