x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველა დროის 10 საუკეთესო სიმღერა "ევროვიზიის" კონკურსიდან
image

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წლიდან იღებს სათავეს, რომელიც პირველად შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართა. მასში შვიდი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, თითოეული ორი სიმღერით. ეს იყო ერთადერთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელშიც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ერთზე მეტ სიმღერას ასრულებდა: 1957 წლიდან ყველა მონაწილე ქვეყანას უნდა წარედგინა მხოლოდ ერთი სიმღერა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 მოიგო მასპინძელმა ქვეყანამ, შვეიცარიამ.


მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კონკურსანტთა რაოდენობა 51 ქვეყანამდე გაიზარდა, ხოლო ტელემაყურებელთა რაოდენობამ 600 მილიონ მაყურებელს მიაღწია.ევროპის ქვეყნების გარდა მისი ტრანსლიაცია ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, ეგვიპტე, ჰონკონგი, ინდოეთი, იორდანია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სარ, სამხრეთი კორეა, ვიეტნამი, და აშშ.


მიუხედავად ამისა, იშვიათია ევროვიზიაში გამარჯვებული ისეთი სიმღერა, რომელიც საბოლოოდ დამკვიდრა მსმენელთა გულებში.როგორც წესი ევროვიზიიზიაზე შესრულებული სიმღერები შარშანდელი თოვლივით ქრება, მხოლოდ კიდევ უფრო მცირეა იმ შემსრულებლების სია, რომელმაც დიდ შოუბიზნესში დაიმკვიდრეს ადგილი.



(შენიშვნა:1) ადგილები პირობითია;2) რეიტინგი აღებულია რამდენიმე სხვადასხვა გამოცემიდან და შერჩეულია ოპტიმალური ვარიანტი)



1) Domenico Modugno – Nel Blu Dipinto di Blu (Volare)-ერთადერთი იტალიური სიმღერა, რომელმაც #1 ადგილი დაიკავა Billboard Hot 100-ში, "გრემის " პრემიის მფლობელი, მსმენელი ამ სიმღერას კარგად იცნობს უამრავი ქავერ ვერსიით.დევიდ ბოუის, პუპოს, დალიდას, ლუჩანო პავაროტის, Gipsy Kings, DJ BoBo-ს და სხვათა შესრულებით.





2)Vicky Leandros – L’Amour Est Bleu-(ინგლისური ვერსიის სახელია-«Love Is Blue)ბერძენი მომღერლის ფრანგულად შესრულებული სიმღერა, ევროვიზიაზე გამარჯვების გარდა, ერთადერთი ფრანგული სიმღერა ისტორიაში, რომელიც ამერიკის Billboard Hot 100-ს სათავეში მოექცა, არსებობს უამრავი ქავერი, რომლებიც ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს, როგორებიც არიან ბინგ ქროსბი, ჯეფ ბეკი, The Dells და სხვა.





3)Abba – Waterloo-ლეგენდარული შვედური ჯგუფის სინგლი მეორე ალბომიდან რომელმაც ევროვიზიაზე 1974 წელს გაიმარჯვა, ამის გარდა UK Singles Chart #1 ადგილი დაიკავა, ხოლო U.S. Billboard Hot 100-ში #6.





4)Loreen - Euphoria -2012 წლის ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. გამოსვლისთანავე, #1 ადგილი მსოფლიოს 19 ქვეყანაში და პლატინის და ოქროს სტატუსი ევროპის 11 ქვეყანაში(თუმცა არ მოხვდა აშშ-ს Billboard ჩარტებში და შედარებით მოკრძალებული იყო წარმატება დიდი ბრიტანეთში.)




5)Dschinghis Khan-Genghis Khan-მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერამ მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა ევროვიზიაზე 1979 წელს, იგი მომენტალურად იქცა ჰიტად ევროპაში და იაპონიაშიც.





6)Celine Dion-Ne partez pas sans moi - კანადელმა მომღერალმა 1988 წელს ევროვიზიაზე გაიმარჯვა, მართალია სიმღერა დიდი ენთუზიაზმით არ მიიღო მსმენელმა, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ჩარტებში ძალიან მოკრძალებული ადგილი დაიკავა, სამაგიეროდ სწორედ ეს კონკურსი გახდა მისთვის ტრამპლინი დიდ შოუ-ბიზნესში, რაც დიდი იშვიათობაა.




7)Lordi - Hard Rock Hallelujah-ჯერ პირველი იმითაა ეს აღსანიშნავი, რომ ეს გახლდათ პირველი ფინელი შემრულებელი და პირველი ჰევი-მეტალ კომპოზიცია, რომელმაც ევროვიზიაზე გაიმარჯვა 2006 წელს.სიმღერა ევროპის 12 ქვეყნის ტოპ-20-ში მოხვდა, ხოლო UK Single-ჩარტში #25 ადგილი დაიკავა.




8)Dana International-Diva-ტრანსსექსუალი მომღერალი ისრაელიდან, რომელმაც 1998 წლის ევროვიზიაზე გაიმარჯვა.ამ პერიოდში მომღერლის პოპულარობა უზომოა. იგი ხშირი სტუმარია ისეთი ცნობილი ტელეარხებისა, როგორებიცაა CNN, BBC, Sky News, MTV და სხვა.






9)Ruslana - Wild Dances-ევროვიზია 2004-ის გამარჯვებული უკრაინიდან.სინგლმა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა(ბელგია, საბერძნეთი), ხოლო UK Singles #47 პოზიცია დაიკავა.





10)Teach In - Ding-A-Dong-ჰოლანდიური ჯგუფის კომპოზიცია, რომელმაც 1975 წელს გაიმარჯვა ევროვიზიაზე, სინგლმა შვედეთის და ნორვეგიის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო UK Singles Chart-ში #13.აშშ-ს Easy Listening ჩარტში #22 ადგილი.


0
98
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0