x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მადრიდის რეალმა მე-12 მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი+ ყველა გოლის ვიდეოკოლაჟი
image


კარდიფში(უელსი) "მილენიუმის" სტადიონზე დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მორიგი ფინალური მატჩი.მადრიდის რეალმა ანგარიშით 4:1 დაამარცხა ტურინის იუვენტუსი.ეს გახლავთ მადრიდელთა მე-12 თასი, ხოლო 1990 წლიდან მოყოლებული პირველი კლუბი, რომელმაც ორჯერ ზედიზედ მოიპოვა ეს ტიტული(მანამდე ერქვა "ევროპის ჩემპიონთა თასი")


პირველი გოლი მატჩის მე-20 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, საპასუხო ბურთი "რეალმა" 7 წუთის შემდეგ მიიღო "იუვენტუსის " ფორვარდის მარიო მანჯუკიჩის მხრიდან.

image


მეორე ტაიმში რეალი დაწინაურდა, ესპანელმა ფეხბურთელებმა 4 წუთში ორი გოლი გაიტანეს.ეს გააკეთეს კაზემირომ და ისევ რონალდუმ.


მატჩს წერტილი დაუსვა მარკო ასენსიომ გოლმა 84-ე წუთზე.


ტურინის იუვენტუსი 2015 წელსაც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაგრამ მაშინაც დათმო ასპარეზობა ისევ ესპანურ კლუბ "ბარსელონასთან".


რაც შეეხება "რეალს" და "იუვენტუსს", ეს ორი კლუბი 1998 წელს შეხვდა ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.მადრიდელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.




1
124
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
2017, 5 ივნისი, 15:50
ჰალა მადრიდს
0 1 1