x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდური კინოს ლეგენდები: ბედი, სახეები და ნაკლებად ცნობილი ფაქტები

«დისკოს მოცეკვავე», «ზიტა და გიტა», «შურისძიება და კანონი»: საკულტო ფილმებია, რომლებმაც ამ მსახიობებს მსოფლიო პოპულარობა მოუტანეს. ისინი ლამაზები, ახალგაზრდები და წარმატებული მსახიობები იყვნენ. მაგრამ, ბევრი რამ კადრს მიღმა დარჩა…


ამიტაბჰა ბაჩანი, 74 წლის


image


ის მხოლოდ მსახიობი კი არა, პოლიტიკოსი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი არის. დაჯილდოებულია 3 ნაციონალური კინოპრემიით და 11-ჯერ აქვს მიღებული Filmfare Awards-ი (ინდური «ოსკარი»). გარდა ამისა, მიღებული აქვს ინდოეთის არაერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო. მისი თაობის ადამიანებისთვის, ის ნახევრადღმერთია და უფრო მეტიც. მაგ., ერთხელ ინდოეთში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით (ანუ უფასოდ) მოსახლეობის აცრა იყო დაგეგმილი. მაგრამ, დროის უქონლობის, თუ სიზარმაცის გამო, «ზედმეტად» ნემსის გაკეთების სურვილი, მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოთქვა. ტელევიზიით მოსახლეობას ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მიმართეს, მაგრამ მათ მოწოდებას, აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ასეული ადამიანი გამოეხმაურა. ამის შემდეგ, ამიტაბჰა ბაჩანი გამოვიდა ტელევიზიით. მან აცრის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და ყველას სთხოვა მისი ჩატარება. მეორე დღესვე, სამედიცინო პუნქტებთან, აცრის მსურველთა რიგები დადგა.

საეტაპო ფილმი მსახიობის ცხოვრებაშო «შურისძიება და კანონი» იყო. დღეისთვის, მას 160-ზე მეტ ფილმში აქვს ნათათამაშები. ის დღემდე აგრძელებს პროფესიონალურ კარიერას და წელიწედში 1 ან 2 ფილმში იღებს მონაწილეობას.

ამიტაბჰა ბაჩანს ჰყავს – ქალ-ვაჟი, რომლებიც ასევე მსახიობები არიან. ვაჟის, აბჰიშეკის მეუღლე მსახიობი აიშვარია რაია არის. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ამიტაბჰა ახალი სამსახიობო დინასტიის დამფუძნებელი არის.

image

image


image

მითჰუნ ჩაკრაბორტი, 67 წლის


image


1982 წელს ეკრანებზე «დისკოს მოცეკვავე» გამოვიდა და ჩაკრაბორტმა, ფილმის გამოსვლიდან მეორე დღეს, ცნობილმა გაიღვიძა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ფილმი კლასიკად იქცა, ხოლო გმირის სახელი ამ ფილმიდან – ჯიმი ისე ძლიერ «მიეწება», რომ 350 ფილმში შესრულებული როლის მიუხედავად, დღემდე, მაყურებლისთვის სწორედ ამ მეტსახელით არის ცნობილი!
სუპერპოპულარობის მიუხედავად, მისთვის ოჯახი ყველაფერია. ჰყავს მეუღლე – მსახიობი იოგიტე ბალი და 4 შვილი.

მითჰუნ ჩაკრაბორტი დღემდე აგრძელებს კინოკარიერას და ასაკის მიუხედავად, მშვენივრად გამოიყურება.

imageimage

image


image

დჰამენდრა, 81 წლის


image


როდესაც დჰამენდრას 19 წელი შეუსრულდა, ის იძულებით დააქორწინეს და მას ქორწინების შედეგად, 4 შვილი შეეძინა: ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი (ამჟამად, მისი ვაჟები, სანი და ბობი ცნობილი მსახიობები არიან). თუმცა, იძულებულმა ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა. საზოგადოების ზეწოლის მიუხედავად, მომავალმა ვარსკვლავმა, ოჯახი მიატოვა და თავისი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა.

დჰამენდრამ ჟურნალ Filmfare-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც, იმ დროს, ახალ სახეებს ეძებდა კინოსთვის. ასე მოხვდა დჰამენდრა დიდ კინოში. მისი პირველი ფილმი «ცხოვრება და გული — შენთვის» იყო. ხოლო შემდეგ, ის საკულტო ფილმში – «ზიტა და გიტაში» მიიწვიეს. გადასაღებ მოედანზე მან მსახიობი ჰემა მალინი (ზიტას და გიტას როლების შემსრულებელი) გაიცნო და მაშინვე აგორდა ჭორები მათი ახლოურთიერთობის შესახებ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ და 2 ქალიშვილი შეეძინათ. ჰემა და დჰამენდრა, თითქმის 30 წლის მანძილზე, ყველაზე კომერციული წყვილი იყო ეკრანზე და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათი ადგილის დაკავება, სხვებმა ვერ მოახერხეს.

image

image

image

image

ჰემა მალინი, 68 წლის


image


ცეკვა — ჰემას პირველი სიყვარული იყო, რომელიც, მსახიობის სიტყვებით, მასთან სამუდამოდ დარჩება. ფილმებში მის მიერ შესრულებული ცეკვები, ყოველთვის გამოირჩეოდა სირთულით, სხვა მსახიობების ცეკვებისგან. სწორედ ცეკვის წყალობით მოხვდა ის დიდ ეკრანზე. თავდაპირველად ის მხოლოდ უკანა ფონის მოცეკვავე იყო. მაგრამ, ერთხელ, გადასაღებ მოედანზე, რეჟისორმა შეამჩნია, სათანადოდ შეაფასა მისი პლასტიკა, მიმიკა და უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება შესთავაზა.
გიტას როლმა («ზიტა და გიტაში») ჰემა ვარსკვლავად აქცია. ეს მე-12 როლი იყო მის კარიერაში.

1978 წელს ჰემა მალინი დჰამენდრას გაჰყვა ცოლად და როგორც უკვე აღნიშნული იყო, წარმატებული კინოკარიერა მეუღლესთან ერთად გააგრძელა.
ბოლო წლებში, ჰემა და დჰამენდრა პოლიტიკოსები გახდნენ და ინდოეთის სახალხო პარტიის მხარდაჭერით, არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. დღეს ორივე ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატია.

3
998
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
998
  
2017, 8 ივნისი, 9:44
ძალიან მიყვარდა მათი ფილმები, ეს სახეები და....მე მგონი ყველა ჩემი ასაკის ადამიანისთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობები არიან. ალბათ არ ვცდები
2017, 7 ივნისი, 14:20
ქალბატონო მინდა ავღნიშნო, რომ ასეთი სტატია პირველად წავიკითხე,რომელიც ინდოელ მსახიობებს ეხება. ძალიან მაგარი იყო, აღფრთოვანებული ვარ, ყველაფერი დაწვრილებით და კარგად წერია. ამ მსახიობების ფილმებს ზოგჯერ ახლაც ვუყურებ.
0 1 3