x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ასტროლოგები გვარწმუნებენ,რომ ბედნიერი ქორწინებისთვის ეს ყველა ქალს ჭირდება,ძნელია არ დაეთანხმო
image

ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, რომელიც მის შემდგომ ბედსაც განსაზღვრავს, როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი ქორწინება, ამას განსაზღვრავს არა მხოლოდ ქორწილის ადგილი და თარიღი, არამედ საქორწილო კაბაც კი.

შეიძლება ზოგს სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ გეტყვით, თუ როგორი კაბა შეეფერება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და არჩევანი თავად გააკეთეთ, ვინ იცის, იქნებ ბედნიერება ასეთ დეტალებში იმალება.


ვერძი


ჯიუტ და პრაქტიკულ ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ სადა და ელეგანტური სტილის კაბა შეარჩიონ, ზედმეტი მაქმანების, ბრჭყვიალების და ფუშფუშა დეტალების გარეშე.

image

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა დახვეწილ და მდიდრულ დეტალებს უნდა მიაქციონ ყურადღება, საუკეთესო ვარიანტია მოცულობითი ნაქარგები და თვლები. ძირითადი ხაზი რომანტიკული უნდა იყოს

image



ტყუპები

ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ ყურადღება დეტალებზე გაამახვილონ, გამოიყენეთ ორიგინალური აქსესუარები და ვინ იცის, შესაძლოა თქვენს ოჯახში ბედნიერების ფრინველიც შემოფრინდეს.

image


კიბო

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყურადღება ვინტაჟურ კაბებზე უნდა გაამახვილონ, მათი ჩაცმულობა ელეგანტური და მსუბუქი უნდა იყოს.

image



ლომი

ლომები, ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ დღესაც ყურადღების ცენტრში უნდა იყონ. მათთვის იდეალურია მდიდრული კაბები მბრწყინავი დეტალებით, განსაკუთრებით ოქროსფერში, რაც მათ მფარველ პლანეტა მზეს განასახიერებს.

image



ქალწული

მთავარი არჩევანი ქალწულისთვის იდეალური სილუეტი და ხელით ნამუშევარია.უპირატესობა მიანიჭეთ კაბებს, რომელიც ხაზს გაუსვამს ქალურობას და სინაზეს.

image



საწორი

სასწორებმა არჩევანი უბრალო სილუეტის კაბაზე შეაჩერეთ, რომელსაც მოდური და დახვეწილი დეტალები ამშვენებს.ეს ვარიანტი მეტნაკლებად ასახავს მათ შინაგან სამყაროს და დადებით ენერგიას იზიდავს.

image



მორიელი

ამ ნიშნის ეპატაჯურ წარმომადგენლებს არავითარ შემთხვევაში არ მართებთ სადა კაბის არჩევა.არც ბანალური უნდა იყოს. ნუ იფიქრებთ რას იტყციან სხვები, მოუსმინეთ შინაგან ხმას.

image



მშვილდოსანი

ამ რომანტიკული ნატურის კაბა მდიდრული, ფუშფუშა და შლეიფიანი უნდა იყოს, ასევე გრძელი და მაქმანიანი თავსაბურავით.

image



თხის რქა

ქალმა თხის რქამ თავისი საქმიანი სტილი და სერიოზულობა საქორწინო კაბის არჩევის დროსაც უნდა გამოავლინოს. იდეალური ვარიანტია მკაცრი, სადა სტილი და შარვალიც კი.

image




მერწყული

ზოდიაქოს ერთერთი რომანტიკული ნიშანია.შეუძლიათ აირჩიონ როგორც ჰაეროვანი, ისე კრეატიული ვარიანტი.

image



თევზები

ბოჰემური, რომანტიული და ქალური-ასე უნდა გამოიყურებოდეს ამ ნიშნის პატარძალი.

image

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0