x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბორჯომში ექსკურსიაზე წასული მასწავლებელი ფოტოს გადაღების დროს ხევში გადავარდა და დაიღუპა
image

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.



უბედური შემთხვევა ქვაბისხევში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მოხდა.57 წლის მასწავლებელს, თამარ გოზალიშვილს იქვე მდებარე ეკლესიის წინ ფოტოს გადაღების დროს ფეხი დაუცდა და 20 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.


მასწავლებელი გორის მესამე საჯაროს სკოლიდან იყო ბორჯომში ექსკურსიაზე წასული.


მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

0
377
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0