x
image
ნათია ჩხობაძე
მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში სადაც "რეალი" თავის ისტორიაში თას მეთორმეტეჯერ დაეუფლა მეტოქე ტურინის "იუვენტუსი" იყო.image

მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა. შეხვედრაში სულ 5 გოლი გავიდა, აქედან 4 მადრიდელებმა გაიტანეს. ანგარიში მე-20 წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, კარვახალის პასით. ტურინელებმა 7 წუთში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, კერძოდ ეს იგუაინის პასით მარიო მანჯუკიჩმა ულამაზესი დარტყმით მოახერხა. (აუცილებლად ნახეთ გოლი)
მეორე ტაიმი მადრიდელთა დიდი უპირატესობიტ წარიმართა. შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა. 61-ე წუთზე კაზემირომ რეალი დააწინაურა და ანგარიში 1:2 გახდა.image
image
ზუსტად 3 წუთში რეალის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც კრიშტიანო რონალდომ მე-3 გოლი შეაგდო.image
image
84-ე წუთზე ტურინელების რიგებს მსაჯის გადაწყვეტილებით კუარდადო გამოაკლდა. მათჩის საბოლოო შედეგი 90-ე მარკო ასენსიომ დააფიქსირა, შედეგად რეალმა 1-:4 მოიგო და ლიგის მე-12 თასს დაეუფლა.
მადრიდის რეალმა ორმაგი რეკორდი დაამყარა- მოიგო ლიგა მეთორმეტეჯერ და მოიგო ზედიზედ ორჯერ. გილოცავთ მადრიდელებო! და ბრავო "იუვე".

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0