x
კოლხი მედეა-გარემოებების მსხვერპლი მითიური გმირი

მედეა-კოლხი ქალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ დრამატულ გმირს წარმოადგენს, საკმარისია დღეს ვინმემ ჩაატაროს ელემენტარული სოციოლოგიური გამოკვლევა ევროპულ მწერლობასთან ნაზიარებ ნებისმიერ ქვეყანაში იმის გასარკვევად, თუ ვის თვლის ფართო მკითხველი მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მეტად ცნობილ სახეებად, რომ მედეა უთუოდ პირველ რიგში იქნება დასახელებული. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ვერც ერთი ლიტერატურული თუ მითიური პერსონაჟი ვერ გაუტოლდება ამ მხრივ მედეას. მედეა ქართველებისათვის კიდევ უფრო განსხვავებულ და გამორჩეულ გმირს წარმოადგენს, ვიდრე მსოფლიოს ხალხებისათვის, მედეას პერსო
ნაჟმა საზოგადოების აზრი რამდენიმე ნაწილად გაყო, მედეა გააზრებულია ხშირ შემთხვევაში როგორც გმირი, ან ანტიგმირი და გარემოების მსხვერპლი ქალი, მაგრამ რომელი მათგანი შეგვიძლია ვუწოდოთ ქალს რომელმაც მთელი ეპოქის ლიტერატურული დრამა თავდაყირა დააყენა. ალბათ, სწორედ მედეას მისტიურობა და იდუმალება აღძრავს საუკუუნების განმავლობაში ინტერესს, ის იზიდავს კაცობრიობას და მასთან ყოველი შეხვედრა ახალი შთაბეჭდილებებით გვავსებს.
როდესაც ჩვენ აპოლონიონ როდოსელის ”არგონავტიკას” ვეცნობით, მედეა უმშვენიერესი მეფის ასული არის ღმერთების მსხვერპლი:” მედეას არსება დაბნეულობამ შეიპყრო, ეროსმა კი მაღალჭერიან სასახლის კარს კისკისით გადაუფრინა”
მას თავდავიწყებით უყვარდება კოლხთა ძლიერების სიმბოლოს „ოქროს საწმისის“ მოსატაცებლად ჩამოსული ყმა, იასონი.იგი სიყვარულით დაბრმავებული ეხმარება იასონს, ღალატობს მამას, აკვლევინებს ძმას და სამშობლოს მტრებთან ერთად ტოვებს. მედეასა და იასონის სიყვარულის ამბავი ერთგვარი ჰარმონიული მოვლენაა, რომელიც თითქოს აბათილებს მედეას დანაშაულს, თუმცა მეორე მხრივ, მედეას საღად აზროვნების უნარი არ დაუკარგავა და კარგად აანალიზებს ამ ქმედების მოსალოდნელ შედეგებს. მედეა გმირია ელინთათვის რადგანაც ეხმარება მათ დიდების დაბრუნებაში მედეაზე შეყვარებული ბერძნები კი მედეას ქებას არ იშურებენ”ჯერ ერთი, ელადაში ცხოვრობ ბარბაროსთა ქვეყნის მაგივრად, სამართალი შეიცანი, ისწავლე კანონებით ცხოვრება ძალისადმი პატივისცემის სანაცვლოდ, მეორეც, მრავალმა ელინმა გაიგო შენი სიბრძნის შესახებ და მოიპოვე სახელი.ქვეყნის დასალიერს რომ დარჩენილიყავი, ვინ შეიტყობდა შენს სიბრძნეს?” (მედეა, 536-540)მაგრამ ანტიგმირია სამშობლოს, თანამოქალაქეთა და ოჯახის წინაშე. მედეას სახეს ”არგონავტიკის” მითიდან გამომდინარე უფრო ანტიგმირობისაკენ მივყავართ, ჩვენ ვხვდებით, პირველ კოლხ ქალს, რომელმაც უღალატა ქვეყანას და საუკუნოდ წაართვა ძლიერება „ოქროს საწმისის“ სახით.
აპოლონიონ როდოსელთან მედეას სახეში გამოვლინდა ის უარყოფითი თვისებები, რომლებმაც შემდგომ ევრიპიდესთან ჰპოვეს გაგრძელება და შეიქნა პერსონაჟი მედეა-როგორც შვილების მკვლელი. მედეას მიერ გამომჟღავნებული თვისებები აფიქრებინებს სწორედ ავტორს, რომ იგი საბოლოოდ გამოამჟღავნებს საკუთარ ნამდვილ სახეს მომავალში და ეს სახე სულაც არ არის აღმაფრთოვანებელი. მედეა თავად იასონისთვისაც ხდება ბოროტების სიმბოლო, როდესაც იგი დედის მიერ დახოცილ ბავშვებს იპოვის იაზრებს, რომ „მან ცოლად შეირთო უდიდესი ბოროტება-ქალი, რომელმაც მოკლა საკუთარი ძმა” და ახლა საბოლოოდ დაიმკვიდრა შვილთა მკვლე
ლი დედის სახელი. დღეს, როდესაც მედეას განვიხილავთ, აუცილებლად გვაგონდება შვილების მკვლელი დედა და არა სიყვარულისთვის თავგანწირული ქალი. მედეას ინოსაც უტოლებენ, ბერძნული მითოლოგიური ტრადიციიდან“ერთს დავასახელებ, ერთს ძველად მცხოვრებთაგან ქალს, რომელმაც საყვარელი შვილის წინააღმდეგ აღმართა ხელი, ეს ინო იყო, ღმერთების მიერ სიგიჟედ მოვლენილი“ [მედეა, 1282-85], მედეას არ შეუძლია უბედურების მორჩილად დათმენა, ძიძამაც კი იცის, რომ იგი საშიშია და ეს ჩართვა სულაც არაა შემთხვევითი „ვხედავ ხარად ქცეულ მედეას თვალებს, რომლითაც იგი ბავშვებს უყურებს, რაღაც საშინელს გვიქადის, ვერ დაიოკებს მძვინვარებას, სანამ არ შეიწირავს ვინმეს“ [მედეა, 1110-11] აქედან ჩანს, რომ მედეა არის ქალი, რომელსაც ველური ზნე, უბედური ბუნება და თავისებური,
ჯიუტი სული აქვს.
მედეას ანტიგმირობა რამდენიმე გარემოებითაც აიხსნება, იგი მსხვერპლია ღმერთებისა და გარემოებების. მისი სისუსტე კი დამთრგუნველია მისთვის, თუმცა ეს დაცემა მისი გარდაქმნის წინაპირობაა. მედეა კვდება, როგორც ბრმად შეყვარებული მშვენიერება და ცოცხლდება, როგორც შურისმაძიებელი ბოროტება და „ვინც მას
მტრად მოიკიდებს ადვილად ვერ გაიმარჯვებს“
არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენამდე მოღწეული ვარიანტი „მედეასი“ გადაკეთებულია. აკაკი ურუშაძის მოსაზრებით, როდესაც ათენის თეატრში
ეს სპექტაკლი დაიდგა, ევრიპიდე გამოვიდა ტრილოგიით და მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა, ამის გამო ევრიპიდე იძულებული გახდა „მედეა“ გადაეკეთებინა, ჩვენამდე მოღწეულია სწორედ ეს გადამუშავებული ვარიანტი, ევრიპიდემ მოახდინა ქმარ-შვილის მოღალატე ელენეს რეაბილიტაცია, ქმრის ერთგულ ქალად აქცია, პენელოპეს გაუტოლა პატიოსნებით, ცხადია ასეთივე წარმატებით შეეძლო გაეტეხა მას სახელი კოლხი მედეასათვისაც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მედეა სხვა არც ერთ ვერსიაში არ ხოცავს შვილებს და ამგვარი პასაჟი ევრიპიდეს გამონაგონია დრამატული წარმატებისათვის.
თუკი ევრიპიდეს შემოქედება სრულიად გაონაგონია, მაშინ მედეას, მხოლოდ სამშობლოს მოღალატის გამართლება სავსებით ლოგიკურია. ღმერთთა ნებაა ყოველივე, მათი სურვილის გარეშე არ არსებობს არცერთი მოვლენა ანტიკურ სამყაროში: აქილევსი ღმერთების უძლეველი ვაჟი, ღმერთთა ნებიც იმარჯვებს და მათსავე ნებით იღუპება, ტროაც ღმერთთა ნებით ეცემა, მედეასაც სწორედ ეს ღმერთები მართავენ, ამიტომაც მისი საქციელის ერთპიროვნულად გამტყუნება ან გამართლება სრულიად მიუღებელია.
ევრიპიდესეული მედეას მართებულობას თუ დავუშვებთ, მედეა აუცილებლად ანტიგმირია, თუმცა უთუოდ გარემოებების მსხვერპლი. იყო თუ არა მედეა იასონთან ურთიერთობამდე უარყოფითი იდეების მატარებელი და თუ არა, რამ განაპირობა მისი ასეთი გარდაქმნა. ქალბატონი ქეთი ნადარეიშვილი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
ა) მედეა, როგორც სიტყვებისადმი შეუსმენელი
ბ) ბოროტების ვერ დამთმენი
გ) აღშფოთებული ტყუილებისა და შეუსრულებელი დაპირებების
გამო
დ) გლოვაში ზღვარგადაცილებული
მედეა არის ემოციურად სასოწარკვეთილი, ნაღვლისგან გამოფიტული, სულით დაცემული, უკიდურესად იედგაცრუებული. მედეა ჩვეულებრივი უმწეო ქალია,
რომელსააც სასტიკად უღალატეს, იგი მტკიცედ ირჩევს შურისძიების გზას, ქალი აქ თავს გამოავლენს მტრის წინააღმდეგ მებრძ
ოლ, მტკიცე სულის პიროვნებად. იგი არ ეპუება ახალ გასაჭირს, გამართავს ბრძოლას და თუ მას დაბრკოლება აღემართება მახვილს იშიშ
ვლებს. თუმცა წინათ მედეა ამ საქციელის შედეგებს აუცილებლად გაანალიზებდა და დაფიქრდებოდა, როგორც ეს იასონის დახმარების წინ
გააკეთა, მაგრამ ახლა მისთვის ყველაფერი სულერთია, გაბოროტებულია. შედარებაც არაა ძველ მედეასა და ახალ მედეას შორის, ეს არის საოცარი კონტრასტი. „დადგა ჟამი გაბედულებისა“ [მედეა, 401-36]
საბოლოოდ მედეას ერთ ასპექტში განხილვა შეუძლებელია.ასეთი მითიურ გმირის ზედაპირულად განხილვა არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს, საჭიროა მისი სიღრისეული შესწავლა. კოლხ ასულზე ბევრს მსჯელობდნენ,
მსჯელობენ და მომავალშიც იმსჯელებენ, თუმცა მისი მისტიური ბუნება და იდუმალება ერთ დასკვნამდე ვერასოდეს მიგვიყვანს, იგი მუდამ დარჩება ზოგისთვის გმირად, ბევრისთვის ანტიგმირად ან უბრალოდ გარემოებების მსხვერპლ, ბედისა და ღმერთებისაგან განწირულ კოლხ ასულად...

image

გამოყენებული ლიტერატურა


ქეთევან ნადარეიშვილის
„ქალი კლასიკურ ათენსა და ბერძნულ ტრაგედიაში“ 2008წ.

რისმაგ გორდეზიანის
„ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია“, ტ.I, 2009წ. გვ. 419-446

რისმაგ გორდეზიანის
„ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია“, ტ.II, 2009წ, გვ.164-173

4
689
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
689
  
2017, 5 ივნისი, 12:59
დიახ და ასევე როგორც უკვე სტატიაში მაქვს ნახსენები უფრო ლოგიკუროა,რომ მედეას სახე გამოიგონა ევრიპიდემ დრამატული წარმატებისათვის. დიდი მადლობა, რომ დრო დაუთმეთ ჩემს სტატიას
2017, 5 ივნისი, 12:57
ძალიან დიდი მადლობა
2017, 5 ივნისი, 11:57
აკაკი ურუშაძის ვერსია ლოგიკურია. სტატია ძალიან მომეწონა.
2017, 5 ივნისი, 9:44
მე როგორც მახსოვს, მედეას შვილების მკვლელი დედი სტატუსი იმიტომ მოუგონეს, რომ იაზონის ღალატი და შემდგომ მისი მეორე ქორწინება გაემართლებინათ და ამავდროულად იაზონის როგორც გმირის სახე ,, არ შელახულიყო,,
0 1 4