x
image
გვანცა1234
აი რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როდესაც ლიმონიან წყალს სვამთ!

ლიმონი უგემრიელესი ციტრუისია. ჩვენ ხშირად მივირთმევთ ლიმონის წვენს წყალში შერეულს. ზამთარში ცხელ წყალთან ერთად, ხოლო ზაფხულში ცივი წყლით, გემრიელი კოქტეილის სახით.image1. ის ახდენს სასწაულებს მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე
ხშირად ამბობენ, რომ ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანმრთელობის ქვაკუთხედია. ლიმონი პექტინის ბოჭკოს მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც აუცილებელია მსხვილი ნაწლავის კარგად ფუნქციონირებისთვის, ამიტომ ყოველ დილით ჭიქა თბილი ლიმონის წყალი, აღმოფხვრის წინა დღით დაგროვილ არასასურველ ნარჩენებს.
2. ლიმონიანი წყალი = ბუნებრივი რეჰიდრატორი
სანამ ბაზარი დაიტბორებოდა ენერგეტიკული სასმელებით, რეჰიდრატაციის მარილებითა და გლუკოზის ელექტროლიტებით, ლიმონიანი წყალი იყო გამოყენებული როგორც მაღალეფექტური რეჰიდრატორი. როდესაც საქმე გვაქვს ელექტროლიტების დაკარგვასთან (მინერალების, მათ შორის ნატრიუმის, კალიუმის და ქლორიდის) ოფლის გამოყოფასთან ერთად, სასმელ წყალში დავამატოთ ლიმონის რამდენიმე ნაჭერი. ეს დააჩქარებს თქვენ სხეულში ელექტროლიტების დაბალანსებას.image3. შესანიშნავია მხედველობისთვის
გახსოვთ ბავშვობაში რომ გეუბნებოდნენ, რომ თუ სტაფილოს შეჭამდით სიბნელეშიც კარგად დაინახავდით? ციტრუსის ნაყოფი, განსაკუთრებით კი ლიმონი, სავსეა ვიტამინით C და ანტიოქსიდანტებით, შეთანხმებულად მუშაობენ, რათა შეიქმნას დამცავი ეფექტი კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციის წინააღმდეგ.
4. რბილი და ნაზი კანისთვის, ლიმონიანი წყალი
საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ თქვენი კანისთვის გააკეთოთ არის ის, რომ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი. დაამატეთ წყალში ლიმონი და თქვენ დამატებით სარგებელს მიიღებთ. იმიტომ, რომ ლიმონი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რაც ჯანმრთელი და ლამაზი კანის საწინდარია.image5. ლიმონი თქვენი ღვიძლის საუკეთესო მეგობარია
ღვიძლის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაშიც ლიმონიანი წყალი დაგეხმარებათ.
6. ებრძვის გაციებას და ანთებას
ლიმონიანი წყალი ამცირებს სხეულში მჟავიანობის დონეს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თქვენს ორგანიზმში მავნე მარილმჟავას დაგროვებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება.
7. სულ რომ არაფერი, აჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს
თუ თქვენ ეძებთ წონაში კლების გზას, ჯანსაღი მეთოდით, დიდი ცვლილებების გარეშე, ლიმონიანი წყალი არის სრულყოფილი ამ მხრივ. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, ასევე ლიმონი შეიცავს პექტინურ ბოჭკოებს, რომლებსაც აქვთ შიმშილის შემცირების ეფექტი.image

0
863
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0